მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016446
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
06
09/02/2021
ვებგვერდი, 11/02/2021
010260020.35.159.016446
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/02/2021 - 19/02/2021)

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №06

2021 წლის 9 თებერვალი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 15 მარტიდან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე



დანართი 1

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ურბანულ განვითარებასა და ხელშეწყობას, სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარებას და ორგანიზების პროცესის კოორდინაციას, გეგმარებითი და ტექნიკური დავალებების მომზადებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგეგნილი წესით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენას/შეთანხმებას და შესაბამისი ვიზების ოფიციალური გაფორმების გრიფირებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარების განხორციელების პროცესის ხელშეწყობას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობას, სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის – ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარების მიმართულებების/უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის/განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური /ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობას /მონაწილეობას.

2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73.

3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.

 

თავი II. სამსახურის საქმიანობა

მუხლი  2. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივი ზონირება, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება, დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება;

გ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება;

დ) გეგმარებითი დავალებების მომზადება;

ე) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამშენებლო/ინფრასტრუქტურული ობიექტების/პროექტების მშენებლობა-განვითარების პროცესის დაგეგმარება და განხორციელების პროცესის ხელშეწყობა;

ვ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების და მშენებლობის ნებართვების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება;

თ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში – მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის პროცესის დაგეგმარება, შენახვის და მოვლა-პატრონობის პროცესის ხელშეწყობა;

ი) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

კ) დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა და თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების პროცესის ხელშეწყობა;

ლ) ღონისძიებების დაგეგმვა წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;

მ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადება, დამტკიცებული პროგრამის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა;

ნ) ოფიციალური დადგეგნილი წესით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შეთანხმება ვიზის გაფორმებით;

ო) წინადადებების მომზადება თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის/გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე – ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურთან ურთიერთკოორდინაციით;

პ) ინფრასტრუქტურული მიმართულებით მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების პროექტების შედგენა, შესაბამისი საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენის და ოფიციალური წესით დამტკიცების უზრუნველყოფის ჩათვლით, და ამ კუთხით შესაბამისი წინადადებების შემუშავება/წარდგენა;

ჟ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიების და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების/კონცეფციების პროექტების შედგენა – ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურთან ურთიერთკოორდინაციით;

რ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ინფრასტრუქტურული/კაპიტალური პროგრამული ნაწილის დაგეგმარებაში მონაწილეობა – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთიერთკოორდინაციით და ამ კუთხით შესაბამისი წინადადებების შემუშავება წარდგენა;

ს) სახელმწიფო და მუნიციპალური სახსრებით ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული/კაპიტალური პროგრამული ნაწილის დაგეგმარებაში/ფორმირებაში მონაწილეობა – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ურთიერთკოორდინაციით და ამ კუთხით შესაბამისი წინადადებების შემუშავება/წარდგენა;

ტ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში – შესაბამისი ტექნიკური დავალებების მომზადება;

უ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში – საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დეფექტური, შედარების, მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების შედგენა, შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და გაწეული საპროექტო მომსახურების შუალედური/საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმება, მათი სისწორის დადასტურება შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით და მათი ოფიციალური წესით გაფორმების უზრუნველყოფა/მიღება/მათი განხორციელების პროცესის კოორდინაცია;

ფ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის – ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარების მიმართულებების/ უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის/განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური/ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობა/მონაწილეობა – სტატისტიკის, ანალიტიკისა და აუდიტორული მომსახურების სამსახურთან ურთიერთკოორდინაციით;

ქ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე სისტემის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების შექმნასთან, რეაბილიტაციასთან და განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების და პროგრამების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ღ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების პროცესში ჩართულობა – ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურთან ურთიერთკოორდინაციით;

ყ) წყალმომარაგების (მათ შორის, საჭიროებისამებრ ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების სისტემებით უზრუნველყოფისათვის საჭირო წინადადებების და პროგრამების პროექტების მომზადება;

შ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების პროექტების მომზადების პროცესის ორგანიზება;

ჩ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ურბანული განვითრების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

ც) საქმისწარმოების უზრუნველყოფა მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

ძ) მუნიციპალური სამშენებლო დაკვეთებისათვის საჭირო სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

წ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

თავი III. სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის სტრუქტურაში, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით, შედის:

ა) ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილება;

ბ) ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარების განყოფილება.

მუხლი 4. ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილება

ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ე) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის – ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის მიმართულებების/უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური/ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობას/მონაწილეობას – სტატისტიკის, ანალიტიკისა და აუდიტორული მომსახურების სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ურთიერთკოორდინაციით;

ვ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

ზ) წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის/გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე – ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ურთიერთკოორდინაციით;

თ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას;

ი) თვითმმართველი ერთეულის ურბანული განვითარების და სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრას, სივრცით-ტერიტორიულ და მიწათსარგებლობის დაგეგმვას, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებას;

კ) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირებას, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზს, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებას;

ლ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროექტების მომზადებას;

მ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში – მშენებლობა დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას;

ნ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ორგანიზებას და სათანადო დოკუმენტის მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას და შეთანხმების ორგანიზებას, მშენებლობაზე ნებართვების მომზადებას, მშენებლობა დასრულებული ობიექტების ვარგისად აღიარების დოკუმენტაციის მომზადებას;

ო) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული წინადადებების და შესაბამისი პროექტების მომზადებას;

პ) მუნიციპალური სამშენებლო დაკვეთებისათვის საჭირო სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების  დოკუმენტაციის მომზადებისა და მათი განხორციელების კოორდინაციის პროცესში ჩართულობას – ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარების განყოფილებასთან ურთიერთკოორდინაციით;

ჟ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის ფარგლებში საჭიროებისამებრ ჩართულობა და მონაწილეობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, დეფექტური, შედარების, მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების შედგენის, შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და გაწეული საპროექტო მომსახურების შუალედური/საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმების, მათი სისწორის დადასტურების შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით და მათი ოფიციალური წესით გაფორმების უზრუნველყოფის/მიღების/მათი განხორციელების პროცესის კოორდინაციის საერთო პროცესში;

რ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 5. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარების განყოფილება

ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციის პროცესის ხელშეწყობას, შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთების და ექსპლუატაციის პროცესის ორგანიზების დაგეგმარებას და ხელშეწყობას;

ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე;

დ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადებას, დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაციის პროცესის ხელშეწყობას;

ე) ინფრასტრუქტურული მშენებლობების ორგანიზების განხორციელების პროცესის დაგეგმარებას და ხელშეწყობას;

ვ) ინფრასტრუქტურული მიმართულებით მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების პროექტების შედგენას და მათი განხორციელების პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენის და ოფიციალური წესით დამტკიცების უზრუნველყოფის ჩათვლით, და ამ კუთხით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას/წარდგენას;

ზ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიების და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების/კონცეფციების პროექტების შედგენას – ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ურთიერთკოორდინაციით;

თ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ინფრასტრუქტურული/კაპიტალური პროგრამული ნაწილის დაგეგმარებაში მონაწილეობას – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ურთიერთკოორდინაციით და ამ კუთხით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას/წარდგენას;

ი) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში -ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, ხელშეკრულების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების საჯარიმო სანქციის პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებების დადასკვნების შედგენას;

კ) სახელმწიფო და მუნიციპალური სახსრებით ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული/კაპიტალური პროგრამული ნაწილის დაგეგმარებაში/ფორმირებაში მონაწილეობას – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესაბამისი განყოფილებასთან ურთიერთკოორდინაციით და ამ კუთხით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას/წარდგენას;

ლ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

მ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში – შესაბამისი ტექნიკური დავალებების მომზადებას;

ნ) მშენებლობებთან დაკავშირებული მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების პროცესის ხელშეწყობას;

ო) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების მომზადებას, დამტკიცებული პროექტების განხორციელების პროცესის ხელშეწყობას;

პ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული ახალი მშენებლობების დაგეგმარებას, ორგანიზებისა და მართვის პროცესის ხელშეწყობას;

ჟ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში – საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, დეფექტური, შედარების, მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების შედგენას, შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და გაწეული საპროექტო მომსახურების შუალედური/საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას, მათი სისწორის დადასტურებას შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით და მათი ოფიციალური წესით გაფორმებას/მიღებას/ მათი განხორციელების პროცესის კოორდინაციას;

რ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის – ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარების მიმართულებების/უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის/განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური/ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობას/მონაწილეობას – სტატისტიკის, ანალიტიკისა და აუდიტორული მომსახურების სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ურთიერთკოორდინაციით;

ს) მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში – მშენებლობა დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას;

ტ) მუნიციპალური სამშენებლო დაკვეთებისათვის საჭირო სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების  დოკუმენტაციის მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

უ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

თავი IV. სამსახურის მართვა

მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.

მუხლი 7. განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.

3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.

 

თავი V. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 8.  სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.