„ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022633
81
01/03/2021
ვებგვერდი, 02/03/2021
300160070.10.003.022633
„ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №81

2021 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი −  ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017684) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-4 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2014 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დიდი ზომის ბავშვთა 24-საათიანი მომსახურებებისთვის (15-ზე მეტი ბავშვით), რომლებიც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი −  ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“, „გ.ბ.გ“, „გ.ბ.დ“, „გ.დ“ ქვეპუნქტებითა და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, 2022 წლის 1 აპრილამდე გავრცელდეს შემდეგი სტანდარტები:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი