„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 23/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017995
14/ნ
23/02/2021
ვებგვერდი, 24/02/2021
430060000.22.022.017995
„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №14/ნ

2021 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.017723) და ბრძანების:

ა) პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  დიპლომის ფორმის“ (დანართი №1):

ა.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდებები;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“.“;

ა.ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი და ასახოს შემდეგი მონაცემები: დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება.“;

ბ) 21 მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის ფორმის“ (დანართი №3):

ბ.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდებები;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“.“;

ბ.ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ატვირთოს სერტიფიკატის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე, ასახოს შემდეგი მონაცემები: სერტიფიკატის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს შესაბამისი ცვლილება.“;

გ) 23 მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის ფორმის“ (დანართი №5):

გ.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდებები;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“.“;

გ.ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ატვირთოს სერტიფიკატის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე, ასახოს შემდეგი მონაცემები: სერტიფიკატის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს შესაბამისი ცვლილება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი