„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 09/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017436
26
05/02/2021
ვებგვერდი, 08/02/2021
040030000.22.033.017436
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №26

2021 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) ვალის მართვის დეპარტამენტი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, ფინანსური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დავების დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის სათავო ოფისს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტებს.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი და ვალის მართვის დეპარტამენტი სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია და წარმოადგენს სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო ორგანოებს, ხოლო საბაჟო დეპარტამენტი, ასევე საბაჟო ორგანოს.“.

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ1“და „ბ2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ლ“ და „ლ1ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 172 მუხლის:

ა) „ა-ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „პ“ და „ჟ“ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ)  „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 178 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 179 მუხლი:

„მუხლი 179. ვალის მართვის დეპარტამენტი

ვალის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების დაგეგმვა;

ბ)  გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე მონიტორინგი;

გ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება;

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების გამოვლენა;

ე) ყადაღადადებული ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ვ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

ზ) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

თ) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ი) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე სამსახურში შემოსული განცხადებების განხილვა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და ხელშეკრულების გაფორმება;

კ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობისა და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;

ლ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა;

მ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება;

ნ) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან/ცრუმაგიერი პირების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მომზადება;

რ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ს) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული ქონებაზე ყადაღის დადების, პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღებისა და ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის პროცედურები დაასრულოს ვალის მართვის დეპარტამენტმა. 
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 9 თებერვლიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი