„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12/ნ
დოკუმენტის მიმღები სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
მიღების თარიღი 31/12/2020
დოკუმენტის ტიპი სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016012
12/ნ
31/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
220050000.66.078.016012
„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის

ბრძანება №12/ნ

2020 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1

„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №5/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2017; ს/კ: 220050000.66.078.016005) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს შენატანი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. შენატანის და შენატანის ბაზის დაანგარიშება და ინფორმაციის წარდგენა

1. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს შენატანი დეპოზიტების დაზღვევის ფონდში, კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

2.  ყოველთვიური შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის გამოითვლება კანონის, ამ ინსტრუქციისა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

3. შენატანის დაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მიმდინარე თვის წინა თვისთვის (შემდგომში – საანგარიშო თვე) განთავსებულ დაზღვეულ დეპოზიტებს დამატებული დარიცხული პროცენტი. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის ტერმინი „დარიცხული პროცენტი“ გულისხმობს სადეპოზიტო ანგარიშზე ფაქტობრივად დარიცხულ პროცენტს.

4. ყოველთვიური შენატანის ოდენობა, თითოეული კომერციული ბანკისთვის გამოითვლება ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი მოცულობის  გამრავლებით შესაბამისი ბანკისთვის განსაზღვრულ ინდივიდუალურ ოდენობაზე (შესაბამისად ეროვნული და უცხოური ვალუტისთვის). შენატანის დაანგარიშების ბაზა გამოითვლება მეასედებამდე დამრგვალებული რიცხვების საფუძველზე.

5. ბანკი ანგარიშობს შენატანის ოდენობას ლარსა და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის როგორც ცალ-ცალკე, ასევე ჯამურად.

6. ბანკი ვალდებულია სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშის სახით მიაწოდოს დეპოზიტების შესახებ მონაცემები, ამ ინსტრუქციის დანართის შესაბამისად.

7. ბანკი ვალდებულია დაიანგარიშოს შენატანის ოდენობა კანონით, სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესითა და თავად გამოითვალოს გადასახდელი თანხის ოდენობა, როგორც ეს განსაზღვრულია ფორმა 01-ით“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკი ვალდებულია  ფორმა 01, ფორმა 02 და ფორმა 03 სააგენტოს წარუდგინოს Microsoft Excel-ის ფორმატით მართვის საინფორმაციო სისტემაში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://mis.diagency.ge“.

4. დანართი N1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

დანართი №1

ფორმა 01: ყოველთვიური ანგარიში დაზღვეული დეპოზიტების შესახებ

 

აღწერა

ოდენობა

ლარში

დეპოზიტების

რაოდენობა

დეპოზიტორების

რაოდენობა

ნაწილი

A

B

C

1

დეპოზიტების საერთო ოდენობა

(1.1. + 1.2.)

0

0

0

1.1.

ფიზიკური პირების დეპოზიტების

საერთო ოდენობა (1.1.1. + 1.1.2.)

0

0

0

1.1.1.

ლარში, საიდანაც:

 

 

 

 

ნარჩენი ვადით 1 წლამდე

 

 

 

 

1 წელზე მეტი ნარჩენი ვადით

 

 

 

1.1.2.

უცხოურ ვალუტაში, საიდანაც:

 

 

 

 

ნარჩენი ვადით 1 წლამდე

 

 

 

 

1 წელზე მეტი ნარჩენი ვადით

 

 

 

1.2.

იურიდიული პირების

დეპოზიტების საერთო ოდენობა

(1.2.1. + 1.2.2.)

0

0

0

1.2.1.

ლარში, საიდანაც:

 

 

 

 

ნარჩენი ვადით 1 წლამდე

 

 

 

 

1 წელზე მეტი ნარჩენი ვადით

 

 

 

1.2.2.

უცხოურ ვალუტაში, საიდანაც:

 

 

 

 

ნარჩენი ვადით 1 წლამდე

 

 

 

 

1 წელზე მეტი ნარჩენი ვადით

 

 

 

ნაწილი

 

 

 

1.3.

დაუზღვეველი დეპოზიტების

საერთო ოდენობა

0

0

0

1.3.1.

ადმინისტრატორების ან მათი

სახელით მოქმედი მესამე პირების

დეპოზიტები

 

 

 

1.3.2.

აქციონერების ან მათი სახელით

მოქმედი მესამე პირების

დეპოზიტები

 

 

 

1.3.3.

ოჯახის წევრების ან მათი სახელით

მოქმედი მესამე პირების

დეპოზიტები

 

 

 

1.3.4.

გარე აუდიტორების დეპოზიტები

 

 

 

1.3.5.

ნომინალური მფლობელობის

დეპოზიტები

 

 

 

1.3.6.

დეპოზიტები უზრუნველყოფის

ღონისძიებებით

 

 

 

ნაწილი

 

 

 

1.4.

გასათვალისწინებელი

დეპოზიტების საერთო ოდენობა

(1.1. - 1.3.)

0

0

0

1.4.1.

1.4.1. დაზღვეული დეპოზიტების

საერთო ოდენობა 15,000 ლარამდე

0

0

0

1.4.1.1.

ლარში

 

 

 

1.4.1.2.

 უცხოურ ვალუტაში, საიდანაც:

 

 

 

 

აშშ დოლარში

 

 

 

 

ევროში

 

 

 

 

სხვა ვალუტაში

 

 

 

1.4.2.

1.4.2. დაუზღვეველი ნაწილის

მთლიანი მოცულობა 15,000 ლარს

ზემოთ (1.4. – 1.4.1.)

 

 

 

1.4.2.1.

ლარში

 

 

 

1.4.2.2.

უცხოურ ვალუტაში

 

 

 

 

აშშ დოლარში

 

 

 

 

ევროში

 

 

 

 

სხვა ვალუტებში

 

 

 

ნაწილი

 

 

 

1.5.

 

 

შენატანის ოდენობა დაზღვეული

დეპოზიტების ლარში

განთავსებული ნაწილისთვის

0

x

x

1.6.

 

 

 

შენატანის ოდენობა დაზღვეული

დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში

განთავსებული ნაწილისთვის

0

x

x

1.7.

 

 

 

შენატანის ჯამური ოდენობა,

რომელიც გადახდილი უნდა იქნას

15 რიცხვამდე

0

X

X

 

ფორმა 01 - ის შევსების ინსტრუქცია

ფორმა 01 შედგება სამი ნაწილისგან:

  • „ა“ ნაწილი - დეპოზიტების საერთო რაოდენობა;
  • „ბ“ ნაწილი - დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო რაოდენობა;
  • „გ“ ნაწილი - გასათვალისწინებელი დეპოზიტების საერთო რაოდენობა;
  • „დ“ ნაწილი - შენატანის ოდენობა.

 

ყველა თანხა გამოხატულია ლარით, - მეასედებამდე დამრგვალებით, საანგარიშო თვის ბოლო დღის მდგომარეობით, მაგალითად, 31 დეკემბერი, 31 იანვარი, 28 თებერვალი და ა.შ.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით ბანკი შენატანის დაანგარიშების ბაზას გამოითვლის ეროვნული ვალუტით გამოხატული ოდენობების მიხედვით, საანგარიშო თვის ბოლო დღისთვის მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოყენებით. თითოეული ვალუტისთვის გამოიყენება სრული გაცვლითი კურსი დამრგვალების გარეშე.

„ა“ ნაწილი - დეპოზიტების საერთო რაოდენობა

ბანკი ვალდებულია „ა“ ნაწილში გააერთიანოს ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული  დეპოზიტების ბალანსი.

დეპოზიტების ბალანსი ნიშნავს დეპოზიტების ჯამს დამატებული დარიცხული პროცენტი, რომელიც უნდა გადაუხადოს ბანკმა დეპოზიტორს, ბანკსა და დეპოზიტორს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 პირველ პუნქტში უნდა ჩაიწეროს:

  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს საერთო დეპოზიტების (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების დეპოზიტები) ჯამური ბალანსი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს 1.1. და 1.2. ქვეპუნქტებში მოცემული რიცხვების ჯამს;
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები) ყველა ანგარიშის (იგულისხმება დადებითი ბალანსის მქონე ყველა ანგარიში, იქ სადაც თანხა მეტია ნულზე.) საერთო რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს დეპოზიტორების (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები) საერთო რაოდენობა. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.

 

  1. ქვეპუნქტი:
  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს 1.1.1. და 1.1.2. ქვეპუნქტებში მოცემული რიცხვების ჯამს;
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი ფიზიკური პირის ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ფიზიკური პირი დეპოზიტორების საერთო რაოდენობა. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.

 

  1. ქვეპუნქტი:
  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა ფიზიკური პირის ლარში განთავსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც დამატებით ჩაშლილი უნდა იყოს 1  წლამდე (მიმდინარე ანგარიშები და არაუმეტეს 1  წლამდე ნარჩენი ვადიანობის მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტები) და 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის მიხედვით;
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი ფიზიკური პირის ლარში არსებული ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დეპოზიტორი ფიზიკური პირების საერთო რაოდენობა, რომლებსაც დეპოზიტები განთავსებული აქვთ ლარში. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.

 

  1. ქვეპუნქტი:

 

  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა ფიზიკური პირის უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც დამატებით ჩაშლილი უნდა იყოს 1  წლამდე (მიმდინარე ანგარიშები და არაუმეტეს 1  წლამდე ნარჩენი ვადიანობის მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტები) და 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის მიხედვით;
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი ფიზიკური პირის უცხოურ ვალუტაში არსებული ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დეპოზიტორი ფიზიკური პირების საერთო რაოდენობა, რომლებსაც დეპოზიტები განთავსებული აქვთ უცხოურ ვალუტაში. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.

 

  1. ქვეპუნქტი:
  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა იურიდიული პირის დეპოზიტის  ჯამური ბალანსი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს 1.2.1. და 1.2.2. ქვეპუნქტებში მოცემული რიცხვების ჯამს;
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი იურიდიული პირის ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს დეპოზიტორი იურიდიული პირების საერთო რაოდენობა. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.

 

  1. ქვეპუნქტი:

 

  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა იურიდიული პირის ლარში განთავსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც დამატებით ჩაშლილი უნდა იყოს 1  წლამდე (მიმდინარე ანგარიშები და არაუმეტეს 1  წლამდე ნარჩენი ვადიანობის მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტები) და 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის მიხედვით;
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი იურიდიული პირის ლარში არსებული ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დეპოზიტორი იურიდიული პირების საერთო რაოდენობა, რომლებსაც დეპოზიტები განთავსებული აქვთ ლარში. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.

 

  1. ქვეპუნქტი:

 

  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა იურიდიული პირის უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც დამატებით ჩაშლილი უნდა იყოს 1  წლამდე (მიმდინარე ანგარიშები და არაუმეტეს 1  წლამდე ნარჩენი ვადიანობის დეპოზიტები) და 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის მიხედვით;
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი იურიდიული პირის უცხოურ ვალუტაში არსებული ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დეპოზიტორი იურიდიული პირების საერთო რაოდენობა, რომლებსაც დეპოზიტები განთავსებული აქვთ უცხოურ ვალუტაში. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.

 

„ბ“ ნაწილი - დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო რაოდენობა

 

1.3.1. ადმინისტრატორების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების დეპოზიტები

  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ადმინისტრატორების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების მფლობელობაში არსებული ყველა დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც გამოიანგარიშება ლარში;
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ადმინისტრატორების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების მფლობელობაში არსებული ანგარიშების რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკში დეპოზიტების მფლობელი  ადმინისტრატორების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების რაოდენობა. 

 

1.3.2. აქციონერების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების დეპოზიტები

 

  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი  აქციონერების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების მფლობელობაში არსებული ყველა დეპოზიტის ჯამური ბალანსი; 
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკის სააქციო კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების მფლობელობაში არსებული ანგარიშების რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკში დეპოზიტების მფლობელი იმ აქციონერების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების რაოდენობა, რომლებიც ფლობენ ბანკის კაპიტალის 5%-ს ან მეტს.

 

 

1.3.3. ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების დეპოზიტები

 

  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების და ადმინისტრატორების ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების, მფლობელობაში არსებული ყველა დეპოზიტის ჯამური ბალანსი;
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი  აქციონერების და ადმინისტრატორების ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების მფლობელობაში არსებული ანგარიშების საერთო რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი  აქციონერების და ადმინისტრატორების ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების რაოდენობა, რომლებსაც ბანკში აქვთ დეპოზიტი.

 

1.3.4. გარე აუდიტორების დეპოზიტები

 

  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს გარე აუდიტორ(ებ)ის მფლობელობაში არსებული ყველა დეპოზიტის ჯამური ბალანსი.  ამ პუნქტის მიზნებისთვის, ტერმინი „გარე აუდიტორი“ გულისხმობს ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს იმ აუდიტორული კომპანიის მმართველობითი ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომელმაც ბანკი შეამოწმა ბოლო სამი წლის მანძილზე;
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს გარე აუდიტორების მფლობელობაში არსებული ანგარიშების რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკში დეპოზიტების მფლობელი გარე აუდიტორების რაოდენობა. 

 

1.3.5. ნომინალური მფლობელობის დეპოზიტები

 

  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა იმ დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელსაც ფლობს ნომინალური მფლობელი (ან/და მფლობელი, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე);
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ნომინალური მფლობელის ან/და მფლობელის, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე, მფლობელობაში არსებული ანგარიშების რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დეპოზიტორების რაოდენობა, რომლებიც არიან ნომინალური მფლობელები ან/და რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე.

1.3.6. უზრუნველყოფის ღონისძიებად გამოყენებული დეპოზიტები

  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა იმ დეპოზიტის ნაშთი, რომელიც სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე გამოყენებულია წინასწარი ან დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებად ან რომლებით სარგებლობის უფლებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. დაზუსტების სახით, იმისათვის რათა დეპოზიტი ჩაითვალოს დაზღვეულ დეპოზიტად და არ ჩაითვალოს დაუზღვეველ დეპოზიტად,  სახეზე უნდა გვქონდეს ორი კუმულატიური პირობა: (ა) თანხა უნდა ირიცხებოდეს დეპოზიტორის სახელზე გახსნილ ანგარიშზე; და (ბ) დეპოზიტორს არ უნდა ჰქონდეს ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვის შეზღუდვა ან უნდა შეეძლოს მინიმუმ შეტანილი თანხის ნომინალური ოდენობის მიღება ბანკისაგან ან შესაბამისი ინსტრუმენტის სხვაგვარად განკარგვის გზით;

 

  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს 1.3.6. პუნქტის A სვეტში აღნიშნული ანგარიშების სრული რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს 1.3.6. პუნქტის A სვეტში აღნიშნული დეპოზიტების მფლობელი დეპოზიტორების რაოდენობა.

 

„გ“ ნაწილი  - გასათვალისწინებელი დეპოზიტების საერთო რაოდენობა

 

  1.  ქვეპუნქტი:
  • A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დაზღვეული დეპოზიტის ჯამური ბალანსი. დაზღვეული დეპოზიტები უდრის ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტს გამოკლებული დაუზღვეველი დეპოზიტების ჯამი ანუ 1.1.-1.3. ქვეპუნქტები; 
  • B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დაზღვეული ანგარიშის საერთო რაოდენობა;
  • C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დაზღვეული დეპოზიტორის ჯამური რაოდენობა ანუ იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთა დეპოზიტები არ განეკუთვნება დაუზღვეველ დეპოზიტებს.
  1. ქვეპუნქტი:

- A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ფიზიკური პირების 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარამდე ყველა დაზღვეული დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც არის ლარში არსებული დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობისა (1.4.1.1. ქვეპუნქტი) და უცხოურ ვალუტაში არსებული დაზღვეული დეპოზიტების (1.4.1.2. ქვეპუნქტი) ოდენობის ჯამი. ბანკი ვალდებულია თითოეული ფიზიკური პირის დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა გამოითვალოს ცალ-ცალკე შემდეგი წესით:

  • დააჯამოს ყველა ბალანსი (ლარში არსებული დეპოზიტები და უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტები კონვერტირებული ლარში);
  • გამოთვალოს ლარში დაანგარიშებულ ჯამურ ბალანსში შემავალი თითოეული ვალუტის კოეფიციენტი, აღნიშნულ ვალუტებში არსებული თანხის სრული ოდენობის (უცხოური ვალუტის შემთხვევაში ლარში კონვერტირებული) გაყოფით ჯამურ ბალანსზე. 
  • 15,000 ლარამდე არსებული თითოეული ვალუტისთვის მიღებული კოეფიციენტის 15,000 ლარზე გამრავლებით გამოიანგარიშოს მისი წილი დაზღვეულ თანხაში.
  • არსებობის შემთხვევაში, გამოითვალოს ფიზიკური პირების ნარჩენი დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა, ლარში გამოთვლილი ანგარიშების საერთო ოდენობისთვის თითოეულ ვალუტაში არსებული დაზღვეული დეპოზიტების ოდენობის გამოკლებით.

თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტებისათვის, რომლებსაც ფლობს ორი ან რამდენიმე ფიზიკური პირი, თითოეული დეპოზიტორის დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობის დაანგარიშების მიზნით, ბანკმა უნდა გაითვალისწინოს თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტის შესაბამისი ნაწილი (მაგ: თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსის 50% თითოეული დეპოზიტორისთვის).

მაგალითი:

დეპოზიტორ „ა“-ს საანგარიშო თვის ბოლოსთვის აქვს 3  დაზღვეული დეპოზიტი

 

ვალუტა

ოდენობა

გაცვლითი კურსი

ლარში

ვალუტის

კოეფიციენტი

დაზღვეული

დეპოზიტები

დაუზღვეველი

დეპოზიტები

ლარი

3,000.00

1

3,000.00

0.1875

2,812.50

187.50

აშშ დოლარი

3,000.00

3.2000

9,600.00

0.6000

9,000.00

600.00

ევრო

1,000.00

3.4000

3,400.00

0.2125

3,187.50

212.50

     

16,000.00

1.0000

15,000.00

1,000.00

 

ბანკი ჩასვამს  – 1.4.1. პუნქტში 15,000.00 ლარს, საიდანაც 1.4.1.1. ქვეპუნქტში იქნება 2,812.50 ლარი,  ხოლო 1.4.1.2. ქვეპუნქტში – 9,000.00 ლარისა (რომელიც შეესაბამება დაზღვეული დეპოზიტის აშშ დოლარში განთავსებულ ნაწილს) და 3,187.50 ლარის (რომელიც შეესაბამება დაზღვეული დეპოზიტის ევროში განთავსებულ ნაწილს) ჯამს, თითოეული ვალუტის სექციისთვის შესაბამისი ვალუტის მითითებით.

შესაბამისად, თითოეული დეპოზიტორის ლარში დაანგარიშებული ჯამური დეპოზიტების დაუზღვეველი ნაწილი მითითებული იქნება 1.4.2 პუნქტში, იმავე წესის გათვალისწინებით.   

  • B სვეტში ბანკი მიუთითებს  დაზღვეული ანგარიშების საერთო რაოდენობას (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, დეპოზიტორ „ა“-ს 3 ანგარიში);
  • C სვეტში ბანკი მიუთითებს იმ დეპოზიტორების საერთო რაოდენობას, რომელთა ანგარიშებიც დაზღვეულია (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში – დეპოზიტორი „ა“– 1 დეპოზიტორი).

 

1.4.2 ქვეპუნქტი - დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო რაოდენობა

 

ბანკები უთითებენ მხოლოდ იმ დეპოზიტორების მონაცემებს, რომელთა ლარში დაანგარიშებული გასათვალისწინებელი დეპოზიტების ჯამი აღემატება 15,000 ლარს:

  • A სვეტში ბანკი უთითებს ყველა ლარში დაანგარიშებული გასათვალისწინებელი დეპოზიტის დაუზღვეველ ოდენობას, რომელიც წარმოადგენს ჯამური ოდენობისა და დაზღვეული დეპოზიტების ჯამური ოდენობის სხვაობას, თითოეული ვალუტისათვის ცალ-ცალკე, ქვემოთ მოცემული მაგალითის შესაბამისად;   
  • B სვეტში ბანკი უთითებს დაუზღვეველი ანგარიშების რაოდენობას;
  • C სვეტში ბანკი უთითებს იმ დეპოზიტორების რაოდენობას, რომელთა დეპოზიტები კვალიფიცირდება გასათვალისწინებელ დეპოზიტად დაუზღვეველი ნაშთით (ლარში გამოსახული დეპოზიტები 15,000-ს ზემოთ).   

სააგენტო 1.4.1.1. ქვეპუნქტში მოცემულ რიცხვს გამოიყენებს ბანკის მიერ ლარში გამოსახული დეპოზიტებისათვის გადასახდელი ყოველთვიური შენატანის გამოსათვლელად.

სააგენტო 1.4.1.2. ქვეპუნქტში მოცემულ რიცხვს გამოიყენებს ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში გამოსახული დეპოზიტებისათვის გადასახდელი ყოველთვიური შენატანის გამოსათვლელად.  

ბანკის მიერ ყოველთვიურად რეგულარული შენატანის სახით გადასახდელი თანხა წარმოადგენს ლარში და უცხოურ ვალუტაში გამოსახული დეპოზიტებისათვის გადასახდელი თანხის ჯამს.

„დ“ ნაწილი  – შენატანის ოდენობა

1.5. პუნქტში ბანკმა უნდა დაიანგარიშოს შენატანი დაზღვეული დეპოზიტების ლარში გამოსახული ნაწილისთვის, 1.4.1.1. პუნქტში დაფიქსირებული რიცხვის გამრავლებით სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითგანსაზღვრულ პროცენტზე;  

1.6. პუნქტში ბანკმა უნდა დაიანგარიშოს შენატანი დაზღვეული დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გამოსახული ნაწილისთვის, 1.4.1.2 პუნქტში დაფიქსირებული რიცხვის გამრავლებით სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პროცენტზე;

1.7. პუნქტში ბანკმა უნდა დაიანგარიშოს გადასახდელი შენატანის ოდენობა, 1.5 პუნქტში მითითებული ლარში გამოსახულ დეპოზიტებზე შენატანისა და 1.6 პუნქტში მითითებული უცხოურ ვალუტაში გამოსახულ დეპოზიტებზე შენატანის შეკრებით.    

„დ“ ნაწილის „B“, „C“ და „D“ სვეტი რჩება შეუვსებელი.

დეპოზიტორისათვის გადასახდელი შენატანის ოდენობის დაანგარიშების მაგალითი თუ ლარში დაზღვეული დეპოზიტისათვის დადგენილია 0.03%, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 0.1% :

 

D

ნაწილი

     

1.5.

შენატანი დაზღვეული დეპოზიტების

ლარში განთავსებული ნაწილისთვის

0,84

x

x

1.6.

შენატანი დაზღვეული დეპოზიტების

უცხოურ ვალუტაში განთავსებული

ნაწილისთვის

12,19

x

x

1.7.

შენატანის ჯამური ოდენობა, რომელიც

გადახდილი უნდა იქნას 15 რიცხვამდე

13,03

x

x

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.


სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსიოთარ ძიძიკაშვილი