„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017125
18
09/03/2021
ვებგვერდი, 10/03/2021
140130000.22.034.017125
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №18

2021 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით (www.matsme.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საფასური – სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქმისწარმოების მიზნებისათვის, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს, წარედგინება მატერიალური ფორმით. სააგენტო უფლებამოსილია არ მოითხოვოს დაინტერესებულ პირისგან დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა ან მიიღოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ელექტრონული სახით, თუ:

ა) სააგენტოს მიერ საქმისწარმოების მიზნებისათვის გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები  შეიცავს წარმოსადგენ დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას;

ბ) წარმოსადგენი დოკუმენტი ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება სააგენტოში;

გ) დაინტერესებული პირი, სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების გზით, უზრუნველყოფს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვებ-გვერდზე ატვირთული, მატერიალურად წარმოსადგენი დოკუმენტის ელექტრონული ეგზემპლიარის ან ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტის ასლის ხელმისაწვდომობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დასაშვებია დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა.“;

ბ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით წარდგენილი დოკუმენტების შემთხვევაში სააგენტოს ეხსნება მონაცემთა ბაზებში მოძიებული ინფორმაციის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე ატვირთული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის გაკეთების ან ელექტრონული სახით შენახვის ვალდებულება.“;

გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაინტერესებული პირის მობილური ტელეფონის ნომრის ასახვა

1. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დამატებით შესაძლებელია აისახოს დაინტერესებული  პირის მობილური ტელეფონის ნომერი.

2. დაინტერესებული პირის მიერ მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის გამჟღავნება ნებაყოფლობითია და ხორციელდება:

ა) ზეპირი ფორმით;

ბ) წერილობითი ფორმით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით მოთხოვნის წარდგენა ხორციელდება ე.წ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ან სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირისათვის მომსახურების გაწევის მიზნით ჩატარებული  საქმის წარმოების ფარგლებში. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ან/და დაადგინოს დაინტერესებული პირის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის ნამდვილობა და სიზუსტე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით მოთხოვნის წარდგენა ხორციელდება სააგენტოში განცხადების წარდგენის გზით. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ან/და დაადგინოს დაინტერესებული პირის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის ნამდვილობა და სიზუსტე.

5. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს ზეპირი ან წერილობითი ფორმით მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით გამჟღავნებული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა ან წაშლა. მოთხოვნის წარდგენისათვის გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით მოთხოვნის სააგენტოში წარდგენამდე, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ მონაცემი ითვლება ნამდვილად და ზუსტად.

7. მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის ან წაშლის შესახებ დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ წარმოშობს  მართვის მოწმობის შეცვლის ვალდებულებას.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში სააგენტო ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან აცნობოს დაინტერესებულ პირს უარის თქმის საფუძველი.

9. სააგენტოს მონაცემთა ბაზა არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზის შემადგენელი ნაწილი. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახული მონაცემები/ინფორმაცია ელექტრონული სახით გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირებს.“.

4. 24-ე მუხლის:

ა) მე-9 პუნქტის:

ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე აკრძალულია:“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში გამოცხადება;“;

ა.გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) შესაბამისი მძღოლობის კანდიდატის ნაცვლად სხვა მძღოლობის კანდიდატის ან მესამე პირის გასვლა (საგამოცდო სამსახურის შეცდომაში შეყვანის გზით ან მის გარეშე).“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, გამომცდელს უფლება აქვს პირი არ დაუშვას მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ან გააძევოს იგი გამოცდიდან. მძღოლობის კანდიდატის გამოცდიდან გაძევების შემთხვევაში მართვის უფლების მისაღები გამოცდა წყდება, ფასდება უარყოფითად და ითვლება ჩაუბარებლად.“.

5. 32-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე საგამოცდო ელემენტების შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების აღსანიშნავად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღია ფერში შეღებილი სადგარები, ალმები, ლენტები ან/და სხვა მსგავსი მოწყობილობები. ამასთან, მსუბუქი ავტომობილებისათვის განკუთვნილი ელემენტების სადგრების სიმაღლე არ უნდა იყოს 85 სმ-ზე ნაკლები, ხოლო სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში – სადგრების სიმაღლე არ უნდა იყოს ავტომობილის პლატფორმის ქვედა ზღვარზე ნაკლები.“.

6. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრაქტიკული გამოცდის მსვლელობის აუდიო და ვიდეოჩანაწერის განხორციელების შემთხვევაში, ჩანაწერები ინახება 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს გამოცდის მსვლელობის ამსახველ ჩანაწერის გასაცნობად.“.

7. 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.მ“ და „გ.ნ“ ქვეპუნქტები:

„გ.მ) საგამოცდო ავტომობილმა მინიმუმ 20 სმ-ით გადაკვეთა საგამოცდო ელემენტის შემოსაზღვრული უბნის მონიშვნა (უწყვეტი ხაზი);

გ.ნ) საგამოცდო ავტომობილმა  მინიმუმ 20 სმ-ით გადაკვეთა უწყვეტი ხაზით, სადგარით, ალმით, ჯებირით ან სხვა საშუალებით მონიშნული ავტოდრომის ან დახურული მოედნის გარე საზღვარი;“.

8. 44-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სავალდებულოა მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახულ იქნეს მართვის მოწმობის მფლობელი პირის საცხოვრებელი ადგილის სრული დასახელება. ამ მიზნისათვის პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა მისი საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან იგი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, საცხოვრებელ ადგილად შეიძლება ასახულ იქნეს საქმისწარმოებისას მის მიერ ზეპირი ან წერილობითი ფორმით მითითებული ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი.“.

9. 48-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) იმ პირზე, რომელიც მართვის მოწმობის გაცემის მომენტისათვის იყო იმავე ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც გასცა მართვის მოწმობა და დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენას;

ბ) თუ შესაცვლელი მართვის მოწმობა გაცემულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ.“.

10. 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური