დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 668 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040230000.22.027.017161 |
|
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებით (სსმ, №160, 31/12/2009) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) სპეციალური მოსარჩელე – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რომელიც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების გარეშე, იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.“. 2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის შემთხვევაში, სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემებს, ასევე ინფორმაციას, რომ სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ ჩანაწერი ძალაშია სტატუსის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში.“. 3. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი: „თავი IV1 სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაცია მუხლი 201. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ზოგადი წესი 1. სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირდება ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომ – ორგანიზაცია), რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 2. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ვადაა 3 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ასეთი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება ძალადაკარგულია, თუ დაინტერესებული პირი რეგისტრაციის ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ წარადგენს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთოდეს გასული 3 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი, ამ ინსტრუქციის 202 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია. 3. სპეციალური მოსარჩელის სტატუსი უქმდება: ა) ორგანიზაციის მოთხოვნით; ბ) ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისას; გ) სტატუსის რეგისტრაციის ვადის გასვლით. 4. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვადის გაგრძელება ან/და რეგისტრაციის გაუქმება არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. მუხლი 202. განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის წესი 1. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციას (სტატუსის მიღება/გაგრძელება) სააგენტო ახორციელებს შესაბამისი ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე. 2. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სასამართლოს შესახებ, სადაც ამ ორგანიზაციის (ან მისი თანამშრომლის) მონაწილეობით მიმდინარეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სამართალწარმოება, შესაბამისი საქმის რეკვიზიტების (ნომერი, თარიღი) მითითებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინფორმაცია, სასამართლოს აქტი, ადმინისტრაციული აქტი, სხდომის ოქმი და სხვა), რომლითაც დასტურდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია. 4. დაინტერესებული პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები ითვალისწინებენ სპეციალური მოსარჩელის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას იმოქმედებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციისგან დაცვის ინტერესით, იმოქმედებენ გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის დაცვით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სრულად აცნობიერებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობა დადასტურებულად ჩაითვლება, თუ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციით დადგინდება, რომ სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრაციის მოთხოვნამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ორგანიზაცია (ან მისი თანამშრომელი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით მონაწილეობდა ან მონაწილეობს არანაკლებ 3 სამართალწარმოებაში. 6. საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა. 7. სააგენტოში სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობაზე პასუხისმგებელია უშუალოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები