ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 533
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016010
533
25/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
000000000.00.160.016010
ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №533

2020 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისს №239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის 15 დეკემბრის №01/4347 წერილის გათვალისწინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.  ქალაქ რუსთავში, VII და VII მიკრო რაიონებს შორის არსებულ კიროვაკანის ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს აფხაზეთის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ რუსთავში, სანაპიროს და ქუჩიშვილის ქუჩებს შორის დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას მიენიჭოს გამოჩენილი ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის − ელენე ახვლედიანის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.

3. ქალაქ რუსთავში, სანაპიროს ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს დიდი ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის  ლადო გუდიაშვილის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად. 

 4. ქალაქ რუსთავში, სანაპიროს ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს გამოჩენილი მხატვარის და ნოვატორი შემოქმედის  დავით კაკაბაძის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.

5. ქალაქ რუსთავში, XVIII – XIX მიკრო რაიონის, კერძო დასახლების და მოდებაძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს დიდი ქართველი სასულიერო და სახელმწიფო მოღვაწის, მწერლის  გრიგოლ ხანძთელის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.

6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიოებების განხორციელება.

7. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია.

8. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

9. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                                     ლევანი ონიანი