საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 99-IIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016070
99-IIIრს-Xმპ
28/01/2021
ვებგვერდი, 28/01/2021
010190030.06.001.016070
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 228-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-6 პუნქტები:

„4. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარლამენტის თავმჯდომარის ორი მოადგილე აირჩევა, ამ რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების გარდა, აგრეთვე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფის წარდგინებით. ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატად წარდგენილად ითვლება ის პარლამენტის წევრი, რომელსაც მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრი დაუჭერს მხარს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატებად წარსადგენი პარლამენტის წევრების საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა თანაბარი რაოდენობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში წარდგენილად ითვლება ის პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისმა უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფმა უფრო ადრე წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კომიტეტში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საპარლამენტო ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.

5. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. ამ შემთხვევაში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატად წარდგენილად ითვლება ის პარლამენტის წევრი, რომელსაც მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრი დაუჭერს მხარს. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატებად წარსადგენი პარლამენტის წევრების საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა თანაბარი რაოდენობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში წარდგენილად ითვლება ის პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისმა უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფმა უფრო ადრე წარადგინა.

6. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს/წევრებს, რომლის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს არ აქვთ შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისა და მეორე მოსმენით განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას დამატებით მიეცემა/მიეცემათ 10 წუთი ისე, რომ აღნიშნული პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. ეს წესი ვრცელდება იმ პროცედურაზედაც, რომელიც პოლიტიკური დებატებისთვის ან კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით წარიმართება.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

 

თბილისი,

28 იანვარი 2021 წ.

N99-IIIრს-Xმპ