„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 200000000.10.003.022619
67
17/02/2021
ვებგვერდი, 18/02/2021
200000000.10.003.022619
„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №67

2021 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2020, 200000000.10.003.022337) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ:

1. 1 დანართში („საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი“):

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი  ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი არ მიენიჭება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვირტუალური ზონის პირს.“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისანიჭებლად, ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის პირველი მუხლის „ა“ − „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დადგენის მიზნებისთვის, გამოცდილებაში ჩაითვლება ასევე ამავე მუხლის ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა იმ პირ(ებ)ისთვის, რომლის/რომელთა საქმიანობის ან მართვის ადგილი საქართველოშია.“.

2. №2 დანართში („საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეები“) პირველი მუხლის:

ა) „პ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ.ა) გემის გაქირავება ეკიპაჟით ან უეკიპაჟოდ;“;

ბ) „პ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ.ბ) რეისის დაგეგმვა ან/და ანალიზი, გემთმფლობელსა და ტვირთმფლობელს (დამფრახტველს) შორის ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებასთან დაკავშირებული გემების საბროკერო-საშუამავლო საქმიანობა;“;

გ) „პ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ.ზ) გემის ტექნიკური ზედამხედველობის მიზნით, საკლასიფიკაციო საზოგადოების საქმიანობა;“;

დ) „პ.ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ.ზ1“ ქვეპუნქტი:

„პ.ზ1) გემების ტექნიკური ნაწილებით ან/და საკვები პროდუქტებით მომარაგება;“;

ე) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის „ა“ − „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება გაუწიოს მხოლოდ იმ პირ(ებ)ს, რომლის/რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, ამავე მუხლის ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია