„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98-IIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.020230
98-IIIრს-Xმპ
28/01/2021
ვებგვერდი, 28/01/2021
470000000.05.001.020230
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) დაემატოს შემდეგი შინაარსის 455 მუხლი:

„მუხლი 455. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დროებითი წესი

პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი იმ ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის განხორციელებისას, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ან მის მიერ აღიარებულმა მკაცრმა მარეგულირებელმა ორგანომ (SRA) მიანიჭა გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებით შესაძლო ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია:

ა) იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით;

ბ) სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით;

გ) ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 იანვარი 2021 წ.

N98-IIIრს-Xმპ