„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის (ჰიდროელექტროსადგურები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.022588
36
29/01/2021
ვებგვერდი, 01/02/2021
300350000.10.003.022588
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის (ჰიდროელექტროსადგურები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №36

2021 წლის 29 იანვარი

   ქ. თბილისი

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის (ჰიდროელექტროსადგურები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის (ჰიდროელექტროსადგურები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 03/07/2020; 300350000.10.003.022117) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა“.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის (ჰიდროელექტროსადგურები) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა“.

4. დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის (ჰიდროელექტროსადგურების)“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა“ (შემდგომში − მხარდაჭერის სქემა) განსაზღვრავს კერძო ინიციატორის მიერ საქართველოში განახლებად წყაროზე მომუშავე 5 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის (შემდგომში − სადგური) მშენებლობისა და ოპერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია