დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ “ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/01/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016583 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №97 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, ს/კ 010250050.35.105.016485) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ან/და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან შერჩეული იურიდიული პირების მეშვეობით.“ ბ) დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები