ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ

ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017446
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
41
26/02/2021
ვებგვერდი, 01/03/2021
040170310.22.033.017446
ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/03/2021 - 18/02/2022)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №41

2021 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესი“ თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი




 

ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის შემთხვევაში სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანის და ანგარიშიდან თანხის გატანის წესს.

2. წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და ანგარიშიდან თანხის გატანა სავალდებულოა ლატარიის ორგანიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის, რომლებიც საქმიანობას სისტემურ-ელექტრონული ფორმით ახორციელებენ.

3. ლატარიის ორგანიზატორი და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი ვალდებულია, სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და ანგარიშიდან თანხის გატანა განახორციელოს მხოლოდ ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ამ წესის დარღვევა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას, ხოლო ლატარიის ორგანიზატორის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოპერატორი – „ლატარიების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობი;

ბ) მოთამაშე – პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით;

გ) სათამაშო ანგარიში  სათამაშო პლატფორმაზე შექმნილი ანგარიში, სადაც ხდება თანხების განთავსება, ფსონების დადება და თანხების გამოტანა მოთამაშის მიერ.

 

მუხლი 3. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა

სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებით:

ა) ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი და მის მიერ გამოშვებული პროდუქტი;

ბ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო და ლატარიის სერვისცენტრში არსებული სალარო;

გ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე განთავსებული სალარო;

დ) მომსახურების გადახდის აპარატი;

 ე) ელექტრონული საფულე (24 საათის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარისა). ამასთან, 24 საათის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ან/და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, გაერთიანებულ სამეფოში ან/და ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების ელექტრონულ საფულეებზე.

 

მუხლი 4. ოპერატორის ვალდებულებები

ოპერატორი ვალდებულია:

 ა) სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა შესაძლებელი გახადოს, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ შესაბამისად ვერიფიცირებული მოთამაშეებისთვის;

ბ) ვერიფიკაციის დასრულებამდე არ მიიღოს ან/და არ გასცეს თანხა მოთამაშის ანგარიშიდან;

გ) არ დაუშვას მოთამაშეებს შორის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის გვერდის ავლით;

დ) უზრუნველყოს მოთამაშეების მიერ სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანის ოპერაციების მის სისტემაში სრულად აღრიცხვა, სისტემატიზება და შენახვა იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათ შესახებ ინფორმაციის გონივრულ ვადაში მოძიება და ამოღება;

ე) სრულფასოვანი შემოწმების მიზნით, მის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით, უზრუნველყოს სანებართვო პირობების შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის წვდომა მის შიდა სისტემაზე;

ვ) ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით ანგარიშიდან თანხის გატანის შემთხვევაში, მხოლოდ სათამაშო ანგარიშის მფლობელ მოთამაშეზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე (რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) უზრუნველყოს თანხის გაცემა. ამ მიზნით, მოსთხოვოს მოთამაშეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოთამაშის ფოტოსურათს ან გადაამოწმოს მოთამაშე სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და შეინახოს დოკუმენტის ასლი/ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით;

ზ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეიმუშაოს საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის პროპორციულ რისკზე დაფუძნებული მიდგომა და უზრუნველყოს თითოეულ ასეთ შემთხვევაში მოთამაშის ვერიფიკაცია.