2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 828
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022551
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
828
31/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
470000000.10.003.022551
2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2020 - 02/02/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №828

2020 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 

2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​​​​1 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები“.

 

მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებულ ღონისძიებათა ფარგლებში, ვაუჩერის პირობებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე (ხოლო შესყიდული საქონლის მარაგის არარსებობის შემთხვევაში – საქონლის მიწოდებამდე), ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები გაგრძელდეს „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილების (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – №674 დადგენილება) შესაბამისად. 
მუხლი 3
1. №674 დადგენილების ფარგლებში დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდება 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №674 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

2. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობებით:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, დასრულდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2020 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად;

ბ) 2019 და 2020 წლების განმავლობაში დამდგარი სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2020 წელს ან მიღებულ იქნება 2021 წელს, ანაზღაურდეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

 

მუხლი 4
პროგრამების განმახორციელებელმა სახელმწიფო ორგანიზაციებმა ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე დაიწყონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვების განხორციელების პროცედურები ან/და უზრუნველყონ თანდართული პროგრამების (მათ შორის, ვაუჩერული პროგრამების) მიმწოდებლების გამოვლენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ამასთან:

ა) განმახორციელებლებს მიეცეთ უფლება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (შემდგომ  ტექსტსა და დანართებში – სამინისტრო) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვები განახორციელონ შემჭიდროებულ ვადებში, ამავე კანონის 10​​​​1 მუხლის 3​​​​1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;

ბ) 2021 წლის 1 იანვრიდან, 2020  წელს დადებული ხელშეკრულებების (ასევე წინა წლებში დადებული ხელშეკრულებების, რომლებიც მოქმედებდა  2020  წლის დეკემბერში) გათვალისწინებით, შესაძლებელია, განახორციელონ ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან,  ამასთან:

ბ.ა) ხელშეკრულებების გაფორმებისას/გაგრძელებისას მათი ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2020 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული თვის ლიმიტის ოდენობით (დეკემბრის ლიმიტის არსებობისას – დეკემბრის ლიმიტის ოდენობით);

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული თვის ლიმიტი, გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულების თვის ღირებულება განისაზღვროს 2020  წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაყოფით 2020 წელს ამ ხელშეკრულების მოქმედების თვეების რაოდენობაზე;

ბ.გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გასაფორმებელი/ გასაგრძელებელი ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი მომსახურების ვადა განისაზღვროს არა უმეტეს 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით;

გ) შენარჩუნებულ იქნეს სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით დაფინანსებული პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში დარეგისტრირებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. 

 

მუხლი 5
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – ცენტრი) მიეცეს უფლება, მის მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული საქონელი (საწვავი, ტესტსისტემები, რეაგენტები და სხვა სახარჯი მასალები) გამოიყენოს ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში. 

 

მუხლი 6
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომ ტექსტსა და დანართებში − სააგენტო), ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, გამოიყენოს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება) ფარგლებში ყოველთვიურად სხვადასხვა წყაროდან დადგენილი წესითა და პერიოდულობით მიწოდებული ინფორმაცია.

 

მუხლი 7
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

 

მუხლი 8
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) დროს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, გათავისუფლდეს ფორმა 3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისათვის, შესაძლებლობის შესაბამისად, სერვისების მიწოდება დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია, განხორციელდეს დისტანციური წესით მიმწოდებლის მიერ განმახორციელებელ დაწესებულებასთან შეთანხმებული ფორმატით;

გ) ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებზე (მ.შ., იზოლაციაში (კარანტინი/თვითიზოლაცია) მყოფებზე) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს განმახორციელებელი დაწესებულების მიერ შემუშავებული გამარტივებული მექანიზმების გამოყენებით;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით მოკლებულნი არიან საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას.

 

მუხლი 9
სააგენტოსათვის იმ უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემის პირობები, რომლებიც სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმოეშვა 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
27. 31/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 633 - ვებგვერდი, 31/12/2021 26. 28/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 619 - ვებგვერდი, 28/12/2021 25. 20/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 591 - ვებგვერდი, 21/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 07/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 569 - ვებგვერდი, 08/12/2021 23. 03/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 566 - ვებგვერდი, 03/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 06/10/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 491 - ვებგვერდი, 07/10/2021 21. 06/10/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 490 - ვებგვერდი, 07/10/2021 20. 22/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 472 - ვებგვერდი, 22/09/2021 19. 21/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 469 - ვებგვერდი, 21/09/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 10/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 457 - ვებგვერდი, 10/09/2021 17. 07/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 452 - ვებგვერდი, 09/09/2021 16. 03/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 448 - ვებგვერდი, 06/09/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 27/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 431 - ვებგვერდი, 31/08/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 02/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 390 - ვებგვერდი, 02/08/2021 13. 23/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 372 - ვებგვერდი, 23/07/2021 12. 05/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 323 - ვებგვერდი, 06/07/2021 11. 05/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 322 - ვებგვერდი, 06/07/2021 10. 02/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 321 - ვებგვერდი, 02/07/2021 9. 29/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 309 - ვებგვერდი, 30/06/2021 8. 09/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 267 - ვებგვერდი, 09/06/2021 7. 09/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 266 - ვებგვერდი, 09/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 13/05/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 212 - ვებგვერდი, 14/05/2021 5. 23/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 123 - ვებგვერდი, 23/03/2021 4. 11/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 97 - ვებგვერდი, 12/03/2021 3. 01/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 80 - ვებგვერდი, 01/03/2021 2. 23/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 72 - ვებგვერდი, 23/02/2021 1. 02/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 43 - ვებგვერდი, 04/02/2021