,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-136/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016827
01-136/ნ
31/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
040030000.22.035.016827
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-136/ნ

2020 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/11/2020 040030000.22.035.016810) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის  დეპარტამენტი:

ა.ა) სამშენებლო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველო;

ა.ბ) სამთომოპოვებით და მძიმე მრეწველობაზე ზედამხედველობის სამმართველო;

ა.ბ.ა) მძიმე მრეწველობაზე ზედამხედველობის განყოფილება;

ა.გ) მსუბუქ  მრეწველობასა და მომსახურების სექტორზე ზედამხედველობის სამმართველო;

ა.გ.ა) მომსახურების სექტორზე ზედამხედველობის განყოფილება.

ბ) შრომის უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტი:

ბ.ა) შრომით უფლებებზე ზედამხედველობის სამმართველო;

ბ.ა.ა)  სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის  საკითხებზე ზედამხედველობის განყოფილება;

ბ.ა.ბ) იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის (ტრეფიკინგის) ზედამხედველობის განყოფილება.

გ) მონიტორინგისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი:

გ.ა) ოპერატიული ინფორმაციის მოძიების, მონიტორინგისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის სამმართველო;

გ.ბ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაზე ზედამხედველობის ცენტრი;

დ) ადმინისტრაციული  დეპარტამენტი:

დ.ა) ადამიანური რესურსების მართვის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;

დ.ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტატისტიკისა და  ანალიტიკის სამმართველო;

დ.გ) საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის სამმართველო.

ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

ე.ა) სასამართლო დავების წარმართვის, დოკუმენტაციის სამართლებრივი რევიზიისა და ვიზირების სამმართველო;

ე.ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის სამმართველო.

ვ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი:

ვ.ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

ვ.ბ) ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვის სამმართველო;

ვ.გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე