„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.022637
85
05/03/2021
ვებგვერდი, 05/03/2021
240090000.10.003.022637
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №85

2021 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2019, 240090000.10.003.021475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტის გარდა, სხვა ადგილზე განთავსებულ ობიექტში − უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) − პირადი სარგებლობისათვის;“;

ბ) ვ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტის გარდა, სხვა ადგილზე განთავსებული სავაჭრო დარბაზ(ებ)ი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ი და ნებართვის მაძიებლის სურვილის შემთხვევაში – სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული;“;

დ) „ზ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი),  შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა, რომლებითაც დასტურდება, რომ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი მდებარეობს ან განთავსდება საბაჟო კონტროლის ზონაში (გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტისა (2022 წლის 1 იანვრამდე) ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევისა);

ბ) წერილობითი ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში (სავაჭრო დარბაზების გარდა, ობიექტის სხვა მონაკვეთებზე) დაშვებულ ფიზიკურ პირთა (თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მომუშავე პერსონალის) შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომელთა მიერაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) უკანა გვერდზე დადასტურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში;

გ) წერილობითი ინფორმაცია ობიექტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც დაფიქსირდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის კონკრეტულ ფიზიკურ პირზე რეალიზაციის პროცესი, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ისა და 2022 წლის 1 იანვრამდე ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – ობიექტის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ წერილობითი ინფორმაცია, რომლითაც დაფიქსირდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასეთი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი);

დ) ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – ობიექტის მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულება (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.), რომელიც ანიჭებს ნებართვის მაძიებელს უფლებას, გაყიდოს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტში ექსკლუზიურად.“;

ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის:

ა) 61 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად, ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და მასთან ერთად ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით.“.

4. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ი (საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრამდე, ამ ინსტრუქციის მე-2  მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტის გარდა) უნდა მდებარეობდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ და მათი განლაგება უნდა გამორიცხავდეს მათში იმ ფიზიკური პირების მოხვედრას, რომლებსაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სათანადო პროცედურები არ გაუვლიათ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზების, დამხმარე სათავსებისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის გამოყენება იმ საქონლის შესანახად და სარეალიზაციოდ, რომელიც არ გაცხადებულა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესატანად.“;

გ) 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო (როდესაც ვერ ხერხდება ელექტრონულ პროგრამასთან დაკავშირება) ვერ ხორციელდება ამ  მუხლის  მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება, იგი უნდა აიტვირთოს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე Excel ფორმატის ფაილით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს აღნიშნულისა და ხარვეზის აღმოფხვრის ვადის შესახებ და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად.

7. „თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №3) ან „თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზებული, სხვა ადგილზე გადატანილი ან უკან დაბრუნებული საქონლის აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №4) ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შენიშვნის გრაფაში უნდა მიეთითოს ცვლილების განხორციელების მიზეზი.“.

5. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებზე საქონლის რეალიზაცია შესაძლებელია, განხორციელდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან.“.

6. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრამდე, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრთა (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით საქონლის რეალიზაცია ხორციელდება:“.

7. დანართი №6 და დანართი №7 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი