„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 04/01/2021
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016027
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01
04/01/2021
ვებგვერდი, 05/01/2021
010100000.72.084.016027
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/01/2021 - 29/03/2021)

 

სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №01

2021 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 06/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.72.084.016018) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) სამსახურის ფუნქციების შესრულების პროცესის სრულყოფის, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, უფლებამოსილია გამოსცეს სამსახურის თანამშრომლებისათვის შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის ინსტრუქციები.“.

2. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგამოძიებო დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთის სამმართველოს, დასავლეთის სამმართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების მართვა, ასევე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სათანადო მომსახურებებით უზრუნველყოფის ორგანიზება;

ბ) ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის დადგენილ ვადებში ჩატარება;

გ) სამსახურის იურიდიულ მისამართზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის საკუთრების დაცვა და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, მონიტორინგი ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით;

დ) სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისათვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

ე) კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და კონტროლი;

ვ) სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის ნუსხის შედგენა და პერიოდული განახლება;

ზ) სამსახურის სასაწყობო მეურნეობის დაგეგმვა და მართვა;

თ)  შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა;

ი) სახელმწიფო ორგანოებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;

კ) სამსახურის ავტოპარკის მართვა და განაწილება;

ლ) სამსახურის იარაღით, საბრძოლო მასალით, აღჭურვილობით უზრუნველყოფა და მათ ბრუნვაზე კონტროლის განხორციელება;

მ) იარაღის ტექნიკური მდგომარეობის, მისი შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისიანობის დადგენის ან/და გაუმართავი შეიარაღების აღდგენა-შეკეთების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“. 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 31 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი აპრილიდან.


სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია