„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016165
17
29/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
040170020.57.069.016165
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება  №17

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და იგი განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს და კრიტერიუმებს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმების წესს, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) გამოქვეყნების/შეთანხმების SMP მოდულში (შემდგომში – გამოქვეყნების/შეთანხმების მოდული) გამოქვეყნების წესს, აგრეთვე გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“;

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ი) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული, საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის:

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ამ წესის დანართით დადგენილი წესით, გამოაქვეყნოს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს გამარტივებული შესყიდვის ღირებულება და ინფორმაცია გამარტივებული შესყიდვის კონკრეტული საფუძვლის შესახებ.“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება უნდა იყოს მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება და არ უნდა არსებობდეს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც:

ა.ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება;

ა.ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.“;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის 41 მუხლის:

) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით ერთობლივად განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით ერთობლივი განხორციელების შესახებ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმების ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ამ წესის დანართით დადგენილი წესით, გამოაქვეყნოს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.

22. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულგადაწყვეტილებაში მიუთითოს გამარტივებული შესყიდვის ღირებულება და ინფორმაცია გამარტივებული შესყიდვის კონკრეტული საფუძვლის შესახებ, აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეთანხმების ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული რეკვიზიტები.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით ერთობლივად განხორციელების საფუძველია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტები და გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით ერთობლივად განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება − შესყიდვის განხორციელებამდე, ამ წესის დაცვით შეუთანხმოს სააგენტოს. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვასთან ერთად იტვირთება სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში. გამარტივებული შესყიდვის სხვა საფუძვლით განხორციელების შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შემსყიდველი ორგანიზაცია შეთანხმებას ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ტვირთავს სისტემის CMR მოდულში ხელშეკრულების რეგისტრაციასთან ერთად.“;

) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით ერთობლივად განხორციელების საფუძველია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტები და გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმდებამდე, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით, შესაბამის შეთანხმებასთან ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად გამოაქვეყნოს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში. გამარტივებული შესყიდვის სხვა საფუძვლით განხორციელების შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შეთანხმებას ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში აქვეყნებს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან ერთად.“;

) მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მითითებას იმ შემსყიდველი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს მომართვა სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში – თუ გამარტივებული შესყიდვა თანხმდება სააგენტოსთან.“;

 ) მე-4 პუნქტისქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ე) მითითებას იმ შემსყიდველი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.“;

5. ბრძანებით დამტკიცებული წესის 4მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 მუხლი:

მუხლი 42. მოცდის პერიოდი

1. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ წესის მე-4 და 41 მუხლით განსაზღვრული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოცდის პერიოდის ვადაში სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების ვადა არ აითვლება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში (შემდგომში – საბჭო), შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ათანხმებს სააგენტოსთან, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და თუკი აღნიშნული ექვემდებარება სააგენტოსთან შეთანხმებას ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება მოცდის პერიოდის ვადის გასვლის მომდევნო სამუშაო დღიდან. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სააგენტოსთან შეთანხმების ვადაში გაიხმოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რა დროსაც, გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი – „გახმობილია“.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა საბჭოში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეათანხმოს სააგენტოსთან, საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან. საჩივრის დაზუსტების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, აგრეთვე, საჩივრის დაზუსტების ვადაში არ განახორციელოს ქმედება, აგრეთვე, არ დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ამავე ვადაში, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების ვადა არ აითვლება. ამ შემთხვევაში, სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებული – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება შესაბამისად, საჩივრის დაუშვებლად ცნობის ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან, თუ გასულია საბჭოში გასაჩივრების ვადა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა საბჭოში, საბჭოს მიერ საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის ვადაში, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების ვადა არ აითვლება. ამავე ვადაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, არ განახორციელოს ქმედება, აგრეთვე, არ გააფორმოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებული – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან, თუ გასულია საბჭოში გასაჩივრების ვადა.

5. საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასინჯოს ან გააუქმოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებულ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ენიჭება სტატუსი –
„არ მიემართება შესათანხმებლად“, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“-„ი“ ქვეპუნქტების ან იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ენიჭება სტატუსი – „გამოქვეყნების პროცესი შეწყვეტილია“. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადასინჯული ან გაუქმებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილი პირობებით, ხელახლა გამოაქვეყნოს გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში. ამ შემთხვევაში ამ წესით განსაზღვრული მოცდის პერიოდის ვადის ათვლა იწყება თავიდან, ხოლო სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება ამ მუხლის შესაბამისად.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სააგენტოსთან შეთანხმებაპროცესის საჯაროობა

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება − თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, გამარტივებული შესყიდვის განხორციელებამდე, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა, დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს;

2. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, ამ წესის მე-3 მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, სააგენტოსთან თანხმდება სისტემის მეშვეობით, მომართვის სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში წარდგენის გზით, რის შედეგადაც მომართვას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განიხილება“.

3. მომართვა (გარდა დაზუსტებული მომართვისა), აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სააგენტოს წარედგინება 18:00 საათის შემდეგ ან უქმე და დასვენების დღეებში, წარდგენილად ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს.

4. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან თანხმდება ამ წესის 42 მუხლით განსაზღვრული მოცდის პერიოდის ვადის გასვლის შემდგომ. სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება 42 მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით, სისტემაში შექმნილი გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულის მეშვეობით, რის შედეგადაც სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განიხილება“, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საბჭოში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოსთან შეთანხმების ვადის ათვლა იწყება საჩივრის დაუშვებლად ცნობის, საჩივრის განუხილველად დატოვების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან.

5. ამ წესის 42 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასინჯოს ან გააუქმოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებულ – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი –
„არ მიემართება შესათანხმებლად“, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადასინჯული ან გაუქმებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილი პირობებით, ხელახლა გამოაქვეყნოს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში. ამ შემთხვევაში ამ წესით განსაზღვრული მოცდის პერიოდის ვადის ათვლა იწყება თავიდან, ხოლო სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება 4და მე-5 მუხლების შესაბამისად.

6. შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვა/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, უნდა დასტურდებოდეს გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი, მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ამ წესით დადგენილ პირობებთან შესაბამისობა, ხოლო, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა დგინდებოდეს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა/გაუქმება.

7. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის საფუძვლიანობა და მისი დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა მოწმდება ამ წესის დანართით განსაზღვრული კითხვარით, რომელიც გენერირებულია სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.

8. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და საკითხი ეხება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების საფუძვლიანობა, ასევე, მისი ამ წესითა და კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობა მოწმდება ამ წესის დანართით განსაზღვრული კითხვარით, რომელიც გენერირებულია სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.

9. შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მომართვა, აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ამასთან, სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს ან სტუმრებს (თუ ისინი სისტემაში სტუმრის სტატუსით შესვლის შემდეგ, დამატებით გაივლიან ავტორიზაციას Facebook-ის ანგარიშის მეშვეობით) აქვთ შესაძლებლობა, მომართვის წარდგენიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში წარადგინონ მოსაზრება შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე.

10. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შეცვალოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მხოლოდ მოცდის პერიოდის დასრულებამდე, გარდა ამ წესის 42 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ წესის 42 მუხლით განსაზღვრული მოცდის პერიოდის ვადაში, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში ნებისმიერი სახის ცვლილებისას, მოცდის პერიოდის ვადა გრძელდება გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით, გარდა ამ მუხლის მე-16-მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში ნებისმიერი სახის ცვლილებისას, შესაბამისი ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ატვირთოს გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.

11. იმ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია და თუ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან შესყიდვის დაყოვნება, ალბათობის მაღალი ხარისხით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სიკეთე(ებ)ს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაიწყოს შესყიდვის პროცედურები, რაზეც იგი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მიმართავს სააგენტოს ამ მუხლის მე-2-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.

12. იმ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და თუ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნება შეუძლებელია, რადგან შესყიდვის დაყოვნება, ალბათობის მაღალი ხარისხით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სიკეთე(ებ)ს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაიწყოს შესყიდვის პროცედურები, რაზეც იგი იღებს დასაბუთებულ – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ამ წესით დადგენილი პირობით, შესაბამის გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან ერთად აქვეყნებს სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში.

13. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია და ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება ერთობლივად, სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში მომართვას წარადგენს ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის 41 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში. ასეთ შემთხვევაში, მომართვაში მიეთითება ერთობლივი შესყიდვის მონაწილე სხვა შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის რეკვიზიტებიც.

14. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება ერთობლივად, სისტემაში შექმნილ მოქვეყნების/შეთანხმების მოდულში სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სააგენტოსთან ათანხმებს, ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის 41 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში მიეთითება ერთობლივი შესყიდვის მონაწილე სხვა შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის რეკვიზიტებიც.

15. ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა უნდა დასტურდებოდეს ერთობლივი შესყიდვის მონაწილე ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან მიმართებით.

16. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილების შედეგად, შესყიდვის ღირებულება იცვლება იმგვარად, რომ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი –„გამოქვეყნება შეწყვეტილია“ და მის მიმართ არ გაგრძელდება ამ წესის 42 მუხლით განსაზღვრული მოცდის პერიოდის ვადის დინება.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ -„დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, მომართვა სააგენტოსთან თანხმდება ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ხოლო, თუ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ი“ ქვეპუნქტებით ან იმავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, ამგვარი გადაწყვეტილება არ საჭიროებს სააგენტოს თანხმობას და შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დადგენილი წესით დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.“;

7. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო იხილავს, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი მომართვა ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, რის შედეგადაც, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გაიხმოს მომართვა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას ენიჭება სტატუსი „გახმობილია“.

2. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვით ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით და გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრდა საბჭოში, ამ შემთხვევაში, სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებული – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება მოცდის პერიოდის ვადის გასვლის მომდევნო სამუშაო დღიდან. სააგენტო, არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სააგენტოსთან შეთანხმების ვადაში გაიხმოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რა დროსაც, გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი – „გახმობილია“.

3. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვით ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით და გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდა საბჭოში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეათანხმოს სააგენტოსთან, საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევენო სამუშაო დღიდან, თუ გასულია საბჭოში გასაჩივრების ვადა. საჩივრის დაზუსტების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, აგრეთვე, საჩივრის დაზუსტების ვადაში, არ განახორციელოს ქმედება, აგრეთვე, არ დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ამავე ვადაში, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების ვადა არ აითვლება, ხოლო სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნებული – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განიხილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებად და სააგენტოსთან შეთანხმების ვადა აითვლება შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, საჩივრის დაუშვებლად ცნობის ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან, თუ გასულია საბჭოში გასაჩივრების ვადა. აღნიშნული ვადის დადგომიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ.

4. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს აგრეთვე საბჭოს გადაწყვეტილებით. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას აგრეთვე იხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაინტერსებული პირების მიერ გამოხატულ მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაზუსტება, თუ იგი არ შეესაბამება ამ წესითა და, მისი დანართებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ შეიცავს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ინფორმაციას ან დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი „დასაზუსტებელია“.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაზუსტებლად განესაზღვრება ერთი სამუშაო დღე, რა პერიოდშიც სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის დინება ჩერდება. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დადგენილ ვადაში არ დააზუსტებს მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განუხილველი“, ხოლო თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დააზუსტებს მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, იგი მას ანიჭებს სტატუსს „დაზუსტებულია“. სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს დაზუსტებული მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს. მომართვა/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განუხილველი დარჩება აგრეთვე, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არასრულყოფილად დააზუსტებს მას, რა დროსაც მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიენიჭება სტატუსი „განუხილველი“. სააგენტო ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს დაზუსტებული მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილების წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

7. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ წარდგენილი მომართვა/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო დასაბუთებულ უარს უცხადებს შემსყიდველ ორგანიზაციას თანხმობის მიცემაზე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი „უარყოფილია“.

8. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ წარდგენილი მომართვა/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი „თანხმობა გაცემულია“.

9. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სააგენტოსთან შეთანხმების ვადაში, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, გაიხმოს მომართვა/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი „გახმობილია“.

10. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების უფლება, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების უფლება, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ სააგენტოს თანხმობის მიღების შემთხვევაში.

11. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად, ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციას საქართველოს მთავრობისთვის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ.

12. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო უარს განაცხადებს თანხმობის გაცემაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, დადოს ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და იგი ვალდებულია, შესყიდვა განახორციელოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

13. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, ამ წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო, იმავე მუხლით დადგენილი წესით, ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების კანონიერებას. კანონიერების დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მართლზომიერად ცნობს შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას (რა დროსაც მომართვას ენიჭება სტატუსი „თანხმობა გაცემულია“), ხოლო დაუდასტურებლობის შემთხვევაში – მოსთხოვს შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვის დაწყებული პროცედურების დაუყოვნებლივ შეჩერებასა და მისი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვას (რა დროსაც მომართვას ენიჭება სტატუსი „უარყოფილია“). ამასთან, შემყიდველ ორგანიზაციას დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

14. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გასაჩივრება არ იწვევს სააგენტოს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.“.

8. ბრძანებით დამტკიცებული წესის 71 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 71ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში“.

9. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულების დადებისას აგრეთვე დაცული უნდა იყოს ის პირობები, რომლებზეც სააგენტომ შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გასცა თანხმობა. აღნიშნული პირობები აგრეთვე დაცული უნდა იყოს იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულების დადებისას − თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას, არეთვე იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულების დადებისას − თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულება უნდა დადოს მის მიერ მომართვაში/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას, ამ წესით განსაზღვრული სააგენტოს თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში.“;

) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3პუნქტი:

„31. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ი“ ქვეპუნქტებით ან იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ წესით განსაზღვრული მოცდის პერიოდის გასვლის შემდგომ, ხოლო გადაწყვეტილების საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში – მოცდის პერიოდის ვადის გასვლისა და საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის/განუხილველად დატოვების/დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საბჭოში გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, გონივრულ ვადაში დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის CMR მოდულში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში).“;

) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გააუქმოს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, გარდა ამ გადაწყვეტილების საბჭოში გასაჩივრებისას, საბჭოს მიერ საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას ენიჭება სტატუსი „გაუქმებულია“, რა დროსაც შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“.

10. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის/სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სისტემის გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში რეგისტრაციის ნომერს – თუ გამარტივებული შესყიდვა თანხმდება სააგენტოსთან;“.

11. ბრძანებით დამტკიცებული წესის 151 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 მუხლი:

მუხლი 152. სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების ტექნიკური კორექტირება

1. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას არასწორად მიანიჭა ხელშეკრულების სტატუსი – „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, სააგენტო ამ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას უბრუნებს ხელშეკრულების სტატუსს „მიმდინარე ხელშეკრულება“.

2. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობით მომართვას იხილავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში და ახორციელებს შესაბამის ქმედებას ან უარს ამბობს მის განხორციელებაზე, თუ წერილობითი მომართვა უსაფუძვლოა. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას ხარვეზის გამოსწორება ან/და დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს დრო მის/მათ გამოსასწორებლად ან/და წარმოსადგენად, რა პერიოდშიც ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.

12. შეიცვალოს ბრძანების პირველი მუხლისქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების განხორციელების წესი – დანართი.“.

13. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე



დანართი

 

გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების განხორციელების წესი

1. შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების კითხვარი

1.1. ექსკლუზიური უფლებამოსილება, თუ ამ საფუძვლით შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

• გთხოვთ მიუთითოთ, რომელი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს შესასყიდი საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

შენიშვნა: თუ შემსყიდველი ორგანიზაციაშესყიდვის ღირებულებაშიმონიშნავს შესყიდვის ღირებულების ისეთ ოდენობას, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინამდებარე კითხვარს სისტემა ავტომატურად მიანიჭებს შესაბამის კოდს, რა დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება?

• რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• აღემატება თუ არა შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს? (კი/არა)

• [თუ აღემატება] ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ აღემატება] როგორ განისაზღვრა ქვეყნის გარეთ გონივრული ტერიტორიული ფარგლები?

• [თუ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• რამდენად შესაძლებელია, რომ შესყიდვის ობიექტი დანაწევრდეს ცალკეულ კომპონენტებად და იმგვარად იქნეს შესყიდული? (კი/არა)

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრდეს შესყიდვის ობიექტი?

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება შესყიდვა დანაწევრებული კომპონენტების მიხედვით?

• [თუ შესაძლებელია დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრებული კომპონენტების სხვადასხვა პირისგან შესყიდვა?

• როგორ განისაზღვრება ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები?

• რამდენად გონივრულია ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადა იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში ბაზარზე შესაძლებელია გაჩნდეს საქონლის მომწოდებელი, მომსახურების გამწევი ან სამშენებლო სამუშაოს შემსრულებელი სხვა პირი ან/და მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება​​[1].

1.2. გადაუდებელი აუცილებლობა, თუ ამ საფუძვლით შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

•გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

შენიშვნა: თუ შემსყიდველი ორგანიზაციაშესყიდვის ღირებულებაშიმონიშნავს შესყიდვის ღირებულების ისეთ ოდენობას, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინამდებარე კითხვარს სისტემა ავტომატურად მიანიჭებს შესაბამის კოდს, რა დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

• რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

• რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

• ხომ არ აყენებს ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

• ხომ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეული ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით? (კი/არა)

• [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მონიშნოთ ტენდერის/კონკურსის სტატუსი.

• [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მიუთითოთ ტენდერის/კონკურსის ნომერი/ნომრები.

• [თუ გამოწვეულია] ხელშეკრულების დადებით ხომ არ უარესდება სატენდერო/საკონკურსო პირობები? (კი/არა)

• [თუ იცვლება პირობები] გთხოვთ დაასაბუთოთ, რატომ ვერ იქნება დაცული სატენდერო/საკონკურსო პირობები?

• გთხოვთ მიუთითოთ ვადა, რომელიც საჭიროა ვითარების აღმოსაფხვრელად.

• რატომაა შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრა ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით?

• როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ სააგენტოში მომართვის წარდგენამდე?

• რატომაა შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა?

• გთხოვთ მიუთითოთ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა, რომელიც საჭიროა შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად.

• რით დასტურდება, რომ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობას?

• რა ვადაა საჭირო ხელშეკრულების გასაფორმებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება​​[2].

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

1.3. გადაუდებელი აუცილებლობა, თუ იგი ეფუძნება წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტს და თუ ამ საფუძვლით შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

შენიშვნა: თუ შემსყიდველი ორგანიზაციაშესყიდვის ღირებულებაშიმონიშნავს შესყიდვის ღირებულების ისეთ ოდენობას, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინამდებარე კითხვარს სისტემა ავტომატურად მიანიჭებს შესაბამის კოდს, რა დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და დადებული ხელშეკრულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

• რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

• რა რეალური საფრთხე ექმნებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

• ხომ არ აყენებდა ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

• გთხოვთ მიუთითოთ, ალბათობის მაღალი ხარისხით, შესყიდვის დაყოვნება რა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებს?

• როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ სააგენტოში მომართვის წარდგენამდე?

• რატომ იყო შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა?

• გთხოვთ მიუთითოთ ვითარების აღმოსაფხვრელად შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა.

• რით დასტურდება, რომ შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობას?

• გთხოვთ ატვირთოთ დადებული ხელშეკრულება, თუ იგი ჯერ არ არის ატვირთული სისტემის CMR მოდულში.

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება​​[3].

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

1.4. მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, თუ ამ საფუძვლით შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ მიმწოდებელი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

შენიშვნა: თუ შემსყიდველი ორგანიზაციაშესყიდვის ღირებულებაშიმონიშნავს შესყიდვის ღირებულების ისეთ ოდენობას, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინამდებარე კითხვარს სისტემა ავტომატურად მიანიჭებს შესაბამის კოდს, რა დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

• გთხოვთ აღწეროთ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტი.

• ატვირთულია თუ არა სისტემაში თავდაპირველი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება? (კი/არა)

• [თუ ატვირთულია] გთხოვთ მიუთითოთ სატენდერო/საკონკურსო განცხადების ან ხელშეკრულების CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი.

• [თუ ხელშეკრულება დადებულია სისტემის ან სისტემის CMR მოდულის შექმნამდე] გთხოვთ ატვირთოთ ხელშეკრულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• რატომ იქნება გამოწვეული შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობა, თუ ხელშეკრულება არ დაიდება თავდაპირველ მიმწოდებელთან ან მის ქვეკონტრაქტორთან? რატომ ვერ გაფორმდება ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება​​[4].

1.5. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება, თუ ამ საფუძვლით შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდ(ებ)ი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება

შენიშვნა: თუ შემსყიდველი ორგანიზაციაშესყიდვის ღირებულებაშიმონიშნავს შესყიდვის ღირებულების ისეთ ოდენობას, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინამდებარე კითხვარს სისტემა ავტომატურად მიანიჭებს შესაბამის კოდს, რა დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

• მოკლედ აღწერეთ ჩასატარებელი ღონისძიება.

• რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს?

• რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი?

• რა პერიოდია გათვალისწინებული ღონისძიების ჩასატარებლად?

• გთხოვთ მიუთითოთ ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ჩამონათვალი, ოდენობა (მოცულობა).

•რატომ გამოიწვევს ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას?

• გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტი.

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება​​[5].

 

___________________________________________________

​​[1] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​[2] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​[3] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​[4] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​[5] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად

 

 

2. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი.

თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის ამ პუნქტით განსაზღვრული წესით, შეავსოს კითხვარი და გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

2.1. ექსკლუზიური უფლებამოსილება, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მიუთითოთ, რომელი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს შესასყიდი საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება?

• რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• აღემატება თუ არა შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს? (კი/არა)

• [თუ აღემატება] ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ აღემატება] როგორ განისაზღვრა ქვეყნის გარეთ გონივრული ტერიტორიული ფარგლები?

• [თუ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• რამდენად შესაძლებელია, რომ შესყიდვის ობიექტი დანაწევრდეს ცალკეულ კომპონენტებად და იმგვარად იქნეს შესყიდული? (კი/არა)

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრდეს შესყიდვის ობიექტი?

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება შესყიდვა დანაწევრებული კომპონენტების მიხედვით?

• [თუ შესაძლებელია დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრებული კომპონენტების სხვადასხვა პირისგან შესყიდვა?

• როგორ განისაზღვრება ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები?

• რამდენად გონივრულია ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადა იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში ბაზარზე შესაძლებელია გაჩნდეს საქონლის მომწოდებელი, მომსახურების გამწევი ან სამშენებლო სამუშაოს შემსრულებელი სხვა პირი ან/და მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება​​[6].

2.2. გადაუდებელი აუცილებლობა, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

•გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

• რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

• რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

• ხომ არ აყენებს ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

• ხომ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეული ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით? (კი/არა)

• [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მონიშნოთ ტენდერის/კონკურსის სტატუსი.

• [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მიუთითოთ ტენდერის/კონკურსის ნომერი/ნომრები.

• [თუ გამოწვეულია] ხელშეკრულების დადებით ხომ არ უარესდება სატენდერო/საკონკურსო პირობები? (კი/არა)

• [თუ იცვლება პირობები] გთხოვთ დაასაბუთოთ, რატომ ვერ იქნება დაცული სატენდერო/საკონკურსო პირობები?

• გთხოვთ მიუთითოთ ვადა, რომელიც საჭიროა ვითარების აღმოსაფხვრელად.

• რატომაა შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრა ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით?

• როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე?

• რატომაა შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა?

• გთხოვთ მიუთითოთ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა, რომელიც საჭიროა შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად.

• რით დასტურდება, რომ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობას?

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

• რა ვადაა საჭირო ხელშეკრულების გასაფორმებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება​​[7].

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.)

2.3. გადაუდებელი აუცილებლობა (თუ იგი ეფუძნება წესის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტს) და თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

• რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

• რა რეალური საფრთხე ექმნებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

• ხომ არ აყენებდა ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

• გთხოვთ მიუთითოთ, ალბათობის მაღალი ხარისხით, შესყიდვის დაყოვნება რა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებს?

• როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე?

• რატომ იყო შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით აღმოფხვრა?

• გთხოვთ მიუთითოთ ვითარების აღმოსაფხვრელად შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა.

• რით დასტურდება, რომ შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო კრიტიკულ რაოდენობას/მოცულობას?

• გთხოვთ ატვირთოთ დადებული ხელშეკრულება.

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება​​[8].

• გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

2.4. მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ მიმწოდებელი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• გთხოვთ აღწეროთ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტი.

• ატვირთულია თუ არა სისტემაში თავდაპირველი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება? (კი/არა)

• [თუ ატვირთულია] გთხოვთ მიუთითოთ სატენდერო/საკონკურსო განცხადების ან ხელშეკრულების CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი.

• [თუ ხელშეკრულება დადებულია სისტემის ან სისტემის CMR მოდულის შექმნამდე] გთხოვთ ატვირთოთ ხელშეკრულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• რატომ იქნება გამოწვეული შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობა, თუ ხელშეკრულება არ დაიდება თავდაპირველ მიმწოდებელთან ან მის ქვეკონტრაქტორთან? რატომ ვერ გაფორმდება ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება​​[9].

2.5. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდ(ებ)ი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• მოკლედ აღწერეთ ჩასატარებელი ღონისძიება.

• რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს?

• რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი?

• რა პერიოდია გათვალისწინებული ღონისძიების ჩასატარებლად?

• გთხოვთ მიუთითოთ ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ჩამონათვალი, ოდენობა (მოცულობა).

• რატომ გამოიწვევს ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას?

• გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტი.

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება​​[10].

2.6. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის“-„ქვეპუნქტებით, ასევე იმავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდ(ებ)ი.

• გთხოვთ, მიუთითოთ, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების კონკრეტული საფუძველი:

- წარმომადგენლობითი ხარჯები

- ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახადები

- განსაზღვრული წლოვანების ავტოსატრანსპორტო საშუალებები

- გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯები

- სსიპ უმაღ/საგანმანათლებლო დაწესებულებების გამონაკლისი გამარტივებული შესყიდვები

- შესყიდვა რეგენტთა საბჭოს თანხმობით

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

შენიშვნა: შემსყიდველმა ორგანიზაციამშესყიდვის ღირებულებაშიუნდა მონიშნოს შესყიდვის ისეთი ღირებულება, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიუთითებს შესყიდვის ისეთ ღირებულებას, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, სისტემა მას უარს ეტყვის კითხვარის დარეგისტრირებაზე.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რაზე დაყრდნობით შეირჩა გამარტივებული შესყიდვის საფუძველი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

•რაზე დაყრდნობით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• ატვირთეთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება​​[11}.

 

________________________________________________________

​​[6] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​[7] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​[8] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​[9] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​[10] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​[11] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

 

 

3. ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• გთხოვთ მიუთითოთ თავდაპირველი მომართვის SMP ნომერი.

• გთხოვთ დეტალურად აღწეროთ, თუ რა სახის ცვლილება შეგაქვთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში.

• რატომ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული შესაცვლელი საკითხები თავდაპირველი მომართვისას?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება​​[12}

• გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტებში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

_________________________________________________________________

​​[12] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

​​.