ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.022611
58
08/02/2021
ვებგვერდი, 09/02/2021
240110000.10.003.022611
ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №58

2021 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესი“.

 

მუხლი 2
ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს ვარგისიანობის  ვადის  გასვლამდე.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია




ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესი

თავი I

მიზანი და რეგულირების სფერო

მუხლი 1. მიზანი

„ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია:

ა) ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებისა და გამოყენების პირობების რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, ცხოველის საკვების უვნებლობისა და შესაბამისად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად;

ბ) გამომყენებლებისა და მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და შიდა ბაზრის ეფექტური ფუნქციონირების გაძლიერება.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

1.  ეს წესი ადგენს სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების ცხოველების საკვების ბაზარზე განთავსებისა და გამოყენების წესებს, მათ შორის, ეტიკეტირებასთან, შეფუთვასთან და წარდგენასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და გამოიყენება ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებთან ერთად.

2.  ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება წყალზე, რომელსაც პირდაპირ მოიხმარს ცხოველი ან რომელიც მიზანმიმართულად შეაქვთ ცხოველის საკვებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცხოველის საკვები განკუთვნილია წყალში გასახსნელად.

3.  ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ცხოველის საკვები – ნებისმიერი სუბსტანცია ან პროდუქტი, მათ შორის, დანამატები, გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი, რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალური კვებისათვის;

ბ) ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა, მოგებით თუ მოგების გარეშე, კერძო ან საჯარო, რომელიც დაკავშირებულია ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების ან დისტრიბუციის ნებისმიერ ოპერაციასთან, მათ შორის, ცხოველის საკვების ნებისმიერი მწარმოებელი, გადამამუშავებელი ან შემნახველი, რომელიც თავის სადგომში კვებავს ცხოველებს;

გ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ ცხოველის საკვების რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის,, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება;

დ) ცხოველის საკვები დანამატები (feed additive) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხოველთა კვებაში გამოსაყენებლად დაშვებული ნივთიერებები ან მიკროორგანიზმები;

ე) პრემიქსი – ცხოველის საკვების დანამატების ნარევი ან ერთი ან მეტი ცხოველის საკვების დანამატი ცხოველის საკვების მასალასთან ან წყალთან, როგორც გადამტანთან, რომელიც არ არის გამიზნული ცხოველის პირდაპირი კვებისათვის;

ვ) დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი – ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც უშუალოდ ცხოველის საკვებად არ მოიხმარება, მაგრამ გამიზნულია ცხოველის საკვების პროდუქტების გადამუშავების, ცხოველის საკვების მასალის გადამუშავებისას ან დამუშავებისას განსაზღვრული ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად ან რომლის ნარჩენი (ნაშთი) რაოდენობა ან წარმოებულები შესაძლებელია საბოლოო პროდუქტში აღმოჩნდეს არაწინასწარგანსაზღვრული, მაგრამ ტექნიკურად გარდაუვალი რაოდენობით, იმ პირობით, რომ არ წარმოქმნის ცხოველის, ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოზე რისკს და მზა პროდუქტზე არ ახდენს არანაირ ტექნოლოგიურ ზეგავლენას;

ზ) დღიური რაციონი – ცხოველის საკვების საერთო საშუალო რაოდენობა გამოთვლილი 12%-იანი სინესტის შემცველობის მიხედვით, რომელიც საჭიროა ყოველდღიურად მოცემული სახეობის, ასაკის კატეგორიის და გამოსავლიანობის/პროდუქტიულობის ცხოველისთვის, მისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად;

თ) საწარმო – ცხოველის საკვების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ერთეული;

ი) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია უზრუნველყოს მის კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

კ) ცხოველის ორალური კვება –  პირის ღრუდან ცხოველის საკვების მოხვედრა ცხოველის გასტროინტესტინალურ ტრაქტში, მისი კვებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილების და/ან ჯანმრთელი ცხოველის პროდუქტიულობის შენარჩუნების მიზნით;

ლ) სურსათო დანიშნულების ცხოველი – ნებისმიერი ცხოველი, რომლის გამოკვება, გამრავლება ან შენახვა ხდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის წარმოებისათვის, მათ შორის, ცხოველები, რომლებიც არ გამოიყენება ადამიანისათვის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, მაგრამ მიეკუთვნებიან იმ ჯიშს, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის გამოიყენება ქვეყანაში;

 მ) არასასურსათო დანიშნულების ცხოველი – ნებისმიერი ცხოველი, რომლის გამოკვება, გამრავლება ან შენახვა ხდება, მაგრამ არ გამოიყენება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, როგორიცაა: საბეწვე ცხოველები, შინაური ბინადარი ცხოველები და ლაბორატორიაში, ზოოპარკში ან ცირკში არსებული ცხოველები;

ნ) საბეწვე ცხოველი – არასასურსათო დანიშნულების ნებისმიერი ცხოველი, რომლის გამოკვება, გამრავლება ან შენახვა ხდება ბეწვის საწარმოებლად და რომელიც არ გამოიყენება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

ო) შინაური ბინადარი ცხოველი – არასასურსათო დანიშნულების ნებისმიერი ცხოველი, რომელიც განეკუთვნება გამოსაკვებად, გასამრავლებად ან შესანახად განსაზღვრულ ჯიშებს, მაგრამ ჩვეულებრივ არ გამოიყენება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ქვეყანაში;

პ) ცხოველის საკვების მასალა – მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი, ახალი ან დაკონსერვებული და საწარმოო გადამუშავებიდან მიღებული პროდუქტი, ორგანული ან არაორგანული სუბსტანციები ( მასში ცხოველის საკვები დანამატების შემცველობის მიუხედავად), რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალურ კვებაში გამოსაყენებლად, რათა დაკმაყოფილდეს ცხოველის ბუნებრივი მოთხოვნილება უშალოდ ასეთი საკვებით, ან მათი გადამუშავების შემდეგ ან კომბინირებული საკვების მომზადებით ან პრემიქსების გადამტანით;

ჟ) ცხოველის კომბინირებული საკვები – ცხოველის საკვების მასალის არანაკლებ ორი შენარევი (მიუხედავად მასში ცხოველის საკვები დანამატების შემცველობისა), რომელიც გამოიყენება ცხოველის ორალურ კვებაში სრულყოფილი (დაბალანსებული) ან დამატებითი საკვების სახით;

რ) სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები – (complete feed) - ცხოველის კომბინირებული საკვები, რომელიც თავისი შემადგენლობით აკმაყოფილებს ცხოველის დღიურ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას;

ს) დამატებითი საკვები – (complementary feed)- ცხოველის კომბინირებული საკვები, რომელსაც გარკვეული ნივთიერებების მაღალი შემცველობა აქვს, მაგრამ მისი შემადგენლობის გამო დღიური რაციონისათვის საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება სხვა საკვებთან ერთად;

ტ) მინერალური საკვები – დამატებითი საკვები, რომელიც შეიცავს არანაკლებ 40% ნედლ ნაცარს;

უ) რძის შემცვლელი – ცხოველის კომბინირებული საკვები, რომელიც გამოიყენება მშრალი ფორმით ან განსაზღვრული რაოდენობის სითხეში გახსნის შემდეგ, ახალგაზრდა ცხოველთა საკვებად, როგორც პოსტ-კოლოსტრალური რძის დანამატად ან შემცვლელად, ან გამოიყენება ისეთი ახალგაზრდა ცხოველების საკვებად, როგორიცაა დასაკლავად განკუთვნილი ხბო, ბატკანი ან თიკანი;

ფ) გადამტანი – სუბსტანცია, რომელიც გამოიყენება საკვები დანამატის გასახსნელად, გასაზავებლად, დისპენსირებისთვის ან სხვა სახის ფიზიკური მოდიფიცირებისათვის, რათა ხელი შეუწყოს მის დამუშავებას, მოხმარებას ან გამოყენებას ტექნოლოგიური ფუნქციის შეცვლისა და ტექნოლოგიურ ეფექტზე რაიმე ზეგავლენის მოხდენის გარეშე;

ქ) განსაკუთრებული კვებითი დანიშნულება – იმ ცხოველთა სპეფიციკური კვებითი საჭიროებების შესაბამისობა, რომელთა ასიმილაციის, შეწოვის ან მეტაბოლიზმის პროცესი არის ან შეიძლება იყოს დროებით ან შეუქცევადად დაზიანებული და რომელთათვისაც სასარგებლო იქნება მათი მდგომარეობისათვის შესაფერისი საკვების მიღება (პერორალურად);

ღ) განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვები – საკვები, რომელიც შეიძლება შეესაბამებოდეს განსაკუთრებულ კვებით დანიშნულებასთან დაკავშირებულ მიზნებს მისი განსაკუთრებული შემადგენლობის ან წარმოების მეთოდის გამო და მკვეთრად განსხვავდება ნორმალური (ჩვეულებრივი) გამოყენებისათვის განკუთვნილი ცხოველის საკვებისაგან. განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების საკვები არ მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ცხოველის სამკურნალო პროდუქტებს;

ყ) დაბინძურებული მასალა – ცხოველის საკვები, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დაშვებულ ზღვარზე (ნორმაზე) მეტ არასასურველ სუბსტანციებს;

შ) შენახვის მინიმალური ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც (შენახვის შესაბამის პირობებში) ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი პირი გარანტიას იძლევა, რომ ცხოველის საკვები შეინარჩუნებს მის თვისებებს; შეიძლება მითითებულ იქნეს ცხოველის საკვების, როგორც მთლიანის, მხოლოდ ერთი შენახვის მინიმალური ვადა და ამგვარი ვადა განისაზღვრება მისი თითოეული კომპონენტის შენახვის მინიმალური ვადის საფუძველზე;

ჩ) პარტია ან ლოტი – ცხოველის საკვების განსაზღვრული რაოდენობა, რომელსაც შემდეგი საერთო მახასიათებლები აქვს: წარმოშობა, ნაირსახეობა, შეფუთვის სახე, შემფუთავი, გამომგზავნი ან ეტიკეტირება და წარმოების პროცესის შემთხვევაში - ერთიანი საწარმოო პარამეტრებით დამზადებული, ერთი საამქროში წარმოებული ერთეული ან ამგვარი ერთეულები, თუ ისინი იწარმოება უწყვეტად და ინახება ერთად;

ც) ეტიკეტირება – ნებისმერი სიტყვის, მონაცემის, სავაჭრო ნიშნის, საფირმო დასახელების, ბრენდის დასახელების, ილუსტრირებული (პიქტოგრამა) ელემენტის ან სიმბოლოს მინიჭება ცხოველის საკვებისათვის და აღნიშნული ინფორმაციის ამგვარ ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ისეთ საშუალებაზე განთავსებით, როგორიცაა: შეფუთვა, კონტეინერი, შეტყობინება, ეტიკეტი, დოკუმენტი, რგოლი ან ინტერნეტი (მათ შორის, სარეკლამო მიზნებისათვის);

ძ) ეტიკეტი – ნებისმიერი იარლიყი, ბრენდი, ნიშანი, ილუსტრირებული (პიქტოგრამა) ან სხვა აღწერილობითი ელემენტი, რომელიც წერილობითი, ნაბეჭდი, ნახატი ან ამოტვიფრული ფორმით წარმოდგენილია ცხოველის საკვების შეფუთვაზე ან კონტეინერზე;

წ) წარდგენა – ფორმა, გარეგნული იერსახე ან შფუთვა და ცხოველის საკვებისთვის გამოყენებული შესაფუთი მასალა, რითაც შემდგომში ხდება პროდუქტის ბაზარზე განთავსება და გარემო ან გაფორმება, რომლითაც ინფომაციაა ნაჩვენები.

2. ამ წესის მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

თავი II

ზოგადი მოთხოვნები

მუხლი 4. უვნელობასთან და მარკეტინგთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ცხოველის საკვები შეიძლება განთავსდეს ბაზარზე და გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის:

ა) უვნებელია;

ბ) პირდაპირ უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს გარემოზე ან ცხოველთა კეთილდღეობაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, ბიზნესოპერატორმა, რომელიც ბაზარზე განათავსებს ცხოველის საკვებს, უნდა უზრუნველყოს, რომ ცხოველის საკვები იყოს:

ა) საღი, ნამდვილი, არაფალსიფიცირებული, მისი დანიშნულებისათვის შესაფერისი და კომერციული ხარისხის;

ბ) ეტიკეტირებული, შეფუთული და წარდგენილი ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი მოთხოვნების თანახმად.

3. ცხოველის საკვები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართ №1-ში „ტექნიკური მოთხოვნები ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მინარევების, რძის შემცვლელის, შემკვრელი ან დენატურირებისათვის განკუთვნილი ცხოველის საკვების მასალების, ნაცრიანობის და სინესტე შემცველობის შესახებ“ განსაზღვრული მინარევებისა და სხვა ქიმიური დეტერმინანტების შესახებ ტექნიკურ მოთხოვნებს.

4. არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 101 მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 5. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა შეასრულოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-17 მუხლის და 181 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით და „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ (შემდგომში – „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვებთან დაკავშირებით.

2. ცხოველის საკვების ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული ცხოველის საკვების შემადგენლობის ან გაცხადებული მახასიათებლების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის დადასტურდეს ეტიკეტირებით მოცემული ინფორმაციის სიზუსტე, მათ შორის, კომბინირებულ საკვებში გამოყენებული ცხოველის საკვების მასალის ზუსტი პროცენტული მაჩვენებლები (წონის მიხედვით).

3. ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან გარემოსთან დაკავშირებული ნებისმიერი უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია მიაწოდოს მყიდველს ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება მისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, მწარმოებელთა და მყიდველთა შესაბამისი ლეგიტიმური ინტერესების დაბალანსების შემდეგ, ის გადაწყვეტს, რომ ამგვარი ინფორმაციის მიწოდება გამართლებულია. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია გასცეს ინფორმაცია მყიდველის მიერ კონფიდენციალობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საფუძველზე.

მუხლი 6. შეზღუდვა და აკრძალვა

ცხოველის საკვები არ უნდა შეიცავდეს ან შედგებოდეს ამ წესის დანართ №3-ით „იმ მასალების ნუსხა, რომელთა ბაზარზე განთავსება ან ცხოველთა საკვებად გამოყენება შეზღუდული ან აკრძალულია ამ წესის მე-6 მუხლით“ განსაზღვრული ისეთი მასალებისგან, რომლთა ბაზარზე განთავსება ან გამოყენება კვებითი დანიშნულებისათვის შეზღუდული ან აკრძალულია.

თავი III

ცხოველის სპეციფიკური ტიპის საკვების ბაზარზე განთავსება

მუხლი 7. ცხოველის საკვების ტიპების მახასიათებლები

ცხოველის საკვების მასალას, ცხოველის საკვების დანამატს, ბიოციდურ პროდუქტსა და ვეტერინარულ პრეპარატს შორის სხვაობის დადგენისათვის გამოიყენება „ცხოველის საკვების მასალას, ცხოველის საკვების დანამატს, ბიოციდურ პროდუქტსა და ვეტერინარულ პრეპარატს შორის სხვაობის დადგენის შესახებ სახელმძღვანელო მითითებები“.

მუხლი 8. ცხოველის საკვები დანამატების შემადგენლობა

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ცხოველის საკვები დანამატების, საკვების მასალების და დამატებითი საკვების შემადგენლობაში შემავალი საკვების დანამატების რაოდენობა 100-ჯერ მეტად არ უნდა აღემატებოდეს ცხოველის სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვების შესაბამის დადგენილ მაქსიმალურ შემცველობას ან 5-ჯერ მეტად - კოკციდიოსტატებისა და ჰისტომონოსტატების შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველის სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვების შემცველობის შესაბამისი დადგენილი მაქსიმალური ნორმა შეიძლება გადაჭარბებულ იქნეს 100-ჯერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პროდუქტის შემადგენლობა ასრულებს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ განსაკუთრებულ კვებით დანიშნულებას. ცხოველის ამ საკვების მწარმოებლის კონტროლქვემდებარე საწარმო, რომელიც იყენებს ,,ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცხოველის საკვების დანამატებს, ექვემდებარება აღიარებას ამავე წესის მე-8 მუხლის ,, ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 9. განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მარკეტინგი

განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვები შეიძლება განთავსდეს ბაზარზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიზნობრივი გამოყენება შეტანილია ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მიზნობრივი გამოყენების ნუსხაში და, თუ ის აკმაყოფილებს ამ ნუსხაში წარმოდგენილ შესაბამის ძირითად კვებით მახასიათებლებს.

მუხლი 10. განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხა

მიზნობრივი გამოყენების ნუსხა განსაზღვრულია „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხით“.

თავი IV

ეტიკეტირება, წარდგენა და შეფუთვა

მუხლი 11. ეტიკეტირებისა და წარდგენის პრინციპები

1. ცხოველის საკვების ეტიკეტირებამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს გამომყენებელი, კერძოდ:

 ა) ცხოველის საკვების მიზნობრივმა გამოყენებამ ან მახასიათებლებმა, კერძოდ, მისმა ბუნებამ, წარმოების მეთოდმა თვისებებმა, შემცველობამ, რაოდენობამ, მდგრადობამ, ცხოველთა სახეობამ ან კატეგორიამ, რომლისთვისაც განკუთვნილია;

 ბ) ცხოველის საკვებისათვის არარსებული თვისებების ან მახასიათებლების მიკუთვნებამ ან ისეთი სპეციალური მახასიათებლების მითითებამ, რომელიც ფაქტიურად ყველა მსგავს ცხოველის საკვებს გააჩნია ან ეტიკეტირების შესაბამისობამ კატალოგთან და ამ წესის 24-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ცხოველის საკვების მასალის ან ცხოველის კომბინირებული საკვების ნაყარი სახით, დაულუქავი შეფუთვებით ან კონტეინერებით ბაზარზე განთავსებისას, ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ ცხოველის საკვების მასალას ან ცხოველის კომბინირებული საკვებს თან უნდა ახლდეს დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ამ წესით განსაზღვრული ეტიკეტირების ყველა სავალდებულო მონაცემი.

3. როდესაც ცხოველის საკვების გასაყიდად შეთავაზება ხორციელდება დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით, ამ წესით განსაზღვრული ეტიკეტირების სავალდებულო მონაცემები (გარდა ამ წესის მე-15 მუხლის ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ან მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა) უნდა მიეთითოს დისტანციური გაყიდვის თანმხლებ მასალაში ან უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სხვა შესაბამისი საშუალებებით, დისტანციური კონტრაქტის გაფორმებამდე. ამ წესის მე-15 მუხლის ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ან მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები უნდა იქნეს წარმოდგენილი არაუგვიანეს ცხოველის საკვების მიწოდებამდე.

4. ეტიკეტირებასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები განსაზღვრულია ამ წესის დანართით №2 „ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ეტიკეტირების ზოგადი მოთხოვნები“.

5. ცხოველის საკვების მასალის ან ცხოველის კომინირებული საკვების ეტიკეტირებულ შემადგენლობასა და სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მიღებულ მონაცემებს შორის სხვაობისთვის დასაშვები ტოლერანტობა განსაზღვრულია ამ წესის დანართით №4 „დასაშვები ტოლერანტობა ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების მასალის ან კომბინირებული საკვების შემადგენლობასთან დაკავშირებული ეტიკეტირებისათვის შეზღუდული მასალები“.

მუხლი 12 . პასუხისმგებლობა

1. ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს ეტიკეტირების მონაცემების არსებობა და განსაკუთრებული სიზუსტე.

2. ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, რომელიც პირველი განათავსებს ცხოველის საკვებს ბაზარზე ან, საჭიროების შემთხვევაში, საცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, რომლის სახელწოდებით ან სავაჭრო ნიშნით ხდება ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირთა საქმიანობა ზეგავლენას ახდენს ეტიკეტირებაზე, მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოში, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი საშუალებით წარმოდგენილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. საცალო ვაჭრობაზე ან დისტრიბუციაზე პასუხისმგებელმა ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც არ ახდენს გავლენას ეტიკეტირებაზე, უნდა იმოქმედოს სათანადო ყურადღებით, რათა ხელი შეუწყოს ეტიკეტირების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, კერძოდ, თავი შეიკავონ ისეთი ცხოველის საკვების მიწოდებისგან, რომელიც, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ან ვარაუდით არ შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს.

5. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, მისდამი კონტროლს დაქვემდებარებულ საქმიანობისას, უნდა უზრუნველყოს, რომ სავალდებულო ეტიკეტირების მონაცემების გადაცემა მოხდეს მთელს სასურსათო ჯაჭვში, რათა შესაძლებელი იყოს ინფორმაციის მიწოდება ცხოველის საკვების საბოლოო გამომყენებლისათვის ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 13. განცხად

1. ცხოველის საკვების მასალისა და ცხოველის კომბინირებული საკვების ეტიკეტირებისა და წარდგენისას, განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება დაეთმოს ცხოველის საკვებში სუბსტანციის (ნივთიერების) არსებობას ან არარსებობას, სპეციფიკურ კვებით მახასიათებელს ან პროცესს ან რომელიმე მათგანთან დაკავშირებულ სპეფიციფიკურ ფუნქციას, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

ა) განაცხადი არის ობიექტური, გადამოწმებულია სააგენტოს მიერ და გასაგებია ცხოველის საკვების გამომყენებლისათვის;

ბ) ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი პირი, სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, წარადგენს განაცხადის მეცნიერულ დასაბუთებას, საჯაროდ ხელმისაწვდომი მეცნიერული მტკიცებულების ან კომპანიის დოკუმენტურად დადასტურებული კვლევის საფუძველზე. მეცნიერული დასაბუთება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების მომენტში. მყიდველს უფლება აქვს სააგენტოს აცნობოს თავისი ეჭვები განაცხადის სისწორესთან დაკავშირებით. თუ მიიღება დასკვნა იმის შესახებ, რომ განაცხადი არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამგვარ განაცხადთან დაკავშირებული ეტიკეტირება ჩაითვლება მცდარად ამ წესის მე-11 მუხლის მიზნებისათვის. თუ სააგენტოს აქვს ეჭვი განაცხადის მეცნიერულ დასაბუთებასთან დაკავშირებით, მას შეუძლია საკითხი განსახილველად წარუდგინოს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, კვების ოპტიმიზაციასა და ფიზიოლოგიურ მდგომარეობის შენარჩუნებასთან ან დაცვასთან დაკავშირებული განაცხადი დასაშვებია, თუ ის არ შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განაცხადს.

3. ცხოველის საკვების მასალისა და ცხოველის კომბინირებული საკვების ეტიკეტირება ან წარდგენა არ უნდა მოიცავდეს განაცხადს იმის შესახებ, რომ:

ა) ის თავიდან აცილებს, მკურნალობს ან კურნავს დაავადებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული კოკციდიოსტატებისა და ჰისტომონოსტატებისა; თუმცა ეს პუნქტი არ გამოიყენება იმ განაცხადის მიმართ, რომელიც ეხება კვებით დისბალანსს, იმ პირობით, რომ მასთან არ იქნება დაკავშირებული არანაირი პათოლოგიური სიმპტომი;

ბ) მას აქვს განსაკუთრებული კვებითი დანიშნულება, რომელიც წარმოდგენილია ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრულ მიზნობრივი გამოყენების ნუსხაში, თუ ის არ აკმაყოფილებს ამავე მუხლში განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 14. ეტიკეტირების მონაცემების წარდგენა

1. ეტიკეტირების სავალდებულო მონაცემები მთლიანად განთავსებული უნდა იქნეს ქართულ ენაზე, გამოსაჩენ ადგილას შეფუთვაზე, კონტეინერზე, მასზე მიკრულ ეტიკეტზე ან ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ თანმხლებ დოკუმენტზე; ეს მონაცემები უნდა იყოს შესამჩნევი, მკაფიო და არ უნდა იშლებოდეს.

2. ეტიკეტირების სავალადებულო მონაცემები უნდა იყოს ადვილად იდენტიფიცირებადი და არ უნდა იყოს გადაფარული რაიმე სხვა ინფორმაციით, წარმოდგენილი ისეთი ფერით, ფონტით და ზომით, რომელიც არ გააბუნდოვანებს ან ხაზს გაუსვამს ინფორმაციის რომელიმე ნაწილს, თუ ამგვარი ვარირება არ არის საჭირო გამაფრთხილებელ განცხადებებზე ყურადღების გამახვილებისათვის.

3. ეტიკეტირების სავალდებულო მონაცემების ქართულ ენაზე განთავსების ვალდებულება არ ვრცელდება იმპორტისას. ამ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, გაიმპორტებული პროდუქტის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ქართულ ენაზე ეტიკეტირება უზრუნველყოს ბაზარზე განთავსების შემდგომი ეტაპის განხორციელებამდე.

მუხლი 15. ეტიკეტირების ზოგადი სავალდებულო მოთხოვნები

ცხოველის საკვების მასალა და ცხოველის კომბინირებული საკვები არ უნდა განთავსდეს ბაზარზე, თუ ეტიკეტირებით არ იქნება განსაზღვრული შემდეგი მონაცემები:

ა) ცხოველის საკვების ტიპი – საჭიროებისამებრ, „ცხოველის საკვების მასალა“, „სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები“ ან ,,დამატებითი საკვები“;

ა.ა) „სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვებისთვის“ – საჭიროებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აღნიშვნა: ,,რძის შემცვლელი სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები“;

ა.ბ) „დამატებითი საკვებისთვის“ – საჭიროებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აღნიშვნა: „მინერალური საკვები“ ან ,,რძის შემცვლელი დამატებითი საკვები“;

ა.გ) შინაური ბინადარი ცხოველებისათვის (გარდა კატებისა და ძაღლებისა) – „სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები“ ან „დამატებითი საკვები“ შეიძლება შეიცვალოს აღნიშვნით: ,,ცხოველის კომბინირებული საკვები“;

ბ) ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის დასახელება ან სავაჭრო ნიშანი და მისამართი;

გ) თუ შესაძლებელია, „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის,, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილების შესაბამისად გაცემული, ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი პირის საწარმოს აღიარების ნომერი, რომელიც განკუთვნილია „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის,, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილების ან „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-8 მუხლის საფუძველზე აღიარებული საწარმოსთვის. თუ ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელ პირს აქვს რამდენიმე აღიარების ნომერი, მან უნდა გამოიყენოს იმ აღიარების ნომერი, რომელიც გაცემულია ,,ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ შესაბამისად;

დ) პარტიის ან ლოტის ნომერი;

ე) მყარი პროდუქტების შემთხვევაში - მასის ერთეულებით გამოხატული ნეტო რაოდენობა, ხოლო თხევადი პროდუქტების შემთხვევაში – მასის ერთეულებით ან მოცულობით გამოხატული ნეტო რაოდენობა;

ვ) აღნიშვნის „დანამატები“ ქვეშ ამ წესის დანართის №6 „სასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვების მასალისა და კომბინირებული საკვების ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები“ პირველი ნაწილის ან დანართი №7 ,,არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვების მასალისა და კომბინირებული საკვების ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები“ შესაბამისად ცხოველის საკვები დანამატების ჩამონათვალი, საჭიროების შემთხვევაში, და ცხოველის შესაბამისი საკვები დანამატის შესახებ მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების გათვალისწინებით;

ზ) სინესტის შემცველობა ამ წესის დანართი №1-ის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 16. ცხოველის საკვები მასალის ეტიკეტირების სპეციფიკური სავალდებულო მოთხოვნები

1. ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, ცხოველის საკვების მასალის ეტიკეტირება ასევე უნდა მოიცავდეს:

ა) ცხოველის საკვების მასალის დასახელებას, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ამ წესის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

ბ) სავალდებულო დეკლარაციას, რომელიც შეესაბამება ამ წესის დანართი №5-ით განსაზღვრულ ნუსხაში მითითებულ შესაბამის კატეგორიას; სავალდებულო დეკლარაცია შეიძლება შეიცვალოს ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული კატალოგით ცხოველის საკვების თითოეული მასალისათვის, შესაბამის კატეგორიაში, დადგენილი მონაცემებით.

2. ცხოველის საკვების მასალაში დანამატების შეტანისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, ეტიკეტირებისას უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაციაც:

ა) ცხოველთა ჯიშები ან კატეგორიები, რომლისთვისაც განკუთვნილია ცხოველის საკვების მასალა, თუ ცხოველის საკვები დანამატები არ არის ნებადართული ყველა ჯიშის ცხოველისათვის ან ნებადართულია მხოლოდ გარკვეული ჯიშებისათვის;

ბ) სათანადო მოხმარების წესები, ამ წესის დანართი №2-ის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ დადგენილია ცხოველის საკვები დანამატების მაქსიმალური შემცველობა;

გ) ცხოველის საკვები დანამატების (გარდა ტექნოლოგიური დანამატებისა) შენახვის მინიმალური ვადა.

მუხლი 17. ცხოველის კომბინირებული საკვების ეტიკეტირების სპეციფიკური სავალდებულო მოთხოვნები

1. ამ წესის მე-15 მუხლით წარმოდგენილ მოთხოვნებთან ერთად, ცხოველის კომბინირებული საკვების ეტიკეტირებისას ასევე განსაზღვრული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ცხოველთა ჯიშები ან კატეგორიები, რომლისთვისაც განკუთვნილია ცხოველის კომბინირებული საკვები;

ბ) სათანადო მოხმარების წესები, რომელიც მიუთითებს მიზანს, რისთვისაც განკუთვნილია ცხოველის საკვები; ამგვარი წესები, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება ამ წესის დანართი №2-ის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი არ არის ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი პირი:

გ.ა) მწარმოებლის დასახელება ან სავაჭრო დასხელება და მისამართი;

გ.ბ) ან ამ წესის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მწარმოებლის აღიარების ნომერი ან „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-7 მუხლის ან 42-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნომერი; თუ ნომერი არ არის ხელმისაწვდომი, მწარმოებელთა ან იმპორტის განმახორციელებელი ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის მოთხოვნით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს ,,ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ დანართით №1„,ცხოველის საკვების აღიარებულ საწარმოთა რეესტრი“ განსაზღვრული ფორმატით (სტრუქტურით);

დ) შენახვის მინიმალური ვადა, შემდეგი აღნიშვნების გამოყენებით:

დ.ა) „გამოიყენება . . მდე“, რომელსაც თან უნდა მიეთითოს კონკრეტული დღე, ისეთი ცხოველის საკვების შეთხვევაში, რომელიც განსაკუთრებით მალფუჭებადია დეგრადაციის პროცესების გამო;

დ.ბ) „უმჯობესია გამოყენებული იქნეს . . . მდე“, რომელსაც უნდა მიეთითოს კონკრეტული თვე ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების გარდა;

დ.გ) მიეთითოს ასევე შენახვის მინიმალური ვადა . . . (დროის პერიოდი დღეებით ან თვეებით) წარმოების თარიღიდან, თუ ეტიკეტზე განსაზღვრულია წარმოების თარიღი.

ე) ცხოველის საკვების შემადგენლობაში შემავალი ცხოველის საკვების მასალები, აღნიშვნით: „შემადგენლობა“, თითოეული ცხოველის საკვების მასალის დასახელება ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ჩამოთვლილი იქნება ცხოველის საკვების მასალები, წონის კლებადობის მიხედვით, რომელიც გამოითვლება კომბინირებულ საკვებში სინესტის შემცველობის საფუძველზე; ჩამონათვალი შეიძლება მოიცავდეს პროცენტულ მაჩვენებელს წონის მიხედვით;

ვ) ამ წესის დანართის №6 ან დანართის №7 „არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვების მასალისა და კომბინირებული საკვების ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები“ ნაწილით II განსაზღვრული სავალდებულო დეკლარაცია, საჭიროების შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებთან დაკავშირებით, გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ცხოველის საკვების მასალის დასახელება და პროცენტული მაჩვენებელი წონის მიხედვით უნდა მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ მისი შემცველობის შესახებ ინფორმაცია ხაზგასმულია ეტიკეტზე სიტყვით, სურათით ან გრაფიკული გამოსახულებით;

ბ) თუ სასურსათო დანიშნულების ცხოველისთვის განსაზღვრული კომბინირებული საკვების შემადგენალობაში შემავალი ცხოველის საკვების მასალის წონის მიხედვით პროცენტული მაჩვენებლები არ არის განსაზღვრული ეტიკეტზე, ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა, მყიდველს, მოთხოვნის საფუძველზე, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია რაოდენობრივი შემადგენლობის მონაცემების შესახებ, რომელიც მერყეობს მაჩვენებლის +/-15%-ის ფარგლებში ცხოველის საკვების ფორმულის მიხედვით;

გ) ცხოველის კომბინირებული საკვების შემთხვევაში, რომლებიც განკუთვნილია არასურსათო დანიშნულების ცხოველებისათვის (გარდა საბეწვე ცხოველებისა), ცხოველის საკვების მასალის სპეციფიკური დასახელების ნაცვლად, შეიძლება მიეთითოს იმ კატეგორიის დასახელება, რომელსაც განეკუთვნება ცხოველის საკვების მასალები.

3. ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან და გარემოსთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია მიაწოდოს მყიდველს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელთა და მყიდველთა შესაბამისი ლეგიტიმური ინტერესების დაბალანსების შემდეგ, ის გადაწყვეტს, რომ ამგვარი ინფორმაციის მიწოდება გამართლებულია. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია გასცეს ინფორმაცია მყიდველის მიერ კონფიდენციალობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველის კომბინირებული საკვების შემთხვევაში, რომლებიც განკუთვნილია არასასურსათო დანიშნულების ცხოველებისათვის (გარდა საბეწვე ცხოველებისა), ცხოველის საკვების მასალის კატეგორიების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება ეტიკეტზე შინაური ბინდარი ცხოველის კომბინირებული საკვების შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე მიეთითოს ცხოველის საკვების მასალის სპეციფიკური დასახელების ნაცვლად, განსაზღვრულია ამ წესის დანართით №10 „ცალკეული ცხოველის საკვების მასალის ნაცვლად მისათითებელი ცხოველის საკვების მასალის კატეგორიები“.

მუხლი 18. განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების ეტიკეტირების დამატებითი სავალდებულო მოთხოვნები

ამ წესის მე-15-მე-17 მუხლებით განსაზღვრულ ზოგად სავალდებულო მოთხოვნებთან ერთად, განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების ეტიკეტირებისას ასევე უნდა აღინიშნოს:

ა) მითითება ,,დიეტური“, ამ წესის მე-15 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკვების დანიშნულების გვერდით, მხოლოდ იმ საკვების შემთხვევაში, რომელიც განკუთვნილია განსაკუთრებული კვებითი დანიშნულებისათვის;

ბ) მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრულ მიზნობრივი გამოყენების ნუსხის 1-6 სვეტებში, შესაბამისი მიზნობრივი გამოყენებისათვის;

გ) მითითება ნუტრიციოლოგის ან ვეტერინარის რჩევის საჭიროებაზე, ცხოველის საკვების გამოყენებამდე ან მისი გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებამდე.

მუხლი 19. შინაური ბინადარი ცხოველის საკვების ეტიკეტირების დამატებითი სავალდებულო მოთხოვნები

შინაური ბინადარი ცხოველის საკვების ეტიკეტზე განსაზღვრული უნდა იყოს ტელეფონის ნომერი ან სხვა შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია, რათა მყიდველმა, სავალდებულო მონაცემებთან ერთად, შეძლოს მოიპოვოს ინფორმაცია:

ა) შინაური ბინადარი ცხოველის საკვებში შემავალი საკვების დანამატების შესახებ;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველის საკვებში შემავალი ცხოველის საკვების მასალების შესახებ, კატეგორიის მიხედვით, ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 20. ცხოველის შეუსაბამო საკვების ეტიკეტირების დამატებითი სავალდებულო მოთხოვნები

ამ წესის მე-15-მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად, ცხოველის საკვების იმ ეტიკეტზე, რომელიც არ შეესაბამება ამ წესის დანართით №8 „განსაკუთრებული პირობები იმ ცხოველის საკვების ეტიკეტირებისათვის, რომელიც ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობისა და მარკეტინგის მოთხოვნებს“ განსაზღვრულ მოთხოვნებს (როგორიცაა დაბინძურებული მასალები), უნდა მიეთითოს ამ დანართით განსაზღვრული ეტიკეტირების მონაცემები.

მუხლი 21. გამონაკლისები

1. ამ წესის მე-15 მუხლის ,,გ“-,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები არ მოითხოვება, თუ თითოეული გარიგების განხორციელებამდე, მყიდველი წერილობით განაცხადებს, რომ მას არ სჭირდება ასეთი ინფორმაცია. გარიგება შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტვირთს.

2. ცხოველის დაფასოებულ (შეფუთულ) საკვებზე, ამ წესის მე-15 მუხლის ,,გ“-,,ე“ ქვეპუნქტებით და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ან მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“-,,ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეფუთვაზე, მაგრამ არა ეტიკეტზე. ასეთ შემთხვევებში, მითითებული უნდა იქნეს თუ სად არის განთავსებული ამგვარი მონაცემები.

3. „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ IV თავით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ წესის მე-15 მუხლის ,,გ“-,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები არ არის სავალდებულო ცხოველის საკვების იმ მასალებისათვის, რომლებიც არ შეიცავენ ცხოველის საკვების დანამატებს, გარდა კონსერვანტების ან სილოსური დანამატებისა და, რომელიც წარმოებულია და მიწოდებულია ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის მიერ ,,ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პირველად წარმოებაში ჩართული ცხოველის საკვების გამომყენებელისათვის საკუთარ სადგომში გამოყენებისათვის.

4. ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო დეკლარაცია არ მოითხოვება მთლიანი მცენარეული მარცვლეულის, თესლებისა და ხილის ნარევისათვის.

5. ცხოველის კომბინირებული საკვების შემთხვევაში, რომლის შემადგენლობაში არ შედის სამზე მეტი ცხოველის საკვების მასალა, ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები არ მოითხოვება, თუ გამოყენებული ცხოველის საკვების მასალები გარკვევით არის მითითებული აღწერილობაში.

6. რაოდენობისთვის, რომელიც არ აღემატება ცხოველის საკვების მასალის ან საბოლოო გამომყენებლისათვის განკუთვნილი ცხოველის კომბინირებული საკვების 20 კგ-ს და რომელიც იყიდება ბითუმად, ამ წესის მე-15-მე-17 მუხლებით განსაზღვრული მონაცემები შეიძლება მიეწოდოს მყიდველს შესაბამისი შეტყობინებით, გაყიდვის ადგილას. ასეთ შემთხვევებში, ამ წესის მე-15 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტით ან მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები, შესაბამისად, მიეწოდება მყიდველს ყველაზე გვიან ინვოისთან ერთად.

7. შინაური ბინადარი ცხოველის საკვებისათვის, შეფუთვებში რამდენიმე კონტეინერის არსებობისას, რომლის საერთო წონა არ აღემატება 10 კგ-ს , ამ წესის მე-15 მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები, ნაცვლად თითოეული კონტეინერისა, შეიძლება მიეთითოს გარე შეფუთვაზე.

მუხლი 22. ნებაყოფლობითი ეტიკეტირება

1. ეტიკეტირების სავალდებულო მოთხოვნებთან ერთად, ცხოველის საკვების მასალისა და კომბინირებული საკვების ეტიკეტირება შეიძლება ასევე მოიცავდეს ნებაყოფლობითი ეტიკეტირების მონაცემებს იმ შემთხვევაში, თუ ამ წესში განსაზღვრული საერთო პრინციპები დაცულია.

2. ნებაყოფლობითი ეტიკეტირების სხვა პირობები შეიძლება განსაზღვრული იქნეს ამ წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულ ეტიკეტირების სანიმუშო პრაქტიკის კოდექსში.

მუხლი 23. შეფუთვა

1. ცხოველისსაკვების მასალა და კომბინირებული საკვები შეიძლება განთავსდეს ბაზარზე მხოლოდ დალუქული (მთლიანობადაურღვეველი) შეფუთვებით ან კონტეინერებით. შეფუთვები ან კონტეინერები უნდა დაილუქოს ისე, რომ შეფუთვის ან კონტეინერის გახსნისას ლუქი დაზიანდეს და შეუძლებელი გახდეს მისი ხელმეორედ გამოყენება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, ნაყარი სახით, დაულუქავი შეფუთვებით ან კონტეინერებით ბაზარზე შეიძლება განთავსდეს:

ა) ცხოველის საკვების მასალა;

ბ) ცხოველის კომბინირებული საკვები, რომელიც მიღებულია მხოლოდ მარცვლეულის ან მთლიანი ხილის შერევის გზით;

გ) ცხოველის კომბინირებული საკვების მწარმოებლებს შორის მიწოდებული კომბინირებული საკვები;

დ) ცხოველის კომბინირებული საკვების მწარმოებლის მიერ პირდაპირ ცხოველის საკვების გამომყენებლისათვის მიწოდებული კომბინირებული საკვები;

ე) ცხოველის კომბინირებული საკვების მწარმოებლების მიერ შემფუთავი ფირმებისათვის მიწოდებული კომბინირებული საკვები;

ვ) საბოლოო გამომყენებლისათვის განკუთვნილი ცხოველის კომბინირებული საკვები, რომლის წონა არ აღემატება 50 კილოგრამს და, რომლის ამოღებაც ხდება პირდაპირ დალუქული შეფუთვიდან ან კონტეინერიდან;

ზ) ცხოველის საკვების ბრიკეტები.

თავი 5

ცხოველის საკვები მასალების კატალოგი და ეტიკეტირების სანიმუშო პრაქტიკ

მუხლი 24. ცხოველის საკვები მასალების კატალოგი

1. ცხოველის საკვები მასალების კატალოგი გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც ცხოველის საკვების მასალებისა და კომბინირებული საკვების ეტიკეტირების გაუმჯობესების საშუალება. კატალოგი ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას პროდუქტის მახასიათებლების შესახებ და ცხოველის საკვების მასალების ამოუწურავი ჩამონათვალის არსებობას. ცხოველის საკვების მასალების კატალოგში განსაზღვრულ თითოეულ ცხოველის საკვების მასალასთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი მონაცემები:

ა) დასახელება;

ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) ცხოველის საკვების მასალის აღწერილობა, მათ შორის,, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია წარმოების პროცესის შესახებ;

დ) სავალდებულო დეკლარაციის შემცვლელი მონაცემები ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის;

ე) ლექსიკონი, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს მასში მოხსენიებული სხვადასხვა პროცესებისა და ტექნიკური გამონათქვამების განმარტება.

2. ეს მუხლი გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული უვნებლობასთან დაკავშირებული მაჩვენებლების გათვალისწინებით.

3. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორების მიერ კატალოგის გამოყენება ნებაყოფლობითია. თუმცა კატალოგში ჩამოთვლილი ცხოველის საკვების მასალების დასახელება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია კატალოგით მოთხოვნილი ყველა შესაბამისი პირობა.

მუხლის 25. ეტიკეტირების სანიმუშო პრაქტიკის კოდექსი

1. წახალისებული უნდა იქნეს ეტიკეტირების სანიმუშო პრაქტიკის კოდექსების შემუშავება, რომელიც განკუთვნილი უნდა იქნეს:

ა) შინაური ბინადარი ცხოველის საკვებისათვის;

ბ) სასურსათო დანიშნულების ცხოველებისათვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებისათვის, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ერთ თავს საბეწვე ცხოველებისათვის განსაზღვრულ კომბინირებულ საკვებთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კოდექსები ორიენტირებულია ეტიკეტირების სწორად შედგენაზე. მათში შეტანილია ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული ეტიკეტირების მონაცემების წარდგენის, ამ წესის 22-ე მუხლით განსაზღვრული ნებაყოფლობითი ეტიკეტირებისა და ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული განაცხადის გამოყენების შესახებ მოთხოვნები.

3. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის მიერ ეტიკეტირების სანიმუშო პრაქტიკის კოდექსების გამოყენება ნებაყოფლობითია. თუმცა ნებისმიერი მათგანი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია კოდექსის ყველა შესაბამისი მოთხოვნა.

დანართი №1

ტექნიკური მოთხოვნები ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მინარევების, რძის შემცვლელის, შემკვრელი ან დენატურირებისათვის განკუთვნილი ცხოველის საკვები მასალების, ნაცრიანობის და სინესტის შეცველობის შესახებ

 

1. ,,ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ცხოველის საკვების მასალა არ უნდა შეიცავდეს ქიმიურ მინარევებს, რომლებიც წარმოიქმნება მათი წარმოების პროცესის შედეგად და დამხმარე ტექნოლოგიური დანამატებისაგან, თუ ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული კატალოგით არ არის დადგენილი სპეციალური მაქსიმალური შემცველობა.

2. ცხოველის საკვების მასალების ბოტანიკური სისუფთავე არ უნდა იყოს 95%-ზე ნაკლები, თუ ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული კატალოგით სხვა ნორმა არ არის დადგენილი. ბოტანიკური მინარევები მოიცავს მცენარეული მასალების მინარევებს, რომელიც უარყოფითად არ მოქმედებს ცხოველებზე, მაგ: სხვა კულტურული ჯიშების ჩალა და თესლები ან სარეველები. ისეთი ბოტანიკური მინარევების დონე, როგორიცაა წინა წარმოების პროცესიდან წარმოქმნილი სხვა ზეთოვანი თესლების ან ზეთოვანი ხილის ნაშთი (ნარჩენი), არ უნდა აჭარბებდეს 0,5%-ს თითოეული სახეობის ზეთოვანი თესლის ან ხილისათვის.

3. 70 კგ-იანი ან ნაკლები წონის ხბოებისათვის განკუთვნილ რძის შემცვლელ საკვებში რკინის შემცველობის დონე უნდა იყოს არანაკლებ 30 მგ სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვების თითოეულ კილოგრამზე, 12% სინესტის შემცველობისას.

4.თუ ცხოველის საკვების მასალა გამოიყენება ცხოველის საკვების სხვა მასალების დენატურირებისათვის ან შესაკრავად, პროდუქტი შეიძლება მაინც იქნეს მიჩნეული ცხოველის საკვების მასალად. შესაკრავად ან დენატურირებისათვის გამოყენებული ცხოველის საკვების მასალის დასახელება, სახეობა (ბუნება) და რაოდენობა უნდა მიეთითოს ეტიკეტზე. თუ ცხოველის საკვების მასალა შეკრულია ცხოველის საკვების სხვა მასალით ამ უკანასკნელის პროცენტული მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი წონის 3%-ს.

5.მარილმჟავაში უხსნადი ნაცრის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მშრალი ნივთიერების 2,2%-ს. თუმცა, 2,2%-იანი დონე შეიძლება გადაჭარბებულ იქნეს შემდეგი საკვებისათვის იმ პირობით, რომ შემცევლობის დონე უნდა მიეთითოს ეტიკეტზე:

ა) ცხოველის საკვების მასალებისათვის;

ბ) ცხოველის კომბინირებული საკვებისათვის, რომელიც შეიცავს ავტორიზებულ მინერალურ შემკვრელ ნივთიერებებს;

გ) ცხოველის მინერალური საკვებისათვის;

დ) ცხოველის კომბინირებული საკვებისათვის, რომელიც შეიცავს ბრინჯის ან შაქრის ჭარხლის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების (თანაპროდუქტების) 50%-ზე მეტს;

ე) ცხოველის კომბინირებული საკვებისათვის, რომელიც განკუთვნილია ფერმის თევზისათვის 15%-ზე მეტი თევზის ფქვილის შემცველობით.

6.თუ ამ წესის დანართით №5-ით ან 24-ე მუხლით განსაზღვრულ კატალოგში არ არის დადგენილი სხვა რაოდენობა, ცხოველის საკვების სინესტის შემცველობა მიეთითება, თუ ის აღემატება:

ა) 5%-ს, ცხოველის მინერალური საკვების შემთხვევაში, რომელიც არ შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს;

 ბ) 7%-ს, რძის შემცვლელი საკვების და სხვა კომბინირებული საკვების შემთხვევაში, რომელშიც რძის ნაწარმის შემცველობა აღემატება 40%-ს;

გ) 10%-ს, ცხოველის მინერალური საკვების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს;

დ) 14%-ს, ცხოველის სხვა საკვების შემთხვევაში.

დანართი №2

ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ეტიკეტირების ზოგადი მოთხოვნები

1. ეტიკეტზე მითითებული ან მისათითებელი შემცველობები ან რაოდენობები დაკავშირებულია ცხოველის საკვების წონასთან, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.

2. თარიღების ციფრობრივი მაჩვენებლის თანმიმდევრობა უნდა იყოს რიცხვი, თვე და წელი და ამგვარი ფორმატი უნდა მიეთითოს ეტიკეტზე შემდეგი აბრევიატურის სახით: რრ/თთ/წწ/.

3. შინაური ბინდარი ცხოველის საკვებზე დასაშვებია ,,შინაური ბინადარი ცხოველის საკვები“/,,შბც საკვები“ გამოყენება.

4. იმისათვის, რომ დაცულ იქნეს ცხოველის საკვები დანამატების შესაბამისი მაქსიმალური შემცველობა დღიურ რაციონში, ცხოველის დამატებითი საკვებისა და საკვების მასალის (რომელიც შეიცავს სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვებისათვის დადგენილ ნორმაზე მეტ დანამატებს) სათანადო გამოყენების ინსტრუქციებში უნდა მიეთითოს მაქსიმალური რაოდენობა ერთ-ერთი მაჩვენებლით:

ა) გრამებში ან კილოგრამებში ან მოცულობის ერთეულებში, თითოეულ ცხოველზე, ერთ დღეში, ცხოველის დამატებითი საკვებისა და საკვების მასალების შემთხვევაში;

ბ) დღიური რაციონის პროცენტული მაჩვენებლის სახით;

გ) ცხოველის სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვების თითოეული კილოგრამზე ან სრულყოფილ (ბალანსირებულ) საკვებში პროცენტული მაჩვენებლის სახით.

5. ანალიტიკურ მეთოდებზე ზეგავლენის გარეშე, შინაური ბინადარი ცხოველებისათვის აღნიშვნა ,,საერთო ცილა“ შეიძლება შეიცვალოს აღნიშვნით ,,ცილა“, ,,ნედლი ზეთები და ცხიმები“- აღნიშვნით,,ცხიმის შემცველობა“ და ,,ნედლი ნაცარი“ აღნიშვნით ,,ინსენერაციის ნაშთი“ ან ,,არაორგანული ნივთიერები”.

დანართი №3

იმ მასალების ნუსხა, რომელთა ბაზარზე განთავსება ან ცხოველთა საკვებად გამოყენება შეზღუდული ან აკრძალულია ამ წესის მე-6 მუხლით

მუხლი 1. აკრძალული მასალები

1. ფეკალიები, შარდი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემცველობა, რომელიც წარმოიქმნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაცლის ან ამოკვეთის შედეგად, მიუხედავად ნებისმიერი ფორმის დამუშავებისა ან მინარევებისა.

2. ტყავი, დამუშავებული მთრმთილავი ნივთიერებებით, მათ შორის, ნარჩენები.

3. თესლები და მცენარის გასამრავლებელი სხვა მასალები, რომელიც მოსავლის აღების შემდეგ სპეციალურად დამუშავდა მცენარეთა დაცვის საშუალებებით მათი დანიშნულებისამებრ (გამრავლება) გამოყენების მიზნით, და აღნიშნულიდან წარმოქმნილი ნებისმიერი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (თანაპროდუქტი).

4. ხე, მათ შორის, ნახერხი ან ხისგან მიღებული სხვა მასალა, რომელიც დამუშავებულია ხის დაცვის საშუალებებით .

 5. ურბანული, კომუნალური და სამრეწველო ჩამდინარე წყლების დამუშავების სხვადასხვა ფაზების შედეგად მიღებული ყველა ნარჩენი, მიუხედავად ამგვარი ნარჩენების ნებისმიერი შემდგომი გადამუშავებისა და მიუხედავად ჩამდინარე წყლების წარმომავლობისა.

6. ურბანული მყარი ნარჩენები (არ ეხება ,,ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესები“ – საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრულ საზოგადოებრივი კვების ნარჩენებს), როგორიცაა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

 7.აგრო-სასურსათო ინდუსტრიიდან მიღებული პროდუქტების შესაფუთი მასალები და მისი ნაწილები.

 8. ცილის შემცველი პროდუქტები, რომელიც მიიღება პარაფინზე (n-alkanes) მოშენებული კანდიდას სახეობის საფუარისგან.

მუხლი 2. შეზღუდული მასალები

შეზღუდულ მასალებს შესაძლებელია მიეკუთვნოს ევროკომისიის მიერ, ვალიდური მტიცებულებების საფუძველზე, განსაზღვრული მასალები, რომლებიც ცვლილების სახით აისახება ამ წესში.

დანართი №4

 

დასაშვები ტოლერანტობა ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების მასალის ან კომბინირებული საკვების შემადგენლობასთან დაკავშირებული ეტიკეტირებისათვის

ნაწილი : ტოლერანტობა ამ წესის №1, №5, №6 და №7 დანართებით განსაზღვრული ანალიტიკური კომპონენტებისათვის

1. ამ ნაწილში განსაზღვრული ტოლერანტობა მოიცავს ტექნიკურ და ანალიტიკურ დეავიაციებს (გადახრებს). მას შემდეგ, რაც განისაზღვრება ანალიტიკური ტოლერანტობა, რომელიც მოიცავს განზომილებების უზუსტობებს და პროცედურულ ვარიაციებს, ამ ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მაჩვენებლები მხოლოდ ტექნიკური ტოლერანტობის განსაზღვრისთვისაა.

2. თუ ცხოველის საკვების მასალის ან კომბინირებული საკვების შემადგენლობაში აღმოჩნდება დეავიაცია (გადახრა) ეტიკეტზე განსაზღვრული ანალიტიკური კომპონენტების მაჩვენებლიდან დანართი №1, №5, №6 და №7 - ით განსაზღვრულ შესაბამის მაჩვენებლებთან, გამოიყენება შემდეგი ტოლერანტობა:

 

კომპონენტი

კომპონენტის დეკლარირებული შემადგენლობა

 

ტოლერანტობა (1)

 

%

ეტიკეტირებულზე დაბალი შემცველობა

ეტიკეტირებულზე მაღალი შემცველობა

ნედლი ცხიმი

<8

1

2

8-24

12,5%

25%

>24

3

6

ნედლი ცხიმი, არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვები

<16

2

4

16-24

12,5%

25%

>24

3

6

ნედლი ცილა

<8

1

1

8-24

12,5%

12,5%

 

>24

3

3

ნედლი ცილა, არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვები

<16

2

2

16-24

12,5%

12,5%

>24

3

3

ნედლი ნაცარი

<8

2

1

8-32

25%

12,5%

>32

8

4

ნედლი უჯრედანა

<10

1,75

1,75

10-20

17,5%

17,5%

> 20

3,5

3,5

შაქარი

<10

1,75

3,5

10-20

17,5%

35%

>20

3,5

7

სახამებელი

<10

3,5

3,5

10-20

35%

35%

>20

7

7

კალციუმი

<1

0,3

0,6

1-5

30%

60%

>5

1,5

3

მაგნიუმი

<1

0,3

0,6

1-5

30%

60%

>5

1,5

3

ნატრიუმი

<1

0,3

0,6

1-5

30%

60%

>5

1,5

3

საერთო ფოსფორი

<1

0,3

0,3

1-5

30%

30%

>5

1,5

1,5

მარილმჟავაში უხსნადი ნაცარი

<1

არ არის განსაზღვრული ზღვრები

0,3

1-5

30%

>5

1,5

კალიუმი

<1

0,2

0,4

1-5

20%

40%

>5

1

2

სინესტე

<2

არ არის განსაზღვრული ზღვრები

0,4

2-<5

20%

5-12,5

1

<12,5

8%

ენერგეტიკული ღირებულება (2)

 

5%

10%

ცილის შემცველობა (2)

 

10%

20%

(1) ტოლერანტობა მოცემულია, როგორც აბსოლუტური პროცენტული მაჩვენებელი (ეს მნიშვნელობა უნდა შემცირდეს დეკლარირებულ შემცველობამდე ან დაემატოს დეკლარირებულ შემცველობას) ან როგორც შედარებითი მაჩვენებელი, რომელიც აღინიშნება "%"-ით მაჩვენებლის შემდეგ (ეს პროცენტული მაჩვენებელი გამოიყენება დეკლარირებულ შინაარსზე, რათა შესაძლებელი იყოს მისაღები გადახრის (დეავიაციის) დაანგარიშება).

 

(2) გამოიყენება იქ, სადაც ტოლერანტობა დადგენილი არ არის ევროკავშირის მეთოდით ან ქვეყანაში არსებული ოფიციალური ეროვნული მეთოდით ან ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის მიერ მიღებული მეთოდით (https://standards.cen.eu/dyn/www/f?p=204:32:0::::FSP_ORG_ID,FSP_LA№G_ID:6308,25&cs=1C252307F473504B6354F4EE56B99E235 ).

ნაწილი : ტოლერანტობა №1, №5, №6 და №7-ის დანართების შესაბამისად ეტიკეტირებული ცხოველის საკვები დანამატებისათვის

1. ამ ნაწილში განსაზღვრული ტოლერანტობა მოიცავს მხოლოდ ტექნიკურ დეავიაციას (გადახრას). ის გამოიყენება ცხოველის საკვები დანამატების ნუსხაში და ანალიტიკური კომპონენტების ნუსხაში მოცემული ცხოველის საკვები დანამატების მიმართ.

2. ანალიტიკური კომპონენტების ნუსხით განსაზღვრულ ცხოველის საკვები დანამატებთან დაკავშირებით, ტოლერანტობა გამოიყენება საერთო ოდენობის მიმართ, რომელიც ეტიკეტირებულია, როგორც გარანტირებული რაოდენობა, ცხოველის საკვების შენახვის მინიმალური ვადის ბოლოს.

3. თუ აღმოჩნდება, რომ ცხოველის საკვების მასალაში ან კომბინირებულ საკვებში ცხოველის საკვები დანამატების შემცველობა გაცხადებულ (დეკლარირებულ) შემცველობაზე ნაკლებია, გამოიყენება შემდეგი ტოლერანტობა (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცხოველის საკვების დანამატის 1 ერთეული ნიშნავს 1მგ-ს, 1000 სე-ს, 1 × 109 კწე-ს ან 100 ერთეულ ფერმენტის მოქმედებას თითოეულ კილოგრამ ცხოველის საკვებზე) :

ა) დეკლარირებული შემცველობის 10%, თუ დეკლარირებული შემცველობა 1000 ერთეული ან მეტია;

ბ) 100 ერთეული, თუ დეკლარირებული შემცველობა 1000 ერთეულზე ნაკლებია, მაგრამ არ არის 500 ერთეულზე ნაკლები;

გ) დეკლარირებული შემცველობის 20%, თუ დეკლარირებული შემცველობა 500 ერთეულზე ნაკლებია, მაგრამ არ არის 1 ერთეულზე ნაკლები;

დ) 0,2 ერთეული, თუ დეკლარირებული შემცველობა 1 ერთეულზე ნაკლებია, მაგრამ არ არის 0,5 ერთეულზე ნაკლები;

ე) დეკლარირებული შემცველობის 40%, თუ დეკლარირებული შემცველობა 0,5 ერთეულზე ნაკლებია.

4. თუ ცხოველის საკვებში შემავალი საკვები დანამატის მინიმალური და/ან მაქსიმალური შემცველობა განსაზღვრულია ამგვარ საკვებ დანამატთან დაკავშირებულ შესაბამის ნორმატიულ აქტში, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ტექნიკური ტოლერანტობა გამოიყენება მხოლოდ შემცველობის მინიმალურ ზღვარს ზემოთ ან მაქსიმალურ ზღვარს ქვემოთ, საჭიროების შემთხვევაში.

5. ვიდრე ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვები დანამატის შემცველობის მაქსიმალური ზღვარი არ იქნება გადაჭარბებული, დეკლარირებულ შემცველობის ზღვარს ზემოთ დეავიაციამ (გადახრამ) შეიძლება მიაღწიოს ამ დანართის პირველი-მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ტოლერანტობის სამმაგ ოდენობას. თუმცა, თუ მიკროორგანიზმების ჯგუფს მიკუთვნებულ ცხოველის საკვები დანამატებთან დაკავშირებული მაქსიმალური შემცველობა დადგენილია ამგვარი საკვები დანამატის შესაბამის ნორმატიულ აქტში, მაშინ შემცველობის მაქსიმალური ზღვარი იქნება ზედა დაშვებული ზღვარი.

 

დანართი №5

ცხოველის საკვების მასალებთან დაკავშირებული ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო დეკლარაცია

 

ცხოველის საკვების მასალა, რომლის შემადგენლობაში შედის:

სავალდებულო დეკლარაცია

1.

ფურაჟი და უხეში საკვები

ნედლი ცილა, თუ > 10%

ნედლი უჯრედანა

2.

პურეული მარცვლოვანები

 

3.

პურეული მარცვლოვანების პროდუქტები და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები (თანაპროდუქტები)

სახამებელი, თუ > 20%

ნედლი ცილა, თუ >10%

ნედლი ცხიმი, თუ > 5%

ნედლი უჯრედანა

4.

ზეთოვანი თესლები, ზეთოვანი ხილი

 

5.

ზეთოვანი თესლების, ზეთოვანი ხილის პროდუქტები და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები (თანაპროდუქტები)

ნედლი ცილა, თუ >10%

ნედლი ცხიმი, თუ >5%

ნედლი უჯრედანა

 

6.

პარკოსანთა თესლები

 

7.

პარკოსანთა თესლების პროდუქტები და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები (თანაპროდუქტები)

ნედლი ცილა, თუ > 10%

ნედლი უჯრედანა

 

8.

ტუბერები, ფესვები

 

9.

ტუბერებსა და ფესვების პროდუქტები და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები(თანაპროდუქტები)

 

სახამებელი

ნედლი უჯრედანა

HCl უხსნადი ნაცარი თუ > მშრალი ნივთიერების 3,5%

 

10.

შაქრის ჭარხლის გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქტები და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები(თანაპროდუქტები)

ნედლი უჯრედანა, თუ >15%

შაქარის საერთო რაოდენობა, რომელიც გამოითვლება როგორც საქაროზა

HCl უხსნადი ნაცარი, თუ > მშრალი ნივთიერების 3,5%

 

11.

შაქრის ლერწმის გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქტები და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები

ნედლი უჯრედანა, თუ >15%

შაქრის საერთო რაოდენობა, რომელიც გამოითვლება როგორც საქაროზა

 

12.

სხვა თესლები და ხილი, მათი პროდუქტები და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები (თანაპროდუქტები), გარდა მე-2-მე-7 გრაფებში მოხსენიებულისა

ნედლი ცილა

ნედლი უჯრედანა

ნედლი ცხიმი, თუ >10%

 

13.

სხვა მცენარეები, მათი პროდუქტები და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები (თანაპროდუქტები) გარდა მე-8-მე-11 გრაფებში მოხსენიებულისა

ნედლი ცილა, თუ >10%

ნედლი უჯრედანა

 

14.

რძის პროდუქტები და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები (თანაპროდუქტები)

ნედლი ცილა

სინესტე, თუ >5%

ლაქტოზა, თუ >10%

 

15.

ხმელეთის ცხოველების პროდუქტები და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები (თანაპროდუქტები)

ნედლი ცილა, თუ >10%

ნედლი ცხიმი, თუ >5%

სინესტე, თუ >8%

 

16.

თევზი, ზღვის სხვა ცხოველები, მათი პროდუქტები და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები (თანაპროდუქტები)

ნედლი ცილა, თუ >10%

ნედლი ცხიმი, თუ >5%

სინესტე, თუ >8%

 

17.

მინერალები

კალციუმი

ნატრიუმი

ფოსფორი

სხვა შესაბამისი მინერალები

 

18.

სხვადასხვა

ნედლი ცილა, თუ >10%

ნედლი უჯრედანა

ნედლი ცხიმი, თუ >10%

სახამებელი, თუ >30%

შაქარის საერთო რაოდენობა, გამოთვლილი, როგორც საქაროზა, თუ >10%

HCl უხსნადი ნაცარი, თუ > მშრალი ნივთიერებების 3,5%

 

 

დანართი №6

სასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვები მასალისა და კომბინირებული საკვების ეტიკეტირებთან დაკავშირებული მოთხოვნები

ნაწილი I: ამ წესის მე-15 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვები დანამატების სავალდებულო და ნებაყოფლობითი ეტიკეტირება

1. ქვემოთ განსაზღვრული ცხოველის საკვები დანამატები მითითებული უნდა იქნეს თავისი სპეციფიკური დასახელებებით, საიდენტიფიკაციო ნომრით, დამატებული რაოდენობით და ფუნქციური ჯგუფის დასახელებით, როგორც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №9-ის ნაწილი 2-ით ან კატეგორიით, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №9-ის პირველი ნაწილით:

ა) ცხოველის საკვები დანამატები, სადაც მაქსიმალური შემცველობა დადგენილია სულ მცირე ერთი სასურსათო დანიშნულების ცხოველისათვის;

ბ) ცხოველის საკვების დანამატები, რომლებიც მიეკუთვნება ,,ზოოტექნიკური დანამატების“ და ,,კოქციდიოსტატების და ჰისტომონოსტატების“ კატეგორიებს;

 გ) ცხოველის საკვები დანამატები, რომელთა რეკომენდებული მაქსიმალური შემცველობა აღემატება კანონმდებლობით დადგენილს.

2. ეტიკეტირების მონაცემები უნდა იქნეს მითითებული ცხოველის საკვები დანამატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ ნაწილის პირველ პუნქტით განსაზღვრული ,,დამატებული რაოდენობა“ გამოხატავს ცხოველის საკვები დანამატის რაოდენობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია შესაბამისი ცხოველის საკვები დანამატის ,,მინიმალური/მაქსიმალური შემცველობა“, რა დროსაც დამატებული რაოდენობა გამოსახული უნდა იქნეს, როგორც ამ ნივთიერების (სუბსტანციის) რაოდენობა.

4. ვიტამინების, პროვიტამინების და ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებების ფუნქციური ჯგუფის ცხოველის საკვები დანამატისთვის, რომლებიც ამ ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად უნდა იქნეს ჩამოთვლილი, ეტიკეტირებისას შეიძლება მიეთითოს ,,ანალიტიკური კომპონენტების“ აღნიშვნის ქვეშ საერთო რაოდენობა, რომელიც გარანტირებულად ნარჩუნდება შენახვის ვადის ბოლომდე, ნაცვლად ,,ცხოველის საკვებ დანამატების“ აღნიშვნის ქვეშ დამატებული რაოდენობისა.

5. ამ ნაწილის პირველი-მე-3, მე-6 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციური ჯგუფის დასახელება შეიძლება ჩანაცვლდეს შემდეგი შემოკლებული დასახელებით, თუ ასეთი შემოკლებული დასახელება არ არის დადგენილი ამ წესის დანართი №9-ის ნაწილი 2-ით:

 

ფუნქციური ჯგუფი

დასახელება და აღწერილობა

შემოკლებული დასახელება

1თ

ნივთიერებები რადიონუკლიდებით დაბინძურების კონტროლისათვის: ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ რადიონუკლიდების შეწოვას ან ხელს უწყობენ მათ ექსკრეციას

რადიონუკლიდების მაკონტროლებელი

1

ნივთიერებები ცხოველის საკვების მიკოტოქსინებით დაბინძურების შესამცირებლად: ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ ან შეამცირონ შეწოვა, ხელი შეუწყონ მიკოტოქსინების ექსკრეციას ან შეცვალონ მათი მოქმედების რეჟიმი

მიკოტოქსინების შემამცირებელი

1

ჰიგიენური მდგომარეობის გამაძლიერებელი: ნივთიერებები ან, საჭიროების შემთხვევაში, მიკროორგანიზმები, რომელებიც დადებითად იმოქმედებს ცხოველის საკვების ჰიგიენური მახასიათებლებზე, კონკრეტული მიკრობიოლოგიური დაბინძურების შემცირებით

ჰიგიენის გამაუმჯობესებელი

2ბ

არომატული ნაერთები: ცხოველის საკვების შემადგენობაში შემავალი ნივთიერებები, რომლებიც აძლიერებს ცხოველის საკვების სუნს ან გემოს

არომატიზატორი

3

ვიტამინები, პრო ვიტამინები და ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებები

ვიტამინები

3ბ

კვალი ელემენტების ნაერთები

კვალი ელემენტები

3გ

ამინომჟავები, მათი მარილები და ანალოგები

ამინომჟავები

3დ

შარდოვანა და მისი დერივატები

შარდოვანა

4გ

ნივთიერებები, რომლებიც დადებითად ახდენენ გარემოზე გავლენას

გარემოს გამაუმჯობესებლები

 

6. საკვები დანამატები, რომლებიც ეტიკეტზე მითითებულია სიტყვებით, სურათებით ან გრაფიკით, უნდა იყოს მითითებული ამ ნაწილის პირველი-მე-3 ან მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჭიროებისას.

7. ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გამოაქვეყნოს ცხოველის საკვები დანამატის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და ფუნქციური ჯგუფი, რომლებიც არ არის მითითებული ამ ნაწილის პირველი-მე-4 და მე-6 პუნქტებში. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება არომატულ ნაერთებზე (არომატიზატორებზე).

8. ცხოველის საკვები დანამატები, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ნაწილის პირველი-მე-4 და მე-6 პუნქტებში, ნებაყოფლობით შეიძლება იქნეს მითითებული ეტიკეტზე, სულ მცირე დასახელებით, ან არომატული ნაერთების/არომატიზატორების შემთხვევაში - სულ მცირე ფუნქციური ჯგუფით.

9. ამ ნაწილის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, როდესაც სენსორული ან კვებითი (ნუტრიციული) ცხოველის საკვები დანამატის ეტიკეტირება ხდება ნებაყოფლობით, დამატებული რაოდენობა უნდა იყოს მითითებული ამ ნაწილის პირველი-მე-3 პუნქტების შესაბამისად, ან ფუნქციური ჯგუფის ცხოველის საკვები დანამატების (ვიტამინების, პრო ვიტამინების და ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებები) შემთხვევაში – ამ ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად საერთო რაოდენობა, რომელიც გარანტირებული იქნება შენახვის ვადის განმავლობაში.

10. თუ დანამატი მიეკუთვნება ერთზე მეტ ფუნქციურ ჯგუფს, მითითებული უნდა იქნეს მოცემული ცხოველის საკვებისათვის მისი ძირითადი ფუნქციის შესაბამისი ფუნქციური ჯგუფი ან კატეგორია.

11. ცხოველის საკვების მასალისა და კომბინირებული საკვების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებული ეტიკეტირების მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ცხოველის საკვებ დანამატებთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებში, უნდა იქნეს მითითებული.

ნაწილი II: ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანალიტიკური კომპონენტების ეტიკეტირება

სასურსათო დანიშნულების ცხოველების კომბინირებული საკვების ანალიტიკური კომპონენტები მითითებული უნდა იქნეს ეტიკეტზე თავსართით ,,ანალიტიკური კომპონენტები“ შემდეგი სახით:

კომბინირებული საკვები

სამიზნე სახეობები

ანალიტიკური კომპონენტები და ზღვარი

სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ღორი და ფრინველი

ღორი და ფრინველი

  • ნედლი ცილა
  • ნედლი უჯრედანა
  • ნედლი ცხიმი
  • ნედლი ნაცარი
  • კალციუმი
  • ნატრიუმი
  • ფოსფორი
  • ლიზინი
  • მეთიონინი

 

დამატებითი საკვები – მინერალი

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ღორი და ფრინველი

ღორი და ფრინველი

მცოხნავი ცხოველები

 

 

  • კალციუმი
  • ნატრიუმი
  • ფოსფორი
  • ლიზინი
  • მეთიონინი
  • მაგნიუმი

დამატებითი საკვები – სხვა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ღორი და ფრინველი

ღორი და ფრინველი

მცოხნავი ცხოველები

  • ნედლი ცილა
  • ნედლი უჯრედანა
  • ნედლი ცხიმი
  • ნედლი ნაცარი
  • კალციუმი ≥5%
  • ნატრიუმი
  • ფოსფორი ≥2%
  • ლიზინი
  • მეთიონინი
  • მაგნიუმი ≥0,5%

 

2. ნივთიერებები (სუბსტანიები), რომლებიც მითითებულია ამ ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თავსართის (სათაურის) ქვეშ, მათ შორის, სენსორული ან კვებითი (ნუტრიციული) ცხოველის საკვები დანამატები, დეკლარირებული უნდა იქნეს მათ საერთო რაოდენობასთან ერთად.

3. თუ ენერგეტიკული ღირებულება და/ან ცილის შემცველობა მიეთითება, ამგვარი მითითება უნდა მოხდეს ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის მიერ მიღებული მეთოდის შესაბამისად, თუ შესაძლებელია, ან საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდის შესაბამისად ან ზემოაღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში, სხვა მეთოდებით, რომლებიც შეესაბამება დანიშნულ მიზანს ან შემუშავებულია სამეცნიერო პროტოკოლების შესაბამისად.

 

დანართი7

არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვები მასალისა და კომბინირებული საკვების ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

ნაწილი I : ამ წესის მე-15 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვები დანამატების სავალდებულო და ნებაყოფლობითი ეტიკეტირება

1. ქვემოთ განსაზღვრული დანამატები ჩამოთვლილ უნდა იქნეს თავიანთი სპეციფიკური დასახელებებით და/ან საიდენტიფიკაციო ნომრით, დამატებული რაოდენობით და ფუნქციური ჯგუფის დასახელებით, როგორც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №9-ის ნაწილი 2-ით ან კატეგორიით, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №9-ის პირველი ნაწილით:

ა) ცხოველის საკვები დანამატები, სადაც მაქსიმალური შემცველობა დადგენილია სულ მცირე ერთი არასასურსათო დანიშნულების ცხოველისათვის;

ბ) ცხოველების საკვები დანამატები, რომლებიც მიეკუთვნება „ზოოტექნიკური დანამატების“ და ,,კოქსიდიოსტატების და ჰისტომონოსტატების“ კატეგორიებს;

გ) ცხოველის საკვები დანამატები, რომლელთა რეკომენდებული მაქსიმალური შემცველობა აღემატება კანონმდებლობით დადგენილს.

2. ეტიკეტირების მონაცემები უნდა იქნეს მითითებული ცხოველის საკვები დანამატების შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ ნაწილის პირველ პუნქტში მითითებული ,,დამატებული რაოდენობა“ გამოსახული უნდა იქნეს, როგორც ცხოველის საკვები დანამატის რაოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით დაშვებულია შესაბამისი ცხოველის საკვები დანამატის ,,მინიმალური/მაქსიმალური შემცველობა“. ბოლო შემთხვევაში დამატებული რაოდენობა გამოსახული უნდა იქნეს, როგორც ამ ნივთიერების (სუბსტანციის) რაოდენობა.

4. ვიტამინების, პროვიტამინების და ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებების ფუნქციური ჯგუფის ცხოველის საკვები დანამატის, რომელიც ამ დანართის პირველი პუნქტის თანახმად უნდა იქნეს ჩამოთვლილი, ეტიკეტირებისას შეიძლება მიეთითოს ,,ანალიტიკური კომპონენტების“ აღნიშვნის ქვეშ საერთო რაოდენობა, რომელიც გარანტირებულად ნარჩუნდება შენახვის ვადის ბოლომდე, ნაცვლად ,,ცხოველის საკვები დანამატების“ აღნიშვნის ქვეშ დამატებული რაოდენობისა.

5. ამ ნაწილის პირველი-მე-3. მე-7 და და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციური ჯგუფის დასახელება შეიძლება ჩანაცვლდეს ამ წესის მე-6 დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემოკლებული დასახელებით, თუ ასეთი შემოკლებული დასახელება არ არის დადგენილი ამ წესის დანართი №9-ის ნაწილი 2-ით.

6. ცხოველის საკვები დანამატები, რომლებიც ეტიკეტირებულია სიტყვებით, სურათებით ან გრაფიკით, უნდა იყოს მითითებული ამ ნაწილის პირველი-მე-3 ან მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჭიროებისას.

7. ამ ნაწილის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლად, ფუნქციური ჯგუფების ,,პრესერვანტები“, ,,ანტიოქსიდანტები“, ,,საღებავები“ და ,,არომატული ნაერთები/არმოატიზატორები“ ცხოველის საკვები დანამატებისათვის მხოლოდ საჭირო ფუნქციური ჯგუფი მიეთითება. ამ შემთხვევაში ამ ნაწილის პირველი-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გამხელილი უნდა იქნეს შემსყიდველისათვის, მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

8. ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაუმხილოს ცხოველის საკვების დანამატის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და ფუნქციური ჯგუფი, რომლებიც არ არის მითითებული ამ ნაწილის პირველ-მე-4 და მე-6 პუნქტებში. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება არომატულ ნაერთებზე (არომატიზატორებზე).

9. ცხოველის საკვები დანამატები, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ნაწილის პირველი-მე-4 და მე-6 პუნქტებში, ნებაყოფლობით შეიძლება იყოს მითითებული ეტიკეტზე, სულ მცირე დასახელებით, ან არომატული ნაერთების/არომატიზატორების შემთხვევაში - სულ მცირე ფუნქციური ჯგუფით.

10. ამ ნაწილის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით, როდესაც სენსორული ან კვებითი (ნუტრიციული) ცხოველის საკვების დანამატის ეტიკეტირება ხდება ნებაყოფლობით, დამატებული რაოდენობა უნდა იყოს მითითებული ამ ნაწილის პირველი-მე-3 პუნქტების შესაბამისად, ან ფუნქციური ჯგუფის ცხოველის საკვები დანამატების (ვიტამინების, პრო ვიტამინების და ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებები ) შემთხვევაში - ამ ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად საერთო რაოდენობა, რომელიც გარანტირებული იქნება შენახვის ვადის განმავლობაში.

11. თუ დანამატი მიეკუთვნება ერთზე მეტ ფუნქციურ ჯგუფს, მითითებული უნდა იქნეს მოცემული ცხოველის საკვებისათვის მისი ძირითადი ფუნქციის შესაბამისი ფუნქციური ჯგუფი ან კატეგორია.

12. ცხოველის საკვების მასალისა და კომბინირებული საკვების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებული ეტიკეტირების მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ცხოველის საკვებ დანამატებთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებში, უნდა იქნეს მითითებული.

ნაწილი II: ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანალიტიკური კომპონენტების ეტიკეტირება

 

1. არასასურსათო დანიშნულების ცხოველების კომბინირებული საკვების ანალიტიკური კომპონენტები მითითებული უნდა იქნეს ეტიკეტზე თავსართით „ანალიტიკური კომპონენტები“ შემდეგი სახით:

ცხოველის კომბინირებული საკვები

სამიზნე სახეობები

ანალიტიკური კომპონენტები

სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები

კატები,ძაღლები და საბეწვე ცხოველები

კატები, ძაღლები და საბეწვე ცხოველები

კატები, ძაღლები და საბეწვე ცხოველები

კატები, ძაღლები და საბეწვე ცხოველები

• ნედლი ცილა

• ნედლი უჯრედანა

 ნედლი ცხიმი

 ნედლი ნაცარი

დამატებითი საკვები – მინერალი

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

ყველა სახეობა

 

  • კალციუმი
  • ნატრიუმი
  • ფოსფორი

 

დამატებითი საკვები – სხვა

კატები,ძაღლები და საბეწვე ცხოველები

კატები, ძაღლები და საბეწვე ცხოველები

კატები, ძაღლები და საბეწვე ცხოველები

კატები, ძაღლები და საბეწვე ცხოველები

• ნედლი ცილა

• ნედლი უჯრედანა

 ნედლი ცხიმი

 ნედლი ნაცარი

 

2. ნივთიერებები (სუბსტანიები), რომლებიც მითითებულია ამ ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული სათაურის ქვეშ, მათ შორის, სენსორული ან კვებითი (ნუტრიციული) ცხოველის საკვები დანამატები, დეკლარირებული უნდა იქნეს მათ საერთო რაოდენობასთან ერთად.

3. თუ ენერგეტიკული ღირებულება და/ან ცილის შემცველობა მიეთითება, ამგვარი მითითება უნდა მოხდეს ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის მიერ მიღებული მეთოდის შესაბამისად, თუ შესაძლებელია, ან საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდის შესაბამისად ან ზემოაღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში, სხვა მეთოდებით, რომლებიც შეესაბამება დანიშნულ მიზანს ან შემუშავებულია სამეცნიერო პროტოკოლების შესაბამისად.

დანართი №8

განსაკუთრებული პირობები იმ ცხოველის საკვების ეტიკეტირებისათვის, რომელიც ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტს შესაბამისად არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობისა და მარკეტინგის მოთხოვნებს

1. ცხოველის საკვების დაბინძურებული მასალები ეტიკეტირებულ უნდა იქნეს შემდეგნაირად: ,,ცხოველის საკვები …გადაჭარბებული რაოდენობით შეიცავს . . . . (მიეთითება არასასურველი ნივთიერება/ნივთიერებები განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად) და გამოყენებულ უნდა იქნეს ცხოველის საკვებად მხოლოდ აღიარებულ საწარმოში დეტოქსიფიკაციის შემდეგ“. ამ საწრმოს აღიარება ხორციელდება ,,ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

 2. თუ გამიზნულია დაბინძურების შემცირება ან აღმოფხვრა გაწმენდის გზით, დაბინძურებული მასალის ეტიკეტზე დამატებით უნდა მიეთითოს შემდეგი: ,,ცხოველის საკვები გადაჭარბებული რაოდენობით შეიცავს . . . . (მიეთითება არასასურველი ნივთიერება/ნივთიერებები განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად) და გამოყენებულ უნდა იქნეს ცხოველის საკვებად მხოლოდ ადექვატური გაწმენდის შემდეგ“.

3. ამ დანართის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, ყოფილი სურსათი, რომელიც საჭიროებს გადამუშავებას შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ცხოველის საკვები .... ( მიეთითება ადექვატური პროცესი „ცხოველის საკვების მასალის კატალოგის შესახებ“ – საქართველოს მთავრობის დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად) შემდეგ.

დანართი №9

ცხოველის საკვები დანამატების კატეგორიები და ჯგუფები

ნაწილი 1. ცხოველის საკვები დანამატების კატეგორიები

 

ცხოველის საკვები დანამატები განაწინებული უნდა იქნეს ერთ ან მეტ შემდეგ კატეგორიაში, მისი ფუნქციებისა და თვისებების შესაბამისად:

ა) ტექნოლოგიური დანამატები: ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ტექნოლოგიური მიზნით ემატება ცხოველის საკვებს;

ბ) სენსორული დანამატები: ნებისმიერი ნივთიერება, რომლის დამატებაც აუმჯობესებს ან ცვლის ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკურ თვისებებს ან ცხოველისგან მიღებული სურსათის ვიზუალურ მახასიათებლებს;

გ) ნუტრიციული დანამატები;

დ) ზოოტექნიკური დანამატები: ნებისმიერი დანამატი, რომელიც გამოიყენება ცხოველის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე დადებითი ზემოქმედებისათვის;

ე) კოქციდიოსტატები და ჰისტომონოსტატები.

ნაწილი 2. ცხოველის საკვები დანამატების ჯგუფები

1. ტექნოლოგიური დანამატების კატეგორია მოიცავს შემდეგ ფუნქციურ ჯგუფებს:

ა) კონსერვანტი: ნივთიერება ან, საჭიროების შემთხვევაში, მიკროორგანიზმები, რომელიც იცავს ცხოველის საკვებს მიკროორგანიზმების ან მათი მეტაბოლიტებით გამოწვეული გაფუჭებისაგან;

ბ) ანტიოქსიდანტები: ნივთიერება, რომელიც იცავს ცხოველის საკვებს ჟანგვითი პროცესებით გამოწვეული გაფუჭებისაგან და ახანგრძლივებს მისი ვარგისიანობის ვადას;

გ) ემულგატორები: ნივთიერება, რომლის საშუალებით შესაძლებელია ჰომოგენური ნარევის წარმოქმნა ან შენარჩუნება ორი ან მეტი ისეთი ფაზისაგან, რომელთა შერევა არ ხდება;

დ) სტაბილიზატორები: ნივთიერება, რომლის საშუალებით შესაძლებელია ცხოველის საკვების ქიმიური და ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნება;

 ე) შემასქელებლები: ნივთიერება, რომელიც ზრდის ცხოველის საკვების სიბლანტეს;

 ვ) ჟელეს წარმომქმნელი აგენტი: ნივთიერება, რომელიც გელის (ლაბის) წარმოქმნის გამო ცხოველის საკვებს აძლევს ტექსტურას;

 ზ) შემკვრელები: ნივთიერებები, რომლებიც ზრდის ცხოველის საკვების ნაწილაკების შეწებების უნარს;

თ) ნითიერებები რადიონუკლიდური დაბინძურების კონტროლისთვის: ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ რადიონუკლეიდების შეწოვას ან ხელს უწყობენ მათ ექსკრეციას;

ი) შეწებების (შეკოშტვის) საწინააღმდეგო აგენტი: ნივთიერება, რომელიც აფერხებს ცხოველის საკვების ცალკეული ნაწილაკების ერთმანეთთან შეწებებას;

კ) მჟავიანობის რეგულატორი – ნივთიერება, რომელიც არეგულირებს pH (მჟავიანობას (სიმჟავეს) ან ტუტიანობას) ცხოველის საკვებში;

ლ) სილოსის დანამატები: ნივთიერებები, მათ შორის, ფერმენტები ან მიკროორგანიზმები, რომლებიც გამიზნულია ცხოველის საკვებში შესატანად, სილოსის წარმოების გასაუმჯობესებლად;

მ) დენატურაციის გამომწვევები: ნივთიერებები, რომლებიც გადამუშავებული ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებისას, კონკრეტული სურსათის ან ცხოველის საკვების მასალის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა;

 ნ) ნივთიერებები ცხოველის საკვების მიკოტოქსინებით დაბინძურების შემცირებისათვის: ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ შეწოვის შესუსტება ან შემცირება, ხელი შეუწყონ მიკოტოქსინების ექსკრეციის ხელშეწყობა ან მათი მოქმედების რეჟიმის შეცვლა;

 ო) ჰიგიენის მდგომარეობის გამაუმჯობესებლები: ნივთიერებები ან, საჭიროების შემთხვევაში მიკროორგანიზმები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს ცხოველის საკვების ჰიგიენურ მახასიათებლებზე, კონკრეტული მიკრობიოლოგიური დაბინძურების შემცირებით;

პ) სხვა ტექნოლოგიური დანამატები: ნივთიერებები ან საჭიროების შემთხვევაში მიკროორგანიზმები, რომლებიც ტექნოლოგიური მიზნებისათვის ემატება ცხოველის საკვებს და დადებითად მოქმედებს ცხოველის საკვების მახასიათებლებზე.

2. სენსორული დანამატების კატეგორია მოიცავს შემდეგ ფუნქციურ ჯგუფებს:

ა) საღებავები:

ა.ა) ნივთიერებები, რომლებიც უმატებს(აძლიერებს) ან აღადგენს ფერს ცხოველის საკვებში;

ა.ბ) ნივთიერება, რომლებითაც თუ კვებავენ ცხოველს, უმატებს (აძლიერებს) ცხოველური წარმოშობის სურსათის ფერს;

ა.გ) ნივთიერება, რომელიც დადებითად მოქმედებს დეკორატიული თევზის ან ფრინველის ფერზე;

ბ) არომატიზატორები: ნივთიერება, რომელიც აძლიერებს ცხოველის საკვების გემოს და/ან არომატს.

3. ნუტრიციული დანამატების კატეგორია მოიცავს შემდეგ ფუნქციურ ჯგუფებს:

ა) ვიტამინები და პროვიტამინები, ასევე ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებები;

ბ) კვალის ელემენტების ნაერთები;

გ) ამინომჟავები, მათი მარილები და ანალოგები;

დ) შარდოვანა და მისი დერივატები;

 4. ზოოტექნიკური დანამატების კატეგორია მოიცავს შემდეგ ფუნქციონალურ ჯგუფებს:

ა) შეთვისების გამაძლიერებლები - ნივთიერებები, რომელთაც ახასიათებთ საკვების შემადგენლობაზე მიზნობრივი მოქმედება და მათი გამოყენება ზრდის საკვების შეთვისებას;

ბ) ნაწლავის ფლორის სტაბილიზატორები - მიკროორგანიზმები ან განსაზღვრული სტრუქტურის მქონე ნივთიერებები, რომლებიც ცხოელზე მიცემის შემთხვევაში დადებითად მოქმედებენ ცხოველის ნაწლავის მიკროფლორაზე;

გ) ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ გარემოზე;

დ) სხვა ზოოტექნიკური დანამატები;

ე) ფიზიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზატორები: ნივთიერებები ან, საჭიროების შემთხვევაში მიკროორგანიზმები, რომლებითაც თუ ჯანმრთელ ცხოველებს კვებავენ, დადებით გავლენას ახდენს მათ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, მათ შორის,, სტრესულ ფაქტორებზე მედეგობაზე.

დანართი №10

ცალკეული ცხოველის საკვების მასალის ნაცვლად მისათითებელი ცხოველის საკვების მასალის კატეგორიები

1. ცალკეული ცხოველის საკვების მასალის დასახელება შეიძლება შეიცვალოს იმ კატეგორიის დასახელებით, რომელსაც მიეკუთვნება ცხოველის საკვების მასალა.

 2. ამ დანართით განსაზღვრული კატეგორიები შეიძლება მიეთითოს მხოლოდ შინაური ბინდარი ცხოველის კომბინირებული საკვების შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე.

კატეგორიის აღწერილობა

განმარტება

1

ხორცი და ცხოველური დერივატები

დაკლული თბილსისხლიანი ხმელეთის ცხოველების ყველა ხორციანი ნაწილი, ახალი ან შესაბამისი დამუშავებით პრესერვირებული

 და

 ყველა პროდუქტი და თბილსისხლიანი ხმელეთის ცხოველების ტანხორცი ან ტანხორცის ნაწილების გადამუშავების შედეგად მიღებული დერივატები,

2

რძე და რძის დერივატები

რძის ყველა პროდუქტი, ახალი ან შესაბამისი დამუშავებით პრესერვირებული, და მათი გადამუშავებიდან მიღებული დერივატები.

3

კვერცხი და კვერცხის დერივატები

კვერცხის ყველა პროდუქტი, ახალი ან შესაბამისი დამუშავებით პრესერვირებული და მათი გადამუშავებიდან მიღებული დერივატები.

4

ცხიმები და ზეთები

ყველა ცხოველური და მცენარეული ზეთი და ცხიმები.

5

საფუარი

ყველა საფუარი, რომლის უჯრედები მკვდარი და გამომშრალია.

6

თევზი და თევზის დერივატები

თევზი და თევზის ნაწილები, ახალი ან შესაბამისი დამუშავებით პრესერვირებული და მათი გადამუშავებიდან მიღებული დერივატები.

7

მარცვლეული

ყველა სახის მარცვლეული, მიუხედავად მათი წარდგენისა

ან სახამებლის ენდოსპერმისაგან დამზადებული პროდუქტი.

8

ბოსტნეული

ყველა სახის ბოსტნეული და პარკოსნები, ახალი ან შესაბამისი დამუშავებით პრესერვირებული.

9

მცენარეული წარმოშობის დერივატები

მცენარეული წარმოშობის პროდუქტების, კერძოდ ბურღულეულის, ბოსტნეულის, პარკოსნების და ზეთოვანი კულტურების თესლის, დამუშავებით მიღებული დერივატები.

10

მცენარეული ცილის ექსტრაქტი

მცენარეული წარმოშობის ყველა პროდუქტი, რომელშიც ცილა კონცეტრირებულია შესაბამისი პროცესით, რათა შეიცავდეს არანაკლებ 50% ნედლ ცილას მშრალ ნივთიერებაში, და რომელიც შესაძლებელია იყოს რესტრუქტურირებული.

11

მინერალები

ცხოველების საკვებისათვის ვარგისი ყველა არაორგანული ნივთიერება.

12

სხვადასხვა შაქრები

ყველა სახის შაქარი.

13

ხილი

ყველა სახის ხილი, ახალი ან შესაბამისი დამუშავებით პრესერვირებული.

14

თხილი

ნაჭუჭიდან ყველა გული.

15

თესლი

ყველა სახის თესლი რა სახითაცაა ან უხეშად დამტვრეული.

16

წყალმცენარე

წყალმცენარეები ახალი ან შესაბამისი დამუშავებით პრესერვირებული.

17

მოლუსკები და კიბოსნაირები

 კიბოსნაირები, მოლუსკები, ხამანწკები ახალი ან შესაბამისი დამუშავებით პრესერვირებული, და მათი გადამუშავების დერივატები.

18

მწერები

ყველა სახის მწერები და მათი განვითარების ყველა ფაზა.

19

პურ-ფუნთუშეული

ყველა სახის პური, ნამცხვარი, ორცხობილა და მაკარონის ნაწარმი.