დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
“სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოშიმშილე მსჯავრდებულთა და პატიმართა მიმართ მოპყრობის წესის და მათი შენახვის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35 |
დოკუმენტის მიმღები | იუსტიციის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 24/03/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 29/03/2000 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 410.012.004.143 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (29/03/2000 - 28/06/2012)
სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 410.012.004.143
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №35
2000 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოშიმშილე მსჯავრდებულთა და პატიმართა მიმართ მოპყრობის წესის და მათი შენახვის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„ პატიმრობის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონიდან გამომდინარე, მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და მათ მიმართ მოპყრობის პირობების სრულყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია „ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოშიმშილე მსჯავრდებულთა და პატიმართა მიმართ მოპყრობის წესის და მათი შენახვის პირობების შესახებ”.
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (გ. ყვარელაშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანების გაცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის, აგრეთვე მსჯავრდებულებისა და პატიმრებისათვის.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
ინსტრუქცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოშიმშილე მსჯავრდებულთა და პატიმართა მიმართ მოპყრობის წესის და მათი შენახვის პირობების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს ინსტრუქცია აწესრიგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ შიმშილობის გამოცხადების შემთხვევაში მათ მიმართ მოპყრობის წესსა და მათი შენახვის პირობებს.
მუხლი 2. შიმშილობის დაწყება
1. შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, მოშიმშილე მსჯავრდებულის ან პატიმრის (შემდგომში – მოშიმშილე), სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის წერილობითი ან ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) მოშიმშილისა და ექიმის თანდასწრებით ადგენს ოქმს, სადაც მიეთითება შიმშილობის დაწყების თარიღი, ასევე მოშიმშილის მოთხოვნები და აცნობებს ამის თაობაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და შესაბამის ზედამხედველ პროკურორს.
2. დაუშვებელია მოშიმშილე მსჯავრდებულის ან პატიმრის „პატიმრობის შესახებ” კანონით, დაწესებულების შინაგანაწესითა და კანონმდებლობით დადგენილი უფლებების შეზღუდვა.
3. შიმშილობის დაწყება არ ათავისუფლებს მოშიმშილეს „პატიმრობის შესახებ” კანონით, დაწესებულების შინაგანაწესითა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობებისაგან და დისციპლუნური პასუხისმგებლობისაგან. მოშიმშილეს დისციპლინური დარღვევების ჩადენისას ეკისრება პასუხისმგებლობა საერთო წესით.
მუხლი 3. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მოვალეობები
1. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) მოშიმშილეს დაუყოვნებლივ, ექიმის თანდასწრებით, განუმარტავს შიმშილობის დროს მის მიმართ მოპყრობის წესის, შენახვის პირობებისა და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო მძიმე შედეგების თაობაზე.
2. დირექტორი ვალდებულია გამოარკვიოს მოშიმშილის მიერ შიმშილობის დაწყების მიზეზები, მისი მოთხოვნების საფუძვლიანობა და ამის თაობაზე მოახსენოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და შესაბამის ზედამხედველ პროკურორს.
3. თუ მოშიმშილის კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება შედის ადმინისტრაციის კომპეტენციაში, ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ იღებს ზომებს მათი დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად და ამის თაობაზე აცნობებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ასევე შესაბამის ზედამხედველ პროკურორს.
4. თუ მოშიმშილის მოთხოვნების დაკმაყოფილება სცილდება ადმინისტრაციის კომპეტენციას, ადმინისტრაცია ამის თაობაზე აცნობებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, შესაბამის ზედამხედველ პროკურორს, ასევე იმ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებების სფეროსაც განეკუთვნება მოშიმშილის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
მუხლი 4. მოშიმშილის მიმართ მოპყრობის წესი და მისი შენახვის პირობები
1. მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, დირექტორის ბრძანებით იგი შეიძლება მოთავსდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების სტაციონარულ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტში.
2. თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი გაჩერება სასჯელაღსრულების დაწესებულების სტაციონარულ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი დირექტორის ბრძანებით, საექიმო დასკვის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადაიყვანება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში და ამის თაობაზე ეცნობება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ასევე შესაბამის ზედამხედველ პროკურორსა და მოშიმშილის ოჯახის წევრს.
3. მოშიმშილეს მიეწოდება საუზმე, სადილი და ვახშამი დადგენილი ნორმების მიხედვით, ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით. საკვების მიწოდებისას მოშიმშილეს განემარტება მისი მიღების აუცილებლობის შესახებ. საკვების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი მიწოდებიდან 2 საათის გასვლის შემდეგ კეთდება შესაბამისი აღრიცხვა მოშიმშილე მსჯავრდებულისათვის (პატიმარისათვის) მიწოდებული საკვების აღრიცხვის ბარათში (დანართი №1).
4. მოშიმშილე იმყოფება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და გადის ყოველდღიურ სამედიცინო შემოწმებას, რის შესახებაც აღინიშნება მოშიმშილის სამედიცინო ბარათში.
5. სამი დღე-ღამის განმავლობაში საკვების მიუღებლობის შემთხვევაში, მოშიმშილე ექვემდებარება საექიმო გასინჯვას მისი ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, რის შესახებაც აღინიშნება მოშიმშილის სამედიცინო ბარათში.
6. თუ შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში მოშიმშილის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს აშკარა საფრთხე ემუქრება, ადმინისტრაცია მოვალეა აღმოუჩინოს მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ამის შესახებ აცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ასევე შესაბამის ზედამხედველ პროკურორს. მკურნალობის პროცესი წყდება მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, რის თაობაზეც ექიმის მიერ მოშიმშილის სამედიცინო ბარათში კეთდება მოტივირებული დასკვნა.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
ამ ინსტრუქციის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ინსტრუქციის დანართი №1
მოშიმშილე მსჯავრდებულისათვის (პატიმრისათვის) საკვების მიწოდების აღრიცხვის ბარათი
№ |
| საუზმე | სადილი | ვახშამი | ||||||
| თარიღი | საკვები მიეწოდა (დრო) | საკვები ალაგდა (დრო) | საკვები მიაწოდა (ხელმო -წერა) | საკვები მიეწოდა (დრო) | საკვები ალაგდა (დრო) | საკვები მიაწოდა (ხელმო -წერა) | საკვები მიეწოდა (დრო) | საკვები ალაგდა (დრო) | საკვები მიაწოდა (ხელმო- წერა) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა: ბარათი თან ერთვის მოშიმშილე პირის სამედიცინო ბარათს
დოკუმენტის კომენტარები