დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 45-IIრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.020220 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/12/2020 - 22/07/2021)
|
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
|
თავი I
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი II საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 11,179,195.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები 10,342,270.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები 286,925.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 550,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი III საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 12,758,336.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2,266,926.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2,416,926.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150 000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი IV საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3,846,067.8) ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 11. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-1,373,712.8) ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 402,685.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1,776,397.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 2,472,355.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 5,278,915.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ა) ევრობონდის რეფინანსირებით ვალდებულებების ზრდა − 1 657.0 მლნ ლარის ოდენობით; ბ) საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (IV) ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 172.0 მლნ ლარის ოდენობით; გ) საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) IV) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 229.0 მლნ ლარის ოდენობით; დ) სექტორული განვითარების პროგრამის „თანამედროვე უნარები უკეთესი სამუშაო ადგილებისთვის“ ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 162.0 მლნ ლარის ოდენობით; ე) წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 271.0 მლნ ლარის ოდენობით; ვ) მაკროფინანსური დახმარების (MFA) IV პროგრამის ფარგლებში ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 286.0 მლნ ლარის ოდენობით; ზ) ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 663.0 მლნ ლარის ოდენობით; თ) COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 57.0 მლნ ლარის ოდენობით; ი) სსე-ს კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 331.0 მლნ ლარის ოდენობით; კ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 1 450.9 მლნ ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 2,806,560.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2021 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 33,680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალისა – 27,734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 5,945.8 მლნ ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
შენიშვნა: 1. გამოთვლისას გამოყენებულია გაცვლითი კურსი (2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით): 1 EUR = 3.9466 GEL; 1 SDR = 4.7229 GEL; 10 CNY = 5.0396 GEL; 100 JPY = 3.178 GEL; 1 KWD =10.8397 GEL; 1 USD = 3.3137 GEL. 2. ვალის მოცულობა არ მოიცავს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვინაიდან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მოცულობა დაუზუსტებელია.
მუხლი 14. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული პარამეტრების პროგნოზი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, იმავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) 2021 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრის მიღმა − 4 131.9 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 7.7%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%); ბ) 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 60.1%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.7%-ით − ჯამი: მშპ-ის 60.8% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%). თავი V საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
თავი VI საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 16. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი VII ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები
მუხლი 17. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 1. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები განისაზღვროს 225 000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
შენიშვნა: დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ბავშვის უფლებათა კოდექსით და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება. ამ მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების გარდა, 2021 წელს შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტებისათვის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის (25 07 – ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია) და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის (32 02 10 – საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა) უფლებამოსილებების დელეგირება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით სხვადასხვა მუნიციპალიტეტისათვის მიზნობრივი ტრანსფერის სახით განსაზღვრული 4 500.0 ათასი ლარის განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 3. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელშეწყობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით სხვადასხვა მუნიციპალიტეტისათვის სპეციალური ტრანსფერის სახით განსაზღვრული 15 150.0 ათასი ლარის განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 18. მუნიციპალიტეტის კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2021 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვროს 25%-ით. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 71-ე და 1145 მუხლების თანახმად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვროს შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
თავი VIII მარეგულირებელი ნორმები მუხლი 19. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განკარგვა 1. ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების – „56 01 – საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „56 02 – საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „56 03 – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებები“, „56 04 – ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები“, „56 09 – საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა“, „56 10 – საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საოპერაციო ხარჯებისა და სხვა ვალდებულებების თანადაფინანსება“, „56 12 − საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა“, „56 13 – დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები“ და „56 14 – 2020−2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დაფინანსება მუნიციპალიტეტებში“ – საბიუჯეტო სახსრების განკარგვა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. 2. ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების − „56 12 − საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა“ და „56 14 – 2020−2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დაფინანსება მუნიციპალიტეტებში“ − ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. მუხლი 20. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 40 000.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 280 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საქართველოს მთავრობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამას და მისი განკარგვის წესს. 4. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული მუნიციპალური და რეგიონული პროექტების დასაფინანსებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში. 5. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი განისაზღვროს 15 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი განისაზღვროს 10 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებით ჩამოჭრილი თანხები ასახოს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდით გათვალისწინებულ ასიგნებებში. 7. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციების, აგრეთვე მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მუხლი 21. დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელის – „56 11 – დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება“ – პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 22. დავალიანებების დაფარვა წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2021 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 23. სახელმწიფო ვალი 1. საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 3 148 000.0 ათასი ლარი: ა) ძირითადი თანხის დაფარვისათვის – 2 760 000.0 ათასი ლარი, მათ შორის: ა.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 293 300.0 ათასი ლარი; ა.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 799 100.0 ათასი ლარი; ა.გ) საგარეო ფასიანი ქაღალდები − 1 667 600.0 ათასი ლარი; ბ) პროცენტის გადახდისათვის – 388 000.0 ათასი ლარი, მათ შორის: ბ.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 82 608.0 ათასი ლარი; ბ.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 216 400.0 ათასი ლარი; ბ.გ) სახელმწიფოს მიერ საგარეო ფასიანი ქაღალდების მომსახურებისათვის – 88 992.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ კანონით საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, კრედიტორი ქვეყნის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით განახორციელოს საქართველოს იურიდიული პირებისათვის აღნიშნული სახსრებიდან თანხების ანაზღაურება ან შესაბამისი პროგრამების დაფინანსება ამ იურიდიული პირების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისათვის და მომსახურების გაწევისათვის. 3. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 2021 წელს დასაფარავი სუვერენული ევრობონდის რეფინანსირებისათვის 1 656 850.00 ათასი ლარის ფარგლებში ახალი ევრობონდის გამოშვება. 4. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასახდელი პროცენტის მოცულობა განისაზღვროს 30 000.0 ათასი ლარით (დაზუსტდება საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე), ხოლო დასაფარავი ძირითადი თანხის მოცულობა – 40 000.0 ათასი ლარით. 5. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 15 მარტს გამოშვებული 200 846.0 ათასი ლარის სახელმწიფო ობლიგაციების განახლება და 40 000.0 ათასი ლარის ფასიანი ქაღალდების გადაფორმება სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის. 6. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების დაფარვის აღრიცხვა განახორციელოს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი მუხლის შემცირებით. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით საშინაო ვალდებულებების წმინდა ზრდა განისაზღვროს 0 ლარით. მუხლი 24. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განმკარგავ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. 2021 წელს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით. 3. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ამ კანონის 26-ე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. 4. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიერ, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მათთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით, არაუმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა. 5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები. მუხლი 25. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვა 1. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საჯარო დაწესებულებებში დაიშვება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საჯარო დაწესებულებებში – შესაბამის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსთან შეთანხმებით. 3. არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა საჭიროებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებას, თუ საჯარო დაწესებულებაში 30 დღეზე მეტი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა აღემატება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობის 1%-ს. იმ საჯარო დაწესებულებაში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 1% 5 ერთეულზე ნაკლებია, შეთანხმებას საჭიროებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა, რომელიც 5 ერთეულზე მეტია. მუხლი 26. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დაცვის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1551 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით: ა) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს საქართველოს სამინისტროებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში გადახდის განხორციელება საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით; ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრული წესით წლიური ბიუჯეტის დაზუსტებისას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისათვის გათვალისწინებული გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება იმავე საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების განხორციელებასთანაა დაკავშირებული; გ) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას საჭიროებს; დ) საქართველოს სამინისტროებმა ყოველი კვარტალის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ამ კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის და ამ ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე; ე) საქართველოს სამინისტროებს მიეცეთ უფლება, ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია მიმართონ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიის ან მისი ნაწილის მიმართვა ამ კანონით გათვალისწინებულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯილდოს და დანამატის გაცემა, გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწესებული დანამატებისა; თ) ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის შესახებ წინადადებებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ი) 2021 წელს დაუშვებელია საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანა, რომელიც იწვევს საბიუჯეტო ორგანიზაციის შრომის ანაზღაურების ერთი თვის ფონდის ზრდას 2020 წლის 1 დეკემბერს მოქმედ საშტატო ნუსხასთან მიმართებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. მუხლი 27. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შემოსულობათა ხარჯვა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №835 ბრძანებულების შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების ხარჯვა განხორციელდეს ადგილზე, ამ კანონით შესაბამისი წარმომადგენლობისა და დაწესებულებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 28. საქართველოს პარლამენტის მიერ ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება საქართველოს პარლამენტს მიეცეს უფლება, პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ამ კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დააფინანსოს დაკრძალვასთან და სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება. მუხლი 29. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, 2020 წელს „ხარჯების“ და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებებით შესრულებული სამუშაოების/საქონლის/მომსახურების დაფინანსება, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც აუცილებელია თავდაცვის ძალების აღმშენებლობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, განახორციელოს ამ კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის „ხარჯების“ და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და დაწესებული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ შესასყიდ საქონელზე, სამუშაოსა და მომსახურებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმავე აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფები (ერთეულები) ითვლებიან შემსყიდველ ორგანიზაციებად და აქვთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა. მუხლი 30. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ამ კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელ ცალკეულ ღონისძიებებში გაგრძელდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, შემოღებულ იქნეს ღონისძიებათა ნაწილის ანაზღაურება მოსახლეობის მიერ თანაგადახდის პრინციპით. თანაგადახდის წესს, ფორმასა და მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. ამ კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამებისათვის − „მოსახლეობის სოციალური დაცვა“, „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა და კონტროლი“, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი“, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა“, „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა“ − გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა დაფინანსების, თანადაფინანსების, ანგარიშსწორების წესებსა და ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. „მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის“ ფარგლებში გაიცეს სახელმწიფო პენსია და სახელმწიფო კომპენსაცია. 4. სახელმწიფო პენსიის ოდენობა 2021 წლის 1 იანვრიდან განისაზღვროს: ა) 70 წლამდე ასაკის პენსიონერისათვის − 240 ლარით; ბ) 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერისათვის − 275 ლარით. 5. „მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ ფარგლებში: ა) გაიცეს სოციალური პაკეტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად; ბ) გაიცეს საყოფაცხოვრებო სუბსიდია „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების შესაბამისად; გ) გაგრძელდეს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი“; დ) გაგრძელდეს დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა შემწეობების გაცემა: ერთ დევნილზე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა განისაზღვროს 45 ლარით; ე) გაგრძელდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებების გაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით; ვ) დაფინანსდეს დახმარება შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით განსაზღვრული წესითა და პირობებით; ზ) დაფინანსდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ღონისძიება; თ) დაფინანსდეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა ღონისძიებები. 6. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, განსაზღვროს 2020 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ის სახელმწიფო პროგრამები/მათი ღონისძიებები/მოცულობები, რომელთა განხორციელებაც უწყვეტად გაგრძელდება 2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2021 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით გათვალისწინებული მიმწოდებლების გამოვლენამდე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ან ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მათი კომპონენტების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე გაგრძელდეს 2020 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ის ღონისძიებები, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც აუცილებელია სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, და ხელშეკრულებები გაფორმდეს იმავე მიმწოდებლებთან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა განსაზღვრული. ამასთანავე, აღნიშნულის შესახებ ეცნობოთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2020 წელს შესრულებული სამუშაოები დაფინანსდეს ამ კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან. 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2020 წელს გაცემული ვაუჩერები (შესაბამისი ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით) და „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2020 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით შესაბამისი პროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 10. ამ კანონით დამტკიცებული პროგრამული კოდის „27 03 02 02 − იმუნიზაცია“ ფარგლებში ვაქცინების, შპრიცების, მალარიის სამკურნალო მედიკამენტებისა და „ცივი ჯაჭვის“ აღჭურვილობების შესყიდვა განხორციელდეს გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, გამარტივებული შესყიდვით, ხოლო იმ ვაქცინების, შპრიცების, მალარიის სამკურნალო მედიკამენტებისა და „ცივი ჯაჭვის“ აღჭურვილობების შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, − „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 11. ამ კანონით დამტკიცებული პროგრამული კოდის „27 03 02 06 – ტუბერკულოზის მართვა“ ფარგლებში, მათ შორის, „საქართველოში ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მდგრადობის პროგრამის“ (GEO-T-NCDC) ღონისძიებებისათვის, და პროგრამული კოდის „27 03 02 07 – აივ ინფექციის/შიდსის მართვა“ ფარგლებში, მათ შორის, „საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის“ (GEO-H-NCDC) ღონისძიებებისათვის, ფარმაცევტული და სხვა სამედიცინო დანიშნულების საქონლის შესყიდვა, მათ შორის, აივ ინფექციის/შიდსის და ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის და მეორე რიგის მედიკამენტების შეძენა, ამ კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განხორციელდეს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვების მექანიზმისა და აგენტების, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პლატფორმის, გამოყენებით, ხოლო იმ ფარმაცევტული და სხვა სამედიცინო დანიშნულების საქონლის შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის მექანიზმისა და აგენტების საშუალებით, – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 12. ამ კანონით დამტკიცებული პროგრამული კოდის „27 03 02 06 – ტუბერკულოზის მართვა“ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეები ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვაში ხელშეწყობის მიზნით, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, ამბულატორიული მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში იღებენ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 13. დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის (სადაც დევნილი სახელმწიფოს მიერ იქნა განსახლებული და რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, აგრეთვე სადაც სამინისტრო ახორციელებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების (მათ შორის, ობიექტებში განსახლებულ დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა მიერ მოხმარებული წყლის, ნარჩენების გატანის, ასენიზაციისა და დეზინფექცია-დერატიზაციის, განსახლების ობიექტებში მომსახურებისა და მიმდინარე შეკეთების სხვა ხარჯები) ანაზღაურებას) ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება ერთ დევნილზე განისაზღვროს თვეში 2 ლარით. აღნიშნული დაფინანსება განხორციელდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად. ხელშეკრულების პირობებს და მის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციას ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 14. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის მიზნით შესაბამის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის მიმართ დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები. მუხლი 31. ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება და, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის (აბონენტებისათვის) ბუნებრივი აირის მოხმარებაზე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში განისაზღვროს შეღავათი თითოეულ აბონენტზე თვეში 700 მ3-ის (მაისსა და ოქტომბერში – 350 მ3-ის) ოდენობით. ამასთანავე, აბონენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, აღნიშნული პერიოდების შესაბამის საანგარიშო თვეში გამოუყენებელი შეღავათით ისარგებლონ მომდევნო თვეში, კერძოდ, 2020 წლის 1 დეკემბრიდან გამოუყენებელი შეღავათი გამოყენებულ იქნეს 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო რიცხული შეღავათი გაუქმდეს 2021 წლის 16 მაისს, 2021 წლის 15 ოქტომბრიდან გამოუყენებელი შეღავათი გამოყენებულ იქნეს 2022 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო რიცხული შეღავათი გაუქმდეს 2022 წლის 16 მაისს. 2. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეღავათით მოსარგებლე აბონენტების სააღრიცხვო ბარათებზე ყოველი თვის დასაწყისში ასახოს შეღავათის შესაბამისი ლიმიტი და შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოუყენებელი შეღავათი. 3. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების მიხედვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აანაზღაუროს 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ლიმიტის და შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოუყენებელი შეღავათის ფარგლებში ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულება. 4. ამ კანონით დამტკიცებული პროგრამული კოდის „24 07 03 05 − კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ხელშემწყობი ღონისძიებები“ განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. მუხლი 32. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 2021 წლის განმავლობაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ კანონით ადმინისტრაციისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე გასცეს ერთჯერადი დახმარებები. მუხლი 33. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცეს უფლება, პროგრამული კოდის „26 02 02 – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა“ ფარგლებში 2020 წელს მიღებული საქონლისა და მომსახურების დაფინანსება განახორციელოს ამ კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით იურიდიული კომპანიებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, შესაბამისი საარბიტრაჟო და სასამართლო ხარჯების, მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტების საარბიტრაჟო და სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კომპლექსურ საქმეებზე დავების საწარმოებლად იურიდიული მომსახურების შესყიდვის, არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში არამართლზომიერად გადაადგილებისა და დაკავების საქმეების უცხო ქვეყანაში წარმოებისა და ბავშვების საქართველოში დაბრუნების, საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარული საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული სხვა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით მათთან დაკავშირებული გადასახადების დაფინანსება, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დაფინანსება. მუხლი 34. საქართველოს საერთო სასამართლოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები ამ კანონის მე-16 მუხლით საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის განსაზღვრული მომუშავეთა რიცხოვნობა არ ზღუდავს კანონით დადგენილი წესით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების და მათთან დაკავშირებული თანამშრომლების (თანაშემწე, რეფერენტი და სხვა) დანიშვნას. მუხლი 35. ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა მის მიერ 2021 წელს მობილიზებული, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით შესაბამისმა უწყებამ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მიმართვა განახორციელოს ყოველი კვარტალის ბოლო სამუშაო დღეს, გადარიცხვის დღისათვის კვარტალში მიღებული შემოსავლის არანაკლებ 10%-ის ოდენობით. 3. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებულ გრანტებზე, აგრეთვე იმ შემოსავლებზე, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი იღებს მისი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან. თავი IX დასკვნითი დებულებანი მუხლი 36. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2019 წლის 10 დეკემბრის კანონი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020010.05.001.019680). |
თბილისი, 29 დეკემბერი 2020 წ. N45-IIრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები