„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-2/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.016830
01-2/ნ
12/01/2021
ვებგვერდი, 13/01/2021
010240070.22.035.016830
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-2/ნ

2021 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N01-64/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 111229047, 29/12/2011; 010240070.22.035.016107) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულება) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:

1. ,,ყ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ყ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ერთობლივად განსაზღვრული ქვეყნის შიდა კვოტების დადგენისას იმპორტის მსურველ პირთა გამოვლენა და გამოვლენილ პირებზე შესაბამისი კვოტების გადანაწილება, რა მიზნითაც:

ყ.ა) კვოტების დადგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საჯაროდ, ოფიციალური ვებგვერდის - www.rama.gov.ge-ს გამოყენებით, საჯაროდ აცხადებს და აქვეყნებს დამტკიცებულ ქვეყნის შიდა კვოტას და არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს იმპორტირების მსურველთა განცხადებებს;

ყ.ბ) განსაზღვრავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების დამტკიცებისას ამ ნივთიერებების/საშუალებების იმპორტის მსურველი პირების განაცხადების მიღების წესებსა და პირობებს, გამოვლენის/შეფასების კრიტერიუმებს, გადანაწილების პრინციპებს;

ყ.გ) ითვალისწინებს „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრის თაობაზე“ საბჭოს რეკომენდაციებს;

ყ.დ) საჭიროებისამებრ, ქმნის შესაბამის კომისიას, განსაზღვრავს კომისიის ფორმატს, შეიმუშავებს/ამზადებს წინადადებებს და რეკომენდაციებს კომისიის ამოცანების შესასრულებლად, აგრეთვე, კომისიის მუშაობის ან ქვეყნის შიდა კვოტის ფარგლებში შესაბამისი ნივთიერების/საშუალების იმპორტის მსურველი პირის გამოვლენის პროცესის სრულყოფასთან დაკავშირებით.“.

2. ,,ყ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ყ1” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ყ1) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კვოტის შემუშავების მიზნით შექმნილი საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება და საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე