დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში უსახელო ქუჩისთვის იუნკერ შალვა ერისთავის სახელისა და უსახელო ქუჩის შესახევევებისთვის იუნკერ შალვა ერისთავის ქუჩის პირველი და მეორე შესახვევების სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016011
42
22/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
000000000.00.152.016011
დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში უსახელო ქუჩისთვის იუნკერ შალვა ერისთავის სახელისა და უსახელო ქუჩის შესახევევებისთვის იუნკერ შალვა ერისთავის ქუჩის პირველი და მეორე შესახვევების სახელის მინიჭების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №42

2020 წელი 22 დეკემბერი

ქ. დუშეთი

დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში უსახელო ქუჩისთვის იუნკერ შალვა ერისთავის  სახელისა და უსახელო ქუჩის შესახევევებისთვის  იუნკერ შალვა ერისთავის ქუჩის პირველი და მეორე შესახვევების  სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის  №239 დადგენილების თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გადაწყვიტა:

1. დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს იუნკერ შალვა ერისთავის სახელი თანდართული რუკის მიხედვით, ხოლო შესახვევებს – იუნკერ შალვა ერისთავის ქუჩის პირველი და მეორე შესახვევები თანდართული რუკის მიხედვით.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის  გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით  მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამრთი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                         გიორგი ინაშვილი