„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017998
17/ნ
15/03/2021
ვებგვერდი, 16/03/2021
430030000.22.022.017998
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №17/ნ

2021 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის  №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1):

ა)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულებები) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების (შემდგომში – სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს, აკრედიტაციის, აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის, უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების პროცედურას და სააპელაციო საჩივრის განხილვის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესებს.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სისტემატური თვითშეფასების პროცესის დამკვიდრებას   და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას. თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება საკუთარი საქმიანობის შეფასების წესის შესაბამისად და ადგენს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).“;

გ) 171 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 172 მუხლი:

მუხლი 172. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თავისებურებანი

უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან ერთად განსახორციელებელი ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის თაობაზე შემუშავებული მიდგომები.“;

დ) მე-20 მუხლის:

დ.ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ერთი სააკრედიტაციო განაცხადი ითვალისწინებს ერთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით გადის მხოლოდ ერთ კვალიფიკაციაზე.  ამასთანავე, ერთი სააკრედიტაციო განაცხადი შესაძლებელია ითვალისწინებდეს:

ა) მაგისტრატურის ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით გადის ერთი და იმავე დეტალური სფეროს ფარგლებში არსებული სწავლის სფეროების გათვალისწინებით, ერთზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე, გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა;

ბ) მასწავლებლის მომზადების ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში საგნების სწავლების მეთოდიკის მოდულების სწავლებას.“;

დ.ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​1. იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც განისაზღვრება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარედ. ასევე, იმ შემთხევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელებაც იგეგმება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან ერთობლივი თანამშრომლობით, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის/შედიან განმახორციელებელი ქვეყნის/ქვეყნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი/ექსპერტები.“;

ე) 24-ე მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი და სტუდენტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საერთაშორისო ექსპერტები (საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობა სავალდებულოა ამ დებულების მე-20 მუხლის 5​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), დამსაქმებლები, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.“;

ე.ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები.“;

ვ) 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი სააკრედიტაციო ვიზიტამდე გამართული მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში დასკვნის შესადგენად ადგენს ვიზიტის ფარგლებში დამატებით შესასწავლ საკითხებს.“;

ზ)   271 მუხლის მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა  მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.“;

თ) 273 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს მუდმივი წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი  წლით, ხოლო საბჭოს მოწვეული წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრების საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

თ.ბ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას მხედველობაში მიიღება საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნები და კრიტერიუმები.“;

თ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული არაუმეტეს 2 პირი.“;

თ.დ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცენტრის შუამდგომლობის გათვალისწინებით/საკუთარი ინიციატივით სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.“;

ი) 274 მუხლის:

ი.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭოს წევრი ვალდებულია, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.“;

ი.ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას,  საბჭოს წევრი არ მონაწილეობს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში.

52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიცია.“;

კ) 275 მუხლის:

კ.ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, საბჭოს სხდომის ოქმით უზრუნველყოფილია კენჭისყრის შედეგების საჯაროობა.“;

კ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.“;

ლ) 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება

1. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ცენტრი აღიარებს აკრედიტაციას, რომელიც მინიჭებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს აწვდის წინასწარ ინფორმაციას შერჩეული ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ (მათ შორის, პროგრამის სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების, პროგრამის შემადგენელი კომპონენტების, კრედიტების რაოდენობის, კრედიტების განაწილების მითითებით).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი განცხადების, უცხოური ორგანიზაციის მიერ შექმნილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს ასევე აკრედიტაცია, რომელიც მინიჭებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ ორგანიზაციისათვის სააკრედიტაციო განაცხადით მიმართვას ახდენს ცენტრისაგან წინასწარი თანხმობის გაცემის საფუძველზე. ცენტრის წინასწარი თანხმობა გაიცემა, თუ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული გარე შეფასების მექანიზმი, ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თავსებადია ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი გასცემს უარს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითებული ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარებაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყების საფუძველია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წერილობითი განცხადებისა და ამ განცხადების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი განაცხადი ცენტრს წარედგინება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციისთვის მიმართვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. წარდგენილი განცხადება უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის, სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების, პროგრამის შემადგენელი კომპონენტების, კრედიტების რაოდენობის, კრედიტების განაწილების მითითებით), ასევე, ინფორმაციას აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსისა და უფლებამოსილების, აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი განცხადების, უცხოური ორგანიზაციის მიერ შექმნილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე.

8. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია, თუ ამ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული გარე შეფასების მექანიზმი, ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თავსებადია ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან, და ამგვარი აღიარების შესახებ დათქმა გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით. საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებამდე ცენტრი, ამ ხელშეკრულების პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს უცხოური ორგანიზაციის გარე შეფასების მექანიზმების თავსებადობის დადგენას ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი განცხადების, უცხოური ორგანიზაციის მიერ შექმნილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე. წარდგენილი განცხადება უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის, სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების, პროგრამის ხანგრძლივობის, პროგრამის შემადგენელი კომპონენტების, კრედიტების რაოდენობის, კრედიტების განაწილებისა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის მითითებით).

10.  ცენტრის მიერ გადაწყვეტილება აკრედიტაციის აღიარების შესახებ მიიღება ამ მუხლის მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, ცენტრი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ვადის 60 კალენდარულ დღემდე გაზრდის თაობაზე.

11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აცნობოს ცენტრს ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

12. ცენტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ უცხოურ ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმებით განახორციელოს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის პირობების შემოწმება არაგეგმიური მონიტორინგის გზით ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ეგზავნება შესაბამის უცხოურ ორგანიზაციას და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

13. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს აცნობოს უცხოური ორგანიზაციის მიერ აკრედიტაციის პირობების შემოწმების შედეგების  შესახებ ინფორმაცია.

14. ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების შესახებ განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

მ) 281 მუხლის:

მ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააპელაციო საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი.“;

მ.ბ) მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ცენტრის შუამდგომლობის გათვალისწინებით/საკუთარი ინიციატივით სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.“;

ნ) 282 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას,  სააპელაციო საბჭოს წევრი არ მონაწილეობს სააპელაციო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში.

52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული სააპელაციო საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, სააპელაციო საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – დაწესებულების პოზიცია.“;

ო) 284 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 284. სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა

სააპელაციო საბჭო სააპელაციო საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.“;

პ) 287 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო საბჭო იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმით უზრუნველყოფილია კენჭისყრის შედეგების საჯაროობა.“;

) 29- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 29.  აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას, ვალდებულია ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. თვითშეფასების ანგარიში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.

3. თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენა არ არის სავალდებულო შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამისთვის:

ა) რომელსაც  მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია;

ბ) რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია 4 წლის ვადით;

გ) რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით და რომელზეც საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ამ დებულების 31-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა აკრედიტაციის პირობების შემოწმება;

დ) რომელსაც აკრედიტაცია მინიჭებული აქვს ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის მიერ;

ე) რომელსაც აკრედიტაცია მიენიჭა „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის №09/ნ ბრძანებით გათვალისწინებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების“ ძალაში შესვლამდე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების საფუძველზე;

ვ) რომელზეც ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის პერიოდში, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება სააკრედიტაციო განაცხადთან დაკავშირებით.

4. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით.

5. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების ანგარიშის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

6. თვითშეფასების ანგარიშის შესწავლის მიზნით, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და თვითშეფასების ანგარიშის შეფასების თაობაზე.

7. თვითშეფასების ანგარიშის შესწავლის მიზნით შექმნილ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალის წევრები, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სტუდენტი, დამსაქმებელი, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.

8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე, ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

9. თვითშეფასების ანგარიშის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ადგენს დასკვნის პროექტს.

10. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 და ამ მუხლის მე-18 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.

11. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.

15. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უგზავნის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

16. ამ მუხლით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშის შეფასების შედეგები ცენტრის მიერ გამოიყენება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განვითარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებზე დაფუძნებული განმავითარებელი და მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით.

17. ამ მუხლით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დებულების 31-ე მუხლის შესაბამისად აკრედიტაციის პირობების შემოწმებას.

18. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

რ) 30-ე მუხლის:

რ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის დასახელების, სწავლის შედეგ(ებ)ის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურის (ძირითადი სწავლის სფეროს კომპონენტების და მისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობის არანაკლებ 30%-ით ცვლილება - დამატება ან/და ამოღება, რაც არ ცვლის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებს ან/და კონცენტრაციის დამატება ან/და ამოღება) ცვლილების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს შეცვლილი საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების მიზეზი და მის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტი.

2. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლების ენის ან/და მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელების ცვლილება, აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება ან საგანმანათლებლო პროგრამის გაყოფა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ასევე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ადგილების - მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ცვლილება დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები განიხილება ახალ პროგრამად/პროგრამებად, რომლის განხორციელების უფლებაც დაწესებულებამ უნდა მოიპოვოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

რ.ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელების თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესული ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი რომელიმე დაწესებულების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას/შეჩერებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განიხილება ახალ პროგრამად, რომლის განხორციელების უფლებაც დაწესებულებამ უნდა მოიპოვოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

რ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების, ასევე ამავე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.“;

ს) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31.  აკრედიტაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით

1. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის გზით.

2. გეგმიური მონიტორინგი ხორციელდება საბჭოს შუამდგომლობით და/ან ცენტრის ინიციატივით.

3. გეგმიური მონიტორინგის გეგმის შედგენის მეთოდოლოგია, საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის კრიტერიუმები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. საგანმანათლებლო პროგრამების გეგმიური მონიტორინგის წლიური გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას.

5. არაგეგმიური მონიტორინგი ხორციელდება საბჭოს შუამდგომლობით, ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით  წარდგენილი საჩივრის საფუძველზე  და/ან ცენტრის ინიციატივით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული საჩივარი შესაძლოა ცენტრში წარმოდგენილი იქნეს იმ დაინტერესებული პირის (მოსწავლე, კანონიერი წარმომადგენელი, მასწავლებელი, სტუდენტი, აკადემიური, მოწვეული, სამეცნიერო ან ადმინისტრაციული პერსონალი და სხვა) მიერ, რომელიც მიიჩნევს, რომ ირღვევა ამ დებულებით განსაზღვრული სტანდარტები. ამასთან, საჩივრის ფორმა, საჩივრის შედგენისა და განხილვის მეთოდოლოგია მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, გეგმიური ან/და არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელებისას ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

8. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში გეგმიური ან/და არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელების შესახებ ვიზიტით ან/და დოკუმენტაციის შესწავლით, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრის შუამდგომლობის საფუძველზე საბჭო წყვეტს მონიტორინგის თაობაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.

9. გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის გზით აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი. ასევე, მონიტორინგის ფარგლებისა და შინაარსის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს – სტუდენტი, დამსაქმებელი, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენელი და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.

10. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.

11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში გეგმიური მონიტორინგის განხორციელების შესახებ ვიზიტით ან/და დოკუმენტაციის შესწავლით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულებას წარედგინება  ვიზიტის/შეფასების პროცესის დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე.

12. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელების შესახებ ვიზიტით ან/და დოკუმენტაციის შესწავლით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის/შეფასების პროცესის დაწყებისას, ან ვიზიტის/შეფასების პროცესის დაწყებამდე არანაკლებ  5 კალენდარული დღით ადრე.

13. აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების თვითაცილების ან/და აცილების საკითხები რეგულირდება ამ დებულების 24-ე მუხლის მე-4-მე-9 პუნქტების შესაბამისად. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცილების გამოყენების უფლება არ აბრკოლებს ვიზიტის განხორციელებას.

14. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

15. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 და 27​1 მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.

16. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

17. დაწესებულება დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში,  ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა  მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.

20. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

21.  აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ საბჭოს მიერ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

22. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

23. იმ შემთხვევაში თუკი ამ მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ დაწესებულების მიერ არცერთი რეკომენდაცია არ არის შესრულებული, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

24. იმ შემთხვევაში,  თუკი ამ მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ რეკომენდაციების ნაწილი დაწესებულების მიერ შესრულებულია და ამასთან არცერთი სტანდარტი არ ფასდება როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას დარჩენილი რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარმოსადგენად ან მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით მონიტორინგის განხორციელების თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარმოდგენისა და განხილვის წესი განისაზღვრება ამ დებულების 276 მუხლის მე-2-212 პუნქტების შესაბამისად.

25. იმ შემთხვევაში თუ, აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ დაწესებულების მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მონიტორინგთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

26. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ცენტრისათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, საბჭო განსაზღვრავს მონიტორინგის განხორციელების პერიოდს, მონიტორინგის განხორციელების ფორმას და მონიტორინგის ფარგლებს.

27. საბჭოს შესაბამისი  გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება აკრედიტაციის საბჭოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.“;

ტ) 31-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:

მუხლი 311. აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის წესი

1. საგანმანათლებლო დაწესებულება ან/და სააკრედიტაციო პროცესში მონაწილე სხვა დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ცენტრში აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას კონკრეტული გარემოების დადგომიდან ან პროცესის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს საჩივარი, თუკი, ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების ან/და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის/წევრების მიერ დაირღვევა ამ დებულებით, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით,  ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით“  ან/და ცენტრის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები.  

2. საჩივარი, რომელიც წარდგენილია აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის/წევრების მიმართ, განიხილება ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. საჩივარი, რომელიც წარდგენილია ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების მიმართ, განიხილება ცენტრის შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის ფორმა, საჩივრის შედგენისა და განხილვის მეთოდოლოგია მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

უ) 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გარდამავალ პერიოდში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტების ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია განხორციელდეს ნახევრად დისტანციურად, რაც გულისხმობს აკრედიტაციის ექსპერტების (გარდა საერთაშორისო ექსპერტის) მიერ დაწესებულების მატერიალური რესურსების, კლინიკური ბაზებისა და ლაბორატორიების შეფასებას ადგილზე ვიზიტის განხორციელებით. ამასთან, აღნიშნული ასევე გულისხმობს საერთაშორისო ექსპერტის მიერ დაწესებულების მატერიალური რესურსების, კლინიკური ბაზებისა და ლაბორატორიების დათვალიერებას დისტანციურად კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რაც ტექნიკურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს აკრედიტაციის მაძიებლის მიერ.“.

 

მუხლი 2
ამ ბრძანებით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრებისა და სააპელაციო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა გავრცელდეს 2022 წლიდან დანიშნულ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებზე და სააპელაციო საბჭოს წევრებზე.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი