„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025897
139
29/01/2021
ვებგვერდი, 30/01/2021
000000000.00.003.025897
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება 139

2021 წლის  29  იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164  განკარგულებაში  შეტანილ  იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებულ გეგმაში:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

„ზ 1) ამ პუნქტის „ვ.ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები 2021 წლის 1 თებერვლის 00:00 საათიდან არ ვრცელდება ამ გეგმის დანართ №2-ით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, ამავე დანართით განსაზღვრული პირობებით;“;

ა.ბ) მე-7 პუნქტის „ბ“, „ბ1“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

ბ) დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

1. ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ.ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება:

ა) ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, რომელიც წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის სამეფოს მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც).

2. ამ დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირებს აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

3. ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე ავსებენ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტას, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

4. ნაცვალგების პრინციპისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ დანართით განსაზღვრული სახელმწიფოების ჩამონათვალი ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას.“.

2. განკარგულება ძალაშია 2021 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                     გიორგი გახარია