დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/01/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017423 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/01/2021 - 15/01/2021)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე - მე-40 პუნქტები:
„38. პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია, რათა ამავე მუხლის 130-ე ნაწილის მიხედვით, შეუმცირდეს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გადავადებული საშემოსავლო გადასახადი (გადასახადი, რომელზეც გაგრძელებულია საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა). 39. ამ მუხლის 38-ე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო განახორციელებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე იმ საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რომელზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის მიხედვით გაგრძელებული იყო გადასახადის გადახდისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა. 40. ამ მუხლის 38-ე პუნქტით განსაზღვრული წესით წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღდგება ამავე მუხლის 39-ე პუნქტის შესაბამისად შემცირებული საშემოსავლო გადასახადი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 7 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები