დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 825 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.022548 |
825
31/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
280120000.10.003.022548
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული:
ა) „სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“; ბ) „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“. |
მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრამული კოდი: 27 02 03) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
|
მუხლი 3 |
მომსახურების დისტანციურ რეჟიმში მიწოდების პერიოდში ახალი ბენეფიციარების (გარდა გასული 12 თვის მოსარგებლეებისა) ჩართვის მიზნით, შეჩერდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება – დანართ 2.2.-ის (ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა), დანართ 2.3-ის (ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა), დანართების: 1.1.-ისა და 2.4-ის (დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) და დანართ 2.9-ის (განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) ფარგლებში.
|
მუხლი 4 |
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ქვეპროგრამებით განსაზღვრული 2020 წლის დეკემბრის მომსახურების ღირებულების 2021 წლის იანვარში ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განსაზღვრული წესით წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტ(ებ)ი 2021 წლის 20 იანვრამდე.
|
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართები
უზენაესი სასამართლოს განმარტებები
ბმულები
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
თქვენი შენიშვნები დაგვეხმარება სისტემის სამომავლო გაუმჯობესებაში.
უკუკავშირი
დოკუმენტის კომენტარები