„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.022553
3
08/01/2021
ვებგვერდი, 08/01/2021
010220000.10.003.022553
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №3

2021 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი  პუნქტის „კ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „კ.ზ“, „კ.თ“, „კ.ი“ და „კ.კ“ ქვეპუნქტები:

„კ.ზ) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი;

კ.თ) მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;

კ.ი) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

კ.კ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით წინადადებების შემუშავება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია