„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.022596
44
04/02/2021
ვებგვერდი, 05/02/2021
300310000.10.003.022596
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №44

2021 წლის 4 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში“:

1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე − საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით, ასევე საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურაზე (გარდა 6000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობისა ან/და ღამის კლუბისა, სასაწყობო, საწარმოო და სამრეწველო ობიექტებისა, მუზეუმისა, ბიბლიოთეკისა, საკულტო ნაგებობისა).“.

2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61.  ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობის ან/და გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის ახალი მშენებლობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შეტყობინებას თან უნდა დაერთოს საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია