არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02/4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 26/01/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2021
სარეგისტრაციო კოდი
02/4
26/01/2021
ვებგვერდი, 01/02/2021
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის  

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  №02/4

2021 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ საქართველოს კანონის

51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული N02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს -  ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიცია.

2. დაევალოს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. N52).

 

გენერალური დირექტორი                        ნიკოლოზ ანთიძე