კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02/77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 27/11/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2021
სარეგისტრაციო კოდი
02/77
27/11/2020
ვებგვერდი, 04/01/2021
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №02/77

2020 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული  მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახაებ

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4-მე-9 პუნქტებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შემდეგი ობიქტი  1 დანართის თანახმად.

2. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანებით გათვალისწინებული ობიექტის მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

4. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს 6 თვის ვადაში ობიექტის სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის თაობაზე მონაცემებს საბჭოსათვის წარდგენა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. №52).

 

გენერალური დირექტორი                                                                ნიკოლოზ ანთიძე.