„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 245-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.020239
245-IVმს-Xმპ
02/03/2021
ვებგვერდი, 12/03/2021
360000000.05.001.020239
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „პრიორიტეტულობის პრინციპი“ – ქმედება, რომელმაც შეიძლება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს, შესაძლებელია შეიცვალოს სხვა, ნაკლებად რისკიანი, თუნდაც უფრო ძვირად ღირებული ქმედებით. უფრო ძვირად ღირებულ ქმედებას პრიორიტეტი ენიჭება, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლები ღირებულების ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ხარჯებს;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“ − საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი;“.

2. მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მიიღოს ანაზღაურება საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობით მისთვის მიყენებული ზიანისთვის;“.

3. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადების გადახდა საქმიანობის სუბიექტს არ ათავისუფლებს  გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.“.

4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა

1. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა.

2. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიშ საქმიანობებს და გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობების გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სამართლებრივ რეჟიმს ადგენს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.“.

5. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ობიექტის პრივატიზებამდე განხორციელებული საქმიანობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება პრივატიზებული ობიექტის ყოველ ახალ მესაკუთრეს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

6. 57-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში რეგულირების ობიექტი საქმიანობას საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტის (აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გარეშე ახორციელებს, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობა გარემოს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის და მისი აღმოფხვრა სავალდებულოა, თუმცა ამის დაუყოვნებლივ განხორციელება შეუძლებელია, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების სრულ აღმოფხვრამდე რეგულირების ობიექტისთვის შესაბამისი ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნივთი). რეგულირების ობიექტისთვის ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება ადმინისტრაციული მიწერილობის სახით და იგი წარედგინება რეგულირების ობიექტს. მისი შესრულება სავალდებულოა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მიწერილობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საქმიანობის შედეგად გარემოსთვის შექმნილი მნიშვნელოვანი საფრთხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები დგინდება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

7. 571 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდარღვევის ჩამდენს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურების ვალდებულებისგან.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 ივნისამდე დაადგინოს საქმიანობის შედეგად გარემოსთვის შექმნილი მნიშვნელოვანი საფრთხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან;

ბ) პირველი−მე-5 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 მარტი 2021 წ.

N245-IVმს-Xმპ