დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 75 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/02/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022627 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ − „ვ“ ქვეპუნქტები და მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის: ა) მე-2 მუხლის 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „37. ელექტრონული ფოსტა help@des.gov.ge – ელექტრონული ფოსტა, რომელზეც ხე-ტყით მოსარგებლის ან სახერხი საამქროს მფლობელის მიერ შესაძლებელია, გაგზავნილ იქნეს შეტყობინება, შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ საქმიანობას.“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ელექტრონულ სისტემაში მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის შესაბამისი დოკუმენტის არასწორად ატვირთვის შემთხვევაში, ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, წარუდგინოს დეპარტამენტს იმ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი, რომლის ატვირთვის ვალდებულებაც გააჩნდა ან დასკანერებული სახით გადააგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე − help@des.gov.ge.“; ბ.ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. დოკუმენტის შევსებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, თუ სწორად შევსებული და ელექტრონულ სისტემაში ატვირთული შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემები არ შეესაბამება ელექტრონულ სისტემაში ასახულ მონაცემებს, ელექტრონულ სისტემაში მონაცემების ასახვიდან 96 საათის განმავლობაში, ხე-ტყით მოსარგებლის მიერ დეპარტამენტისათვის წერილობით ან/და ელექტრონულ ფოსტაზე − help@des.gov.ge წარდგენილი შეტყობინების შემდეგ მონაცემთა რედაქტირებას ახორციელებს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი. ამ შემთხვევაში, ხე-ტყით მოსარგებლეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სწორად შევსებული და ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტის მე-3, მე-4 (მე-4 რეკვიზიტის მე-4 გრაფის (მორის მოცულობა) გარდა), მე-9 რეკვიზიტებსა და ელექტრონულ სისტემაში ასახულ შესაბამის მონაცემებს შორის შეუსაბამობის გამოვლენის, ასევე მე-7 რეკვიზიტსა და ელექტრონულ სისტემაში ასახულ შესაბამის მონაცემებს შორის შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში (სტილისტური უზუსტობის გარდა), მოსარგებლეს დაეკისრება პასუხისმგებლობა.“; გ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყების შემდეგ მარკირებული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშის დაზიანებისას ან დაკარგვისას, ხე-ტყით მოსარგებლე ან ხე-ტყის მფლობელი ვალდებულია, შეწყვიტოს ხე-ტყის შემდგომი ტრანსპორტირება და აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს ცხელ ხაზზე (153) სატელეფონო შეტყობინების, ან ელექტრონული ფოსტის − help@des.gov.ge, ან წერილობითი განცხადების მეშვეობით. შეტყობინება/განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ოდენობისა და განთავსების ადგილის შესახებ; ბ) დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის მონაცემების თაობაზე.“; დ) მე-14 მუხლის: დ.ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, ასევე პარკებიდან, სკვერებიდან ან ბაღებიდან 50 მეტრის რადიუსში;“; დ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს; ე) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შენახვა სახერხი საამქროს ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას – ბუნკერში, ხოლო ნაგვერდულების, ასევე ფანერის (შპონის) წარმოების მიზნით წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე სიგრძის დარჩენილი კოტრების (მორის ჩამონაჭრების) განთავსება – სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.“; ვ) მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახერხი დანადგარის სიმძლავრე, რაოდენობა, თერმული დამუშავების, ფანერის (შპონის) წარმოების დანადგარის (მისი არსებობის შემთხვევაში) მონაცემები;“; ზ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, განახორციელოს მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის მიღების, წინასწარი დამუშავების (ფანერის (შპონის) წარმოების შემთხვევაში), გადამუშავების, გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის აღრიცხვის, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან/და პირველადი გადამუშავების პროდუქტის, ასევე გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების სახერხი საამქროდან გატანის პროცესების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში, რომელიც განთავსებულია ვებპორტალზე – https://emoe.gov.ge.“; თ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 78 – 710 პუნქტები: „78. ფანერის (შპონის) წარმოების მიზნით, მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარ დამუშავებისას სავალდებულოა, ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშიდან საკონტროლო ფირნიშის ამოღებისთანავე, განხორციელდეს წინასწარი დამუშავების დაწყების რეგისტრაცია ელექტრონულ ჟურნალში. აღნიშნულ შემთხვევაში, ელექტრონულ ჟურნალში აისახება მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავების შედეგად მისაღები მორების რაოდენობა. ასევე სავალდებულოა, წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული მორის (მორების) ერთ-ერთ გადანაჭრელზე საღებავით დაუყოვნებლივ გაკეთდეს წარწერა შემდეგი ფორმატით − წინასწარ დასამუშავებელი მორის შესაბამისი ფირნიშის ნომერი, წილადის აღმნიშვნელი ნიშანი და დამუშავების შედეგად მიღებული მორის რიგითი ნომერი (მაგალითად, 0000056615/1 და ა.შ.) − და მიმდინარე დღის 24:00 საათამდე ელექტრონულ ჟურნალში ასახოს მისი მონაცემები: წვრილი და მსხვილი თავის დიამეტრები (სმ), სიგრძე (მ), ასევე წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე სიგრძის დარჩენილი კოტრების (მორის ჩამონაჭრების) რაოდენობა. აღნიშნული მონაცემების შეტანისა და შენახვის შემდგომ მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავების რეგისტრაცია ითვლება დასრულებულად. ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებამდე, სავალდებულოა, მიმდინარე დღის განმავლობაში წინასწარ დამუშავებული მორებიდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) საკონტროლო ფირნიშები ინახებოდეს გადამუშავების ადგილზე და მოთხოვნისთანავე წარედგინოს დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს. 79. აკრძალულია წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული მორის სახერხი საამქროდან გატანა. 710. წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე სიგრძის დარჩენილი კოტრების (მორის ჩამონაჭრების) სახერხი საამქროდან გატანა დასაშვებია მხოლოდ მათი დაპობის/დაჩეხვის შემდგომ.“; ი) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტრონული ჟურნალის მწარმოებელი პირი უფლებამოსილია, ცხელ ხაზზე (153) სატელეფონო შეტყობინების ან ელექტრონულ ფოსტაზე − help@des.gov.ge შეატყობინოს დეპარტამენტს ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას დაშვებული შეცდომის თაობაზე. ამასთან, შეტყობინებაში უნდა მიეთითოს სახერხი საამქროს დასახელება ან რეგისტრაციის ნომერი და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები, შეცდომის არსი და სწორი მონაცემი. აღნიშნულ შემთხვევაში, სახერხი საამქროს მფლობელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მის მიერ განხორციელდა შეტყობინება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების ელექტრონული რეგისტრაციიდან 12 საათის განმავლობაში და შეცდომა დაშვებულია რეგისტრირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მონაცემების (ფირნიშის ნომერი, სახეობა (ჯიში), მორის წვრილი და მსხვილი თავის დიამეტრების სიგრძე) აღრიცხვისას.“; კ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, ყოველთვიური ანგარიშგების მიზნით, ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის მიხედვით, წარუდგინოს ყოველი თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული ან ფანერის (შპონის) წარმოების მიზნით მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარ დამუშავებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) საკონტროლო ფირნიშები. სახერხი საამქროს მფლობელი უფლებამოსილია, ასევე განახორციელოს მიმდინარე თვეში გადამუშავებული მორების შესაბამისი ფირნიშების წარდგენა.“; ლ) 21-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის განხილვის პროცესში (განაცხადის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო დეპარტამენტის მიერ განაცხადის განხილვის დასრულებამდე სახერხი საამქრო უფლებამოსილია, გააგრძელოს ფუნქციონირება) დეპარტამენტი დაადგენს, რომ სახერხი საამქრო ვერ აკმაყოფილებს „მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, სახერხი საამქროს რეგისტრაცია უქმდება არა უადრეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისა.“; მ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. სახერხი საამქროს მფლობელი მეწარმე სუბიექტი, რომელიც აწარმოებს ფანერას (შპონს) და გააჩნია ფანერის (შპონის) წარმოების დანადგარი, ვალდებულია: ა) 2021 წლის 10 მარტამდე ელექტრონულ ჟურნალში (შესაბამის მოდულში) ასახოს ამ დროისთვის სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არსებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე სიგრძის დარჩენილი კოტრების (მორის ჩამონაჭრების) საერთო ოდენობა; ბ) 2021 წლის 10 მარტიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარჩენილი კოტრების (მორის ჩამონაჭრების) აღრიცხვა განახორციელოს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“; ნ) დანართ №15-ის: ნ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, ვიდეოკამერები სახერხი საამქროს ტერიტორიაზე და ნაგებობაში განათავსოს იმგვარად, რომ ნათლად (მკაფიოდ) და მუდმივად (უწყვეტად) ხორციელდებოდეს ვიდეოკონტროლი: ა) სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის მიღებაზე ან/და გატანაზე, მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილებზე; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების სრულ ციკლზე (მათ შორის, გადამუშავების შედეგად მიღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე), ასევე ფანერის (შპონის) წარმოების მიზნით მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავების პროცესზე; გ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების ადგილზე; დ) ფანერის (შპონის) წარმოების მიზნით მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე სიგრძის დარჩენილი კოტრების (მორის ჩამონაჭრების) განთავსების ადგილზე.“; ნ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აკრძალულია ვიდეოგადაღების გარეშე სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება ან/და გატანა, წინასწარი დამუშავება, გადამუშავება, ასევე ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის განთავსება ან/და გატანა.“. |
მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 15 მარტიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები