სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.022558
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
12/01/2021
ვებგვერდი, 12/01/2021
190020010.10.003.022558
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/01/2021 - 19/03/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №6

2021 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები (დანართი №1), რომლის ფარგლებში საქართველოს მთავრობის/პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული/ანგარიშვალდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების, რომელთა ხელმძღვანელსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.

 

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტების გარდა:

ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა;

ბ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.

 

მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას თან უნდა დაურთონ:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის განხორციელების მიზნობრიობისა და აუცილებლობის დასაბუთება;

ბ) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე; იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის კვლევა განხორციელებულია ინვოისების საფუძველზე, ბაზრის კვლევის ამსახველი დოკუმენტაცია უნდა აერთიანებდეს მინიმუმ სამი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ სამი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები;

გ) დაზიანებული/ამორტიზებული შესყიდვის ობიექტის შეცვლის მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული დეფექტური აქტი/დასკვნა;

დ) ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დასაბუთება, საჭიროებისამებრ.

 

მუხლი 4
1. ამ დადგენილების პირველი მუხლითა და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქართველოს მთავრობისგან წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან საქართველოს მთავრობისთვის ინფორმირების მიზნით გამოგზავნილ დოკუმენტაციას განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (დოკუმენტაცია საქართველოს მთავრობას წარმოედგინება შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით), რომელიც:

ა) უფლებამოსილია, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების კონკურენტუნარიანობის კვლევა, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მის მიერ განხორციელებული ბაზრის კვლევის ალტერნატიული მეთოდით ჩატარების მოთხოვნა;

ბ) ინფორმირების მიზნით, წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს რეკომენდაციას (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის განხილვის ვადა შეადგენს 10 სამუშაო დღეს მისი განსახილველად რეგისტრაციის მომენტიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში უარყოფითი ან შენიშვნებით რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, შემსყიდველ ორგანიზაციას უგზავნის შესაბამის რეკომენდაციას. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, თავიდან წარმოადგინოს შენიშვნების შესაბამისად გადამუშავებული შესათანხმებელი ინფორმაცია დადგენილი წესით, რაც გულისხმობს ინფორმაციის განხილვას რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4. ინფორმირების მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე გაცემული ნებისმიერი რეკომენდაციის ასლი ეგზავნება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

5. განსაკუთრებული საჭიროებისას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელება 3 სამუშაო დღით, რაც უნდა ეცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას.

6. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ვადის განმავლობაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, საკითხი მიიჩნევა განხილულად.

 

მუხლი 5
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას ამ დადგენილებით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას ხელს აწერენ მხოლოდ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის მოადგილე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია იმ უწყების ხელმძღვანელის/ხელმძღვანელის მოადგილის მიერ, რომლის სისტემაშიც/მმართველობის სფეროშიც შედის ეს შემსყიდველი ორგანიზაცია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია არ განიხილავს ამ წესის დარღვევით წარდგენილ დოკუმენტაციას.

 

მუხლი 6
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უფლება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.

 

მუხლი 7
დადგენილება ვრცელდება ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა:

ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;   

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობების (დონორების) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;   

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;

დ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;

ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;

ზ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;

თ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;

ი) სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;

კ) სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ განხორციელებული შესყიდვებისა.

 

მუხლი 8
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციები ამ დადგენილების  მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად მიიღებენ დადებით რეკომენდაციას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაიცა უარყოფითი ან შენიშვნებით რეკომენდაცია, რასაც არ ეთანხმება შემსყიდველი ორგანიზაცია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციით.

3.  ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად.

 

მუხლი 9
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დაცვის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1551 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით, „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი დადგენილების მიღებამდე/ამოქმედებამდე, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურები შესაბამისად გავრცელდეს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციებზე მათ მიერ 2022 წლის შესყიდვების გეგმით შესასყიდ იმ ობიექტებთან მიმართებით, რომლებიც ექცევიან ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში.

 

მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია