„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 782
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.022506
782
23/12/2020
ვებგვერდი, 23/12/2020
240110000.10.003.022506
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №782

2020 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015,  240110000.10.003.018733) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებულ „თურქულის დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესში“ (დანართი №1) მე-60 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ვალდებულია, ჰქონდეს შემუშავებული თურქულის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება:

ა) თურქულის შესახებ ცნობიერების ამაღლების, მისი აფეთქებისას მზადყოფნისა და გარემოს დაცვის შენარჩუნებისთვის საჭირო ზომები;

ბ) აფეთქების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი დაზიანების მინიმუმადე შემცირება, კერძოდ, თუ აუცილებელია დაიწვას ან დაიმარხოს ადგილზე მკვდარი ან დახოცილი ცხოველების ტანხორცი;

გ) თურქულის აფეთქების სწრაფი და ეფექტიანი აღმოფხვრისათვის საჭირო ყველა მოწყობილობის, პერსონალისა და სხვა სათანადო მასალების ხელმისაწვდომობა;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა;

ე) ზომები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მითითების გათვალისწინებით:

ე.ა) გადაუდებელი ვაქცინაციის შემთხვევაში საჭირო ვაქცინის მოთხოვნები; და

ე.ბ) რეგიონში ამთვისებელი ცხოველების სიმჭიდროვე, ცხრილით − „კრიტერიუმი, რომლის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება დამცავი (პროფილაქტიკური) ვაქცინაციის გამოყენებაზე და სახელმძღვანელო მითითებები გადაუდებელი ვაქცინაციის პროგრამებზე“ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.“.

 

2. დადგენილებით დამტკიცებულ „ღორის კლასიკურ ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესში“ (დანართი №6):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ჭირით ინფიცირებული ღორი − ღორი ან ღორის სხეული, რომელშიც კლინიკური სიმპტომებით, სიკვდილის შემდგომი დაზიანებებით ან დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევით დასტურდება ჭირის არსებობა;“;

ა.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მარკერი ვაქცინა − ვაქცინა, რომელსაც შეუძლია, გამოიმუშაოს დამცავი იმუნიტეტი, რომელიც განასხვავდება საველე ტიპის ვირუსით გამოწვეული ბუნებრივი ინფექციის იმუნური პასუხისგან დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების საშუალებით;“;

ა.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო  − „ტექნიკური რეგლამენტის − ღორის კლასიკური ჭირის  დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 ნოემბრის №498 დადგენილება;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ღორების დაკვლის შემდეგ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად აღებული სათანადო რაოდენობის ნიმუშების გამოკვლევისათვის გადაგზავნა შესაბამის ლაბორატორიაში, რათა დადგინდეს ჭირის შეტყობინებამდე  ფერმაში ჭირის შეტანის გზები და  მისი შესაძლო არსებობის დროის ხანგრძლივობა;“;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ჭირის პირველადი ეპიზოოტიის შემთხვევაში, ჭირის ვირუსის გამოყოფა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად გენეტიკური ტიპის დასადგენად;“;

გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები გამოყენებულ უნდა იქნეს ასეთ ფერმებში, თუ ეპიზოოტოლოგიური მდომარეობა ასე მოითხოვს. დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად საკმარისი რაოდენობის ნიმუშები უნდა იქნეს აღებული  მოკლული ღორებიდან, რათა ფერმაში გამოირიცხოს ან დადასტურდეს ღორის კლასიკური ჭირის არსებობა.“;

დ) მე-10 მუხლის:

დ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფერმაში ღორების დაავადებისა და სიკვდილიანობის შემთხვევები უნდა ეცნობოს სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებული და მკვდარი ღორების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ლაბორატორიულ გამოკვლევას.“;

დ.ბ) მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ღორების მოკვლის ან დაკვლის შემდეგ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად აღებული საკმარისი რაოდენობის ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში,  ფერმაში ჭირის  არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით;“;

დ.გ) მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ყველა ფერმის ღორების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე, ჭირის შესაძლო გამოვლინების მიზნით, ინფიცირებული ფერმების წინასწარი გასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ.“;

ე) მე-11 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მფლობელისგან ფერმაში ღორების ავადობის ან სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება;“;

ე.ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ფერმის ყველა ღორის კლინიკურ და დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოს შესაბამისად განსაზღვრულ ლაბორატორიულ შემოწმებამდე  ჭირის  შესაძლო გამოვლინების მიზნით;“;

ვ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის:

ვ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  ღია ტიპის   ფერმასთან  დაკავშირებით,  ღორების  რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა მოხდეს ინდიკატორული ღორების შეყვანით, რომლებიც შემოწმებულია და რომლებზეც გამოვლენილია ჭირის მიმართ ანტისხეულების არსებობის ნეგატიური შედეგი ან არიან იმ ფერმიდან, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას ჭირთან დაკავშირებით. ინდიკატორული ღორები უნდა განთავსდნენ სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფიცირებული ფერმის მთელ  ტერიტორიაზე. ფერმაში განთავსებიდან 40 დღის შემდეგ, უნდა მოხდეს ნიმუშის აღება და დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად შემოწმება ანტისხეულების არსებობაზე. თუ არცერთ ღორს არ განუვითარდა ანტისხეულები ჭირის მიმართ,  შესაძლებელი იქნება მათი სრული გამრავლება;“;

ვ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) განმეორებით გამრავლებულ კოლტში არსებული ღორები დაექვემდებარება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად სეროლოგიურ გამოკვლევას. ასეთი შემოწმებისათვის ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ღორების ბოლო შეყვანიდან არაუგვიანეს 40 დღის განმავლობაში.“;

ზ) მე-14 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში ჭირის გაჩენის შესახებ ეჭვის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს  კვლევის ოფიციალური საშუალებების ამოქმედება აღნიშნული დაავადების დადასტურების ან გამორიცხვისთვის  დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.“;

ზ.ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ჭირის ვირუსის იდენტიფიკაცია გენეტიკური ტიპის დასადგენად  განხორციელდეს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;“;

თ) მე-16 მუხლის:

თ.ა)  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გარეული ღორების პოპულაციაში, ჭირის ფარგლების განსაზღვრისათვის, განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ, მონადირეების მიერ მოკლული გარეული ღორების ან მკვდარი ღორების ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ;“;

თ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ლაბორატორიული გამოკვლევებით, ჭირზე დადებითად მორეაგირე ყველა ცხოველისა და ტანხორცის ყველა ნაწილის დამუშავების ან/და განადგურების შესახებ.“;

ი) მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დიაგნოსტიკური პროცედურები, ნიმუშების აღება და ლაბორატორიული გამოკვლევები ღორის კლასიკური ჭირის არსებობის დასადგენად ხორციელდება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.“;

კ) მე-18 მუხლის:

კ.ა) მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საგანგებო სიტუაციის სხვა საკითხების შესახებ, მათ შორის, „კლინიკური ან ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც უნდა განხორციელდეს  ვაქცინირებულ და ვაქცინაციის ტერიტორიაზე (განსაკუთრებით, თუ მარკერი ვაქცინა იქნა გამოყენებული) მდებარე სხვა ფერმებში აღებულ ნიმუშებზე. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შეიძლება შემდგომში შეიცვალოს ან შესწორდეს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.“;

კ.ბ) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეპოპულაციის (აღწარმოება)  შემდეგ ვაქცინაციის ზონაში ყველა ფერმის ღორს ჩაუტაროს კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ჭირის ვირუსის შესაძლო არსებობის გამოვლენის მიზნით, სულ მცირე, 40 დღის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში დაუშვებელია ფერმიდან ღორების გაყვანა.“;

ლ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ვალდებულია ჰქონდეს შემუშავებული ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა, რომელშიც ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა სახის რესურსებსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა. გეგმაში ასევე განსაზღვრულ უნდა იქნეს:

ა) გადაუდებელ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რეგიონები, ვაქცინაციისათვის  საჭირო ვაქცინის რაოდენობა და სახეობა;

ბ) რეგიონებში ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, ასევე დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ „ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო  წესში“ (დანართი №7):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფიცირებული ღორი − ღორი ან ღორის სხეული, რომელშიც კლინიკური სიმპტომებით, სიკვდილის შემდგომი დაზიანებებით ან დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევებით დასტურდება აფრიკული ჭირის არსებობა;“;

ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები: 

„ტ) დაინფიცირებაზე საეჭვო ღორი − ღორი ან ღორის სხეული, რომელშიც გამოვლენილია კლინიკური სიმპტომები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები ან დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევებით ვლინდება რეაქცია, რომელიც მიუთითებს აფრიკული ჭირის (ცხელების) შესაძლო არსებობას;

უ) დაიგნოსტიკური სახელმძღვანელო − „ტექნიკური რეგლამენტის − ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ნოემბრის №496 დადგენილება.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზომები, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ფერმაში, ასევე დაუშვას გამარტივებული ზომების გამოყენება მხოლოდ აფრიკული ჭირის ვირუსით სავარაუდოდ დაინფიცირებულ ღორებსა და ფერმის იმ ნაწილზე, სადაც ისინი ბინადრობენ, თუ ასეთი ღორების მოთავსება, შენახვა და კვება ხორციელდება ფერმაში არსებული სხვა ღორებისგან იზოლირებულად.  ღორების მოკვლის შემდეგ აღებული უნდა იქნეს სათანადო რაოდენობის ნიმუშები, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად აფრიკული ჭირის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით;“;

გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფერმაში აფრიკული ჭირის ვირუსის შეტანის ფორმისა და ფერმაში მისი შესაძლო არსებობის დროის ხანგრძლივობის დასადგენად, დაავადების შეტყობინებამდე, მოკლული ღორებიდან დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ლაბორატორიული გამოკვლევისათვის აღებულ იქნეს სათანადო რაოდენობის ნიმუშები;“;

გ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აფრიკული ჭირის პირველადი ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად დადგინდეს  ვირუსის გენეტიკური ტიპი;“;

დ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფრიკული ჭირის ვირუსის დადასტურების ან გამოირიცხვის მიზნით, კონტაქტურ ფერმებში მოკლული ღორებისგან დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად აღებულ უნდა იქნეს ნიმუშები  ლაბორატორიული გამოკვლევისათვის.“;

ე) მე-10 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფერმაში  დაავადებული ღორებისა და მათი სიკვდილიანობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ნიმუშების აღების უზრუნველყოფა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების გატარება;“;

ე.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ვეტერინარი განახორციელებს ფერმაში არსებული და გადასაყვანი ღორების კლინიკურ შემოწმებას და მათი სხეულის ტემპერატურის გაზომვას დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად;“;

ე.გ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ღორების  მოკვლის ან დაკვლის შემდეგ დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად აღებული საკმარისი რაოდენობის ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში, ფერმაში ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით;“;

ე.დ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ყველა ფერმის ღორების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად განხორციელებამდე აფრიკული ჭირის ვირუსის არსებობის შესაძლო გამოვლენის მიზნით;“;

ე.ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტსა და  მე-2 პუნქტში მითითებული 40-დღიანი პერიოდი შეიძლება შემცირდეს 30 დღემდე იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ინტენსიური ნიმუშის აღებისა და შემოწმების პროგრამა, რომელიც აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.“;

ვ) მე-11 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფერმაში მკვდარი ან დაავადებული ღორის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად განსაზღვრული პროცედურების ჩატარება;“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფერმის ყველა ღორის კლინიკურ და, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებულ ლაბორატორიულ შემოწმებამდე, აფრიკული ჭირის  გამომწვევი ვირუსის გამოვლინების მიზნით;“;

ვ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული პერიოდი შესაძლოა, შემცირდეს 21 დღემდე, მე-3 პუნქტში მითითებული პერიოდი − 30 დღემდე, თუ გამოიყენება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ინტენსიური ნიმუშის აღებისა და შემოწმების პროგრამა, რომელიც აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.“;

ზ) მე-13 მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ღია ტიპის   ფერმაში ღორების  რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა მოხდეს ინდიკატორული ღორების შეყვანით, რომლებიც შემოწმებულია და გამოვლენილია აფრიკული ჭირის მიმართ ანტისხეულების არსებობის ნეგატიური შედეგი ან ღორები არიან იმ ფერმიდან, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით. ინდიკატორული ღორები უნდა განთავსდნენ სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფიცირებული ფერმის მთელ  ტერიტორიაზე.  ფერმაში განთავსებიდან 45 დღის შემდეგ, უნდა მოხდეს ნიმუშის აღება და შემოწმება ანტისხეულების არსებობაზე დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად. არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ფერმა სეროლოგიური გამოკვლევებით უარყოფითი შედეგის მიღებამდე; თუ არცერთ ღორს არ განუვითარდა ანტისხეულები აფრიკული ჭირის მიმართ, შესაძლებელი იქნება მათი სრული გამრავლება;“;

ზ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) განმეორებით გამრავლებულ კოლტში არსებული ღორები დაექვემდებარება სეროლოგიურ გამოკვლევას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად. ასეთი შემოწმებისათვის ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ღორების ბოლო შეყვანიდან  45 დღის შემდეგ;“;

ზ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომების გარდა, არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ფერმა სრული რეპოპულაციის (აღწარმოების) შემდეგ, სანამ არ მიიღება უარყოფითი შედეგი აფრიკულ ჭირზე სეროლოგიური შემოწმებით დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად. ფერმაში ღორებიდან ნიმუშის აღება ხდება სრული რეპოპულაციიდან (აღწარმოებიდან) 60 დღის შემდეგ.“;

თ) მე-14 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში აფრიკული ჭირის გაჩენაზე  ეჭვის მიტანისას, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დაავადების დადასტურება ან გამორიცხვა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოთი განსაზღვრული პროცედურებით.“;

თ.ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აფრიკული ჭირის გენეტიკური ტიპის დადგენა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოთი განსაზღვრული ლაბორატორიული გამოკვლევით.“;

ი) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  უზრუნველყოს, რომ დაინფიცირებულ ტერიტორიაზე მონადირებული ან მკვდარი ყველა ღორი შემოწმდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ აფრიკული ჭირის არსებობაზე დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ღორის სხეული უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, დასაშვებია გარეული ღორის ხორცის ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის. ნაწილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;“;

კ) მე-16 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ბ) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ შემოწმებასა და ლაბორატორიულ გამოკვლევას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ღორის სხეული მუშავდება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში − დაიშვება გარეული ღორის ხორცის ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის. ნაწილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;“;

ლ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაავადების გამოვლენის მიზნით, დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად უნდა მოხდეს ნიმუშის აღება, დიაგნოსტიკის პროცედურების ჩატარება და ნიმუშების გამოკვლევა.“;

მ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ვალდებულია, ჰქონდეს შემუშავებული აფრიკული ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს: 

ა) ეპიზოოტიის (ეპიდემიის) სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;

ბ)  რეგიონებში ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;

გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის (ეპიდემიის) სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა;

დ) აფრიკული ჭირის ეპიზოოტიასთან (ეპიდემიასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების  კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა;

ე) ლაბორატორიის პერსონალისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტიანი კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;   

ვ)  ინსტრუქციული სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება აფრიკული ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციისა და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა;

ზ) ექსპერტთა ჯგუფების პერსონალით, საშუალებებითა და მოწყობილობებით, საკომუნიკაციო სისტემებით, მართვის ეფექტიანი და მკაფიო ქსელით უზრუნველყოფა.“.

4. დადგენილებით დამტკიცებულ „ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო  წესში“ (დანართი №8) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ვალდებულია, ჰქონდეს შემუშავებული ნიუკასლის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა, რომელშიც დაავადების სწრაფი და ეფექტიანი აღმოფხვრისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას ყველა სახის შენობებზე, მოწყობილობებზე, პერსონალსა და  სხვა ყველა მასალაზე ხელმისაწვდომობა, ასევე  უნდა განსაზღვროს იძულებითი   ვაქცინაციის ჩასატარებლად ვაქცინის შესახებ მოთხოვნები.“.

5. დადგენილებით დამტკიცებულ „ფრინველის გრიპთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა წესში“ (დანართი №9) 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ვალდებულია, ჰქონდეს შემუშავებული საგანგებო გეგმა, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც მოიცავს აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელ ზომებს და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად.“.

6. „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ცხოველის ზოგიერთი დაავადების კონტროლის ზოგადი ზომებისა და ღორის ვეზიკულარულ დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი (დანართი №10).“.

7. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის „ცხოველის ზოგიერთი დაავადების კონტროლის ზოგადი ზომებისა და ღორის ვეზიკულარულ დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო  წესი“ (დანართი №10).

მუხლი 2
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია



დანართი №10

 

ცხოველის ზოგიერთი დაავადების კონტროლის ზოგადი ზომებისა და ღორის ვეზიკულარულ დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო  წესი

 


მუხლი 1

1. „ცხოველის ზოგიერთი დაავადების კონტროლის ზოგადი ზომებისა და ღორის ვეზიკულარულ დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს ამ წესის დანართი №1-ში განსაზღვრული „სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალი“ დაავადების აფეთქების დროს გამოსაყენებელ  კონტროლის ზოგად ზომებს.

2. ამ წესითგანსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

 

მუხლი 2. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობები:

ა)  სადგომი – ნებისმიერი (სასოფლო-სამეურნეო ან სხვა დანიშნულების) შენობა-ნაგებობა, რომელშიც ინახავენ ან ამრავლებენ ცხოველებს;

ბ)  ცხოველი – ნებისმიერი შინაური ცხოველის სახეობა, რომელიც შესაძლოა უშუალოდ დაავადდეს შესაბამისი დაავადებით, ან ნებისმიერი გარეული ხერხემლიანი ცხოველი, რომელიც შეიძლება დაავადების ეპიდემიოლოგიაში გვევლინებოდეს ინფექციის მატარებელად ან ინფექციის წყაროდ (რეზერვუარად);

გ)  ვექტორი – ნებისმიერი გარეული ხერხემლიანი ან უხერხემლო ცხოველი, რომელიც შეიძლება გვევლინებოდეს მექანიკური ან ბიოლოგიური გზით შესაბამისი დაავადების გამომწვევი აგენტის გადამტანად ან გამავრცელებლად;

დ) მფლობელი ან მომვლელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირები, რომლებიც ფლობენ ცხოველებს, ან ეკისრებათ აღნიშნული ცხოველების მოვლა ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე;

ე) ინკუბაციის პერიოდი – ორგანიზმში დაავადების გამომწვევის შეჭრასა და კლინიკური ნიშნების გამოვლენას შორის დროის პერიოდი. შესაბამისი დაავადების ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა განსაზღვრულია ამ წესის  დანართი №1-ით;

ვ) ინფექციის დადასტურება – სააგენტოს მიერ ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე გაკეთებული განაცხადი ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ნებისმიერი დაავადების არსებობის შესახებ; თუმცა, ეპიდემიის შემთხვევაში, სააგენტომ  დაავადების არსებობა შეიძლება ასევე დაადასტუროს კლინიკური და/ან ეპიდემიოლოგიური მონაცემების  საფუძველზე;

 ზ)  სახელმწიფო ვეტერინარი – სააგენტოს მიერ დანიშნული ვეტერინარი.

 

მუხლი 3. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ნებისმიერი დაავადების არსებობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში სავალდებულოა დაუყონებლივ სააგენტოს ინფორმირება. 

 

მუხლი 4

1. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სადგომში არსებული ცხოველების ამ წესის  დანართი №1-ით განსაზღვრული ერთ-ერთი დაავადებით დაინფიცირების ან დასნებოვნების (კონტამინაციის) ეჭვი, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ დაავადების არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით ოფიციალური მოკვლევა, კერძოდ კი, ლაბორატორიული გამოკვლევისათვის საჭირო ნიმუშების აღება. ამ მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ცხოველების გადაყვანა ლაბორატორიებში სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, რომლებმაც უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა აღიკვეთოს დაავადების გავრცელება.

2. დაავადების არსებობაზე ეჭვის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტომ უნდა მოაქციოს სადგომი სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ და, მოითხოვოს რომ:

ა) ჩატარდეს ამთვისებელი სახეობის ყველა კატეგორიის ცხოველის აღწერა და, ყოველი ამ კატეგორიასთან მიმართებაში, იქნეს აღრიცხული უკვე მკვდარი, დაინფიცირებული ან სავარაუდოდ დაინფიცირებული და დასნებოვნებული (კონტამინირებული) ცხოველთა რიცხვი; ეს აღწერა იყოს მუდმივად განახლებული, ეჭვის არსებობის პერიოდში დაბადებული ან დახოცილი ცხოველების გათვალისწინებით; აღნიშნული აღწერის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს მუდმივად განახლებული და ხელმისაწვდომი მოთხოვნისამებრ და ყოველი დათვალიერების დროს შეიძლება განხორციელდეს  შემოწმება; 

ბ) სადგომში არსებული ამთვისებელი სახეობის ყველა ცხოველი მოთავსდეს საკუთარ საცხოვრებელ სათავსში ან იყოს გამოცალკევებული სხვა ისეთ ადგილას, სადაც, შეძლებისდაგვარად, შესაძლებელი იქნება მათი იზოლირება ვექტორების  შესაძლო როლის გათვალისწინებით;

გ) ამთვისებელი სახეობის არაცერთმა ცხოველმა არ დატოვოს ან არ შევიდეს სადგომში;

დ) ამ პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი გადაადგილება განხორციელდეს სააგენტოს ავტორიზაციის საფუძველზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს პირობები დაავადების გავრცელების რისკის აღსაკვეთად:

დ.ა) პირების, დაავადების არაამთვისებელი ცხოველების სხვა სახეობების და სატრანსპორტო საშუალებებისა სადგომში ან სადგომიდან; 

დ.ბ) ხორცის ან ცხოველის ლეშის, ცხოველის საკვების, აღჭურვილობა-მოწყობილობის, ნარჩენების, სკორეს, ქვეშსაგების, ნაკელის ან იმ ნებისმიერი სხვა მასალისა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია განსახილველი დაავადების გადატანა;

ე) განხორციელდეს შესაბამისი დეზინფექტანტების მოთავსება იმ შენობების და ადგილების შესასვლელებში და გასასვლელებში, რომლებშიც იმყოფებიან ამთვისებელი სახეობის ცხოველები, სადგომის ჩათვლით;

ვ) ჩატარდეს ეპიზოოტოლოგიური მოკვლევა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოფიციალური ზომების გატარებამდე, დაავადებაზე საეჭვო ცხოველის მფლობელმა ან მომვლელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, გარდა  ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“  ქვეპუნქტით განსაზღვრულისა, რათა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობა. 

4. სააგენტომ შეიძლება გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ზომა სხვა სადგომთან დაკავშირებით, თუ მისი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია ან დაავადებაზე საეჭვო სადგომთან შეხება იძლევა მისი სავარაუდო დასნებოვნების (კონტამინაციის) ეჭვის საუძველს.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ზომები უნდა გატარდეს იქამდე, ვიდრე სახელმწიფო ვეტერინარი არ გამორიცხავს დაავადების არსებობის ეჭვს.

 

მუხლი 5

1.  სადგომში ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ერთ-ერთი დაავადების არსებობის დადასტურების შემდეგ, სააგენტომ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ზომებთან ერთად, უნდა მოითხოვოს შემდეგი ზომების განხორციელება:

ა) სადგომში არსებული ამთვისებელი სახეობის ყველა ცხოველი  დაუყოვნებლივ უნდა მოიკლას ადგილზე.  დახოცილი ან მოკლული ცხოველი, თუ შესაძლებელია, უნდა დაიწვას ან დაიმარხოს ადგილზე ან განადგურდეს ლეშის განმკარგველ დანადგარში. აღნიშნული პროცესი უნდა განხორციელდეს ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დაავადების გამომწვევი აგენტის გავრცელების რისკი;

ბ) ნებისმიერი ნივთიერება ან ნარჩენები, როგორიცაა ცხოველის საკვები, ქვეშსაგები, ნაკელი და წუნწუხი, რომელიც შეიძლება იყოს დასნებოვნებული (კონტამირებული), უნდა განადგურდეს ან დაექვემდებაროს სათანადო წესით დამუშავებას.  სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესაბამისად ჩატარებული აღნიშნული დამუშავების შედეგად, უნდა იყოს გარანტირებული დაავადების ნებისმიერი გამომწვევი აგენტის ან ვექტორის განადგურება; 

გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროცესის ჩატარების შემდეგ, ამთვისებელი სახეობის ცხოველების მოსათავსებლად გამოყენებული შენობა-ნაგებობები, მათი მიმდებარე ტერიტორია, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები და ყველა მოწყობილობა, რომელიც შეიძლება იყოს დასნებოვნებული (კონტამინირებული), უნდა დასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად;

დ) ეპიზოოტოლოგიური მოკვლევა უნდა ჩატარდეს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.

2. როდესაც მიმართავენ დამარხვას,  დამარხვის ადგილი უნდა იყოს იმდენად ღრმა, რომ მტაცებელმა ცხოველებმა ვერ ამოთხარონ ლეშები ან ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  ნარჩენები და იყოს განლაგებული შესაბამის გრუნტზე ისე, რომ თავიდენ იქნეს აცილებული მიწისქვეშა წყლების დაბინძურება ან ნებისმიერი სხვა, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

3. სააგენტომ შეიძლება გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ზომა ასევე სხვა მეზობელ სადგომებთან დაკავშირებით, თუ მათი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია ან დაავადებაზე საეჭვო სადგომთან შეხება იძლევა მათი შესაძლო დასნებოვნების (კონტამინაციის)  ეჭვის საუძველს.

4. სადგომის აღწარმოება უნდა დაიშვას სააგენტოს მიერ, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ვეტერინარი დამაკმაყოფილებლად შეაფასებს ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად ჩატარებული დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოებს. 

 

მუხლი  6

იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი თავისუფლების პირობებში მყოფი ცხოველები დაინფიცირებულები არიან, ან არსებობს მათ დაინფიცირებაზე ეჭვი, სააგენტომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები.

 

მუხლი  7

1. იმ სადგომების შემთხვევაში, რომლებსაც გააჩნიათ ორი ან მეტი განცალკევებული საწარმოო ერთეული, სააგენტომ შეიძლება დაუშვას გამონაკლისი ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან დაინფიცირებული სადგომის ჯანსაღი საწარმოო ერთეულებთან დაკავშირებით, თუ სახელმწიფო ვეტერინარი დაადასტურებს, რომ ამ საწარმოო ერთეულების სტრუქტურა, მოცულობა და მათში მიმდინარე საქმიანობა სრულიად განცალკევებულია ცხოველთა განთავსების, შენახვის, სამუშაო პერსონალის, აღჭურვილობისა და საკვების თვალსაზრისით ისე, რომ გამორიცხულია დაავადების გამომწვევი აგენტის გავრცელდება ერთი საწარმოო ერთეულიდან მეორეზე.

2. ინტენსიური მართვის ტიპის საწარმოო ერთეული, რომელშიც ინახება ჯანმრთელი ცხოველები, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) განცალკევებული უნდა იყოს კონსტრუქციით იმ საწარმოო ერთეულის ცხოველებისაგან, სადაც დაინფიცირებული ცხოველები იყვნენ, რომლებსაც არ აქვთ კონტაქტი ან მათ შორის საერთო საჰაერო სივრცე;

ბ) ჰქონდეს ცალკე შესანახი სათავსო აღჭურვილობისთვის, ფურაჟისთვის, ნარჩენებისთვის (საკანალიზაციო ჩასადინარი) და, საჭიროების შემთხვევაში, რძისთვისაც;

გ) ჰქონდეს ინდივიდუალური სადეზინფექციო ხალიჩა შესასვლელებში და გასასვლელებში;

დ) ჰყავდეს საკუთარი პერსონალი;

ე) ინფიცირებულ და ჯანმრთელ ერთეულებს შორის არ განხორციელებულა ფერმერული აღჭურვილობა-მოწყობილობის ან სხვა აღჭურვილობის გაცვლა, ასევე არ განხორციელებულა ცხოველების, ცხოველური პროდუქტების, ცხოველის საკვების, ჭურჭლის, ნივთების ან სხვა ნივთიერებების გაცვლა, როგორიცაა მატყლი ან ნარჩენები, ან უარყოფილი მასალები, რომლებმაც შეიძლება გადაიტანოს დაავადება დაინფიცირებულიდან ჯანმრთელ ერთეულებზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა სრულდებოდეს სადგომში, ერთი ან მეტი დაინფიცირებული ცხოველის არსებობისას, სავარაუდო დაავადების ინკუბაციური პერიოდის გათვალისწინებით და მოწონებულ იქნეს  ვეტერინარის მიერ.

 

მუხლი 8

1. ეპიზოოტოლოგიურ მოკვლევაში უნდა განიხილებოდეს:

ა) დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დაავადება შესაძლოა არსებობდა სადგომში შეტყობინებამდე ან მასზე ეჭვის გაჩენამდე;

ბ) სადგომში დაავადების წარმოშობის სავარაუდო წყარო და იმ სხვა სადგომების იდენტიფიკაცია, რომლებშიც  შეიძლება იყვნენ ამთვისებელი სახეობის  დაინფიცირებული ან დასნებოვნებული (კონტამირებული) ცხოველები;

გ) იმ პირების, ცხოველების, ლეშის, სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობის ან ნებისმიერი სხვა ნივთიერების მოძრაობა, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია დაავადების გამომწვევი აგენტის გატანა ან შეტანა შესაბამის სადგომში;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ინფექციის გადამტანების არსებობა და გავრცელება.

2. უნდა შეიქმნას კრიზისების მართვის ცენტრი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოფილი იყოს დაავადების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ზომების კოორდინირება და  ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარება. კრიზისების მართვის ცენტრებთან დაკავშირებულ ზოგად წესებს იმუშავებს სააგენტო.

 

მუხლი 9

1. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ვეტერინარი აღმოაჩენს ან დადასტურებული მონაცემების საფუძველზე ჩათვლის, რომ დაავადება შეიძლება შეტანილი იყოს ადამიანის, ცხოველის, ავტომანქანის გადაადგილების შედეგად ან სხვა ნებისმიერი საშუალებით, სხვა სადგომებიდან, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სადგომში ან პირიქით, ასეთი სადგომები უნდა მოექცნენ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად; აღნიშნული კონტროლი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე დაავადების არსებობაზე ეჭვი ოფიციალურად არ გამოირიცხება.

2. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ვეტერინარი აღმოაჩენს ან დადასტურებული მონაცემების საფუძველზე ჩათვლის, რომ დაავადება შეიძლება შეტანილი იყოს ადამიანის, ცხოველის, ავტომანქანის გადაადგილების შედეგად ან სხვა ნებისმიერი გზით, სხვა სადგომებიდან, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ სადგომში ან პირიქით, ასეთი სადგომები უნდა მოექცნენ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად; აღნიშნული კონტროლი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე დაავადების არსებობაზე ეჭვი ოფიციალურად არ გამოირიცხება.

3. როდესაც სადგომზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, სააგენტომ უნდა დატოვოს ძალაში ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, სულ მცირე, ინფექციის სავარაუდო შეტანის შემდეგ, თითოეული დაავადებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ინკუბაციის პერიოდის განმავლობაში, რომელიც დგინდება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად, ჩატარებული ეპიზოოტოლოგიური მოკვლევის საფუძველზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ შექმნილი პირობები იძლევა ამის შესაძლებლობას, მან შეიძლება შეზღუდოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ზომები სადგომის ნაწილში და მასში მოთავსებულ ცხოველებთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ სადგომი აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, ან შეზღუდოს აღნიშნული ზომები მხოლოდ ამთვისებელი სახეობის ცხოველებთან დაკავშირებით.

 

მუხლი 10

1. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ერთ-ერთი დაავადების დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:   

ა)  ვეტერინარული კარანტინის დროს ცხოველთა საკარანტინო დაავადების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის ან სხვა შეზღუდვების  დაწესებას,  მოხსნას და მის გატარებაში ხელშეწყობას;    

ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელებაში ხელშეწყობას. 

2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის  ან საქართველოს მთავრობის მიერ.

3. ერთ-ერთი  დაავადების ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ უნდა შექმნას დაინფიცირებული სადგომის გარშემო არანაკლებ სამი კილომეტრის რადიუსით დამცავი ზონა, რომელიც,  თავის მხრივ, უნდა შედიოდეს არანაკლებ 10 კმ-ის რადიუსის საზედამხედველო ზონაში.  ზონების შექმნისას უნდა იქნეს გათვალისწინებული გეოგრაფიული, ადმინისტრაციული, ეკოლოგიური და ეპიზოოტოლოგიური ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის დაავადებასთან და მონიტორინგის ობიექტებთან.

4. სახელმწიფო ვეტერინარების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღრული ზონების საზღვრების (კერძოდ, საჭიროებისამებრ, მათი შემცირების ან გაზრდის მიზნით) ან შემზღუდავი ზომების ხანგრძლივობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, სადაც უნდა იყოს გათვალისწინებული: 

ა) გეოგრაფიული მდებარეობა და ეკოლოგიური ფაქტორები; 

ბ) მეტეოროლოგიური პირობები;

გ) ინფექციის გადამტანების არსებობა, გავრცელება და ტიპი;

დ) ამ წესის  მე-8 მუხლის შესაბამისად ჩატარებული ეპიზოოტოლოგიური მოკვლევების შედეგები;

ე) ლაბორატორიული შემოწმების შედეგები;

ვ) ფაქტობრივად გამოყენებული საკონტროლო ზომები.

 

მუხლი 11

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში შემდეგი ზომების გამოყენება:

ა) დამცავ ზონაში ამთვისებელი სახეობების ცხოველთა შემცველი ყველა სადგომის გამოვლენა;

ბ) პერიოდული ვიზიტების განხორციელება ამთვისებელი სახეობების ცხოველთა შემცველი სადგომებში, ამ ცხოველების კლინიკური შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება;  თითოეული ვიზიტის და დასკვნის შესახებ ჩანაწერების შენახვა, ამასთან, ვიზიტის სიხშირე უნდა იყოს თანაფარდობაში მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სადგომების ეპიზოოტიის სიმძიმესთან;

გ) ამთვისებელი სახეობების ცხოველთა გადაადგილების აკრძალვა საერთო სარგებლობის ან კერძო საავტომობილო გზებზე, გარდა სადგომის მომსახურების გზებისა; თუმცა, სააგენტომ შეიძლება დაუშვას ამ აკრძალვიდან გამონაკლისი, საგზაო ან სარკინიგზო საშუალებით, გადმოტვირთვის ან გაჩერების გარეშე, ცხოველების გადაყვანათან დაკავშირებით;

დ) ამთვისებელი სახეობის ცხოველების დარჩენა იმ სადგომებში, რომლებშიც ინახებიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა მათი პირდაპირი ტრანსპორტირება ამავე ზონაში მდებარე სასაკლაოზე, დაუყოვნებელი დაკვლის მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, ან, თუ ზონას არ აქვს  სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სასაკლაო, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ, საზედამხედველო ზონაში მდებარე, სასაკლაოზე. ასეთი გადაყვანა სააგენტოების მიერ შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ვეტერინარი ჩაატარებს სადგომში არსებული ამთვისებელი სახეობის ყველა ცხოველის შემოწმებას და დაადასტურებს, რომ არ არსებობს არცერთი ამ ცხოველის დაინფიცირებაზე ეჭვი. სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასაკლაოს, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ სასაკლაოს ცხოველების გაგზავნის თაობაზე.  

2. დამცავ ზონაში გამოყენებული ზომები უნდა დარჩეს ძალაში, სულ მცირე, შესაბამისი დაავადებისთვის დამახასიათებელი მაქსიმალური ინკუბაციის პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც განხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად დაინფიცირებული სადგომიდან ცხოველების განკარგვა და ჩატარდება დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოები, ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად.  თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დაავადება გადაეცემა ვექტორი მწერის მეშვეობით, სააგენტომ შეიძლება განსაზღვროს ზომების ხანგრძლივობა და დაადგინოს მოთხოვნები, საკონტროლო ცხოველების შესაძლო შეყვანისთვის. 

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პერიოდის ამოწურვის შემდეგ, წესები, რომლებიც ვრცელდება საზედამხედველო ზონაზე, ასევე გამოიყენება დამცავი ზონაშიც.

 

მუხლი 12

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საზედამხედველო ზონაში შემდეგი ზომების გამოყენება: 

ა) ამთვისებელი სახეობების ცხოველთა შემცველი ყველა სადგომის გამოვლენა;

ბ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ამთვისებელი სახეობის ცხოველთა გადაადგილების აკრძალვა, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ცხოველები გადაჰყავთ საძოვრებზე ან საქონლისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებში; სააგენტომ შესაძლოა დაუშვას ამ აკრძალვიდან გამონაკლისი, საგზაო ან სარკინიგზო საშუალებით, გადმოტვირთვის ან გაჩერების გარეშე, ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით;

გ) ამთვისებელი სახეობის ცხოველების გადაადგილება საზედამხედველო ზონის ფარგლებში სააგენტოს ავტორიზაციის საფუძველზე; 

დ) ამთვისებელი სახეობის ცხოველების დარჩენა საზედამხედველო ზონაში, ბოლოს დაფიქსირებული დაავადების შემთხვევის შემდეგ, მაქსიმალური ინკუბაციის პერიოდის განმავლობაში. შემდეგ, შესაძლებელია ცხოველების ამ ზონიდან გამოყვანა, სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, პირდაპირ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე,  დაუყოვნებელი დაკვლის მიზნით.  ასეთი გადაყვანა სააგენტოს მიერ შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ვეტერინარი ჩაატარებს სადგომში არსებული ამთვისებელი სახეობის ყველა ცხოველის შემოწმებას და დაადასტურებს, რომ არ არსებობს არცერთი ამ ცხოველის დაინფიცირებაზე ეჭვი. სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასაკლაოს, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ სასაკლაოს ცხოველების გაგზავნის თაობაზე.  

2. საზედამხედველო ზონაში გამოყენებული ზომები უნდა დარჩეს ძალაში, სულ მცირე, შესაბამისი მაქსიმალური ინკუბაციის პერიოდის ეკვივალენტური პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც განხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად დაინფიცირებული სადგომიდან ცხოველების განკარგვა და ჩატარდება დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოები ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დაავადება გადაეცემა ვექტორი მწერის მეშვეობით, სააგენტომ შეიძლება განსაზღვროს ზომების ხანგრძლივობა და დაადგინოს მოთხოვნები საკონტროლო ცხოველების შესაძლო შეყვანისთვის.

 

მუხლი 13

1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით  და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აკრძალვების მოქმედება სცდება 30 დღეს, დაავადების შემდგომი შემთხვევების გამო და, ამის შედეგედ, ცხოველების მოვლაში წარმოიქმნება პრობლემები, სააგენტომ, მფლობელის განაცხადის შემდეგ, რომელშიც განმარტებული იქნება ამ განაცხადის საფუძველი, შეიძლება დაუშვას დამცავი ან საზედამხედველო ზონის ტერიტორიაზე მდებარე სადგომებიდან ცხოველების გაყვანა იმ პირობით, რომ:

ა) სახელმწიფო ვეტერინარმა გადაამოწმა ეს ფაქტები;

ბ) სადგომში ჩატარდა ყველა ცხოველის შემოწმება;

გ) გადასაყვან ცხოველებს ჩაუტარდათ კლინიკური შემოწმება და დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღმოაჩნდათ;

დ) განხორციელდა თითოეული ცხოველის ნიშანდება საყურე ნიშნით ან იდენტიფიცირება ნებისმიერი სხვა მიღებული მეთოდით;

ე) დანიშნულების სადგომი განლაგებულია დამცავ ან საზედამხედველო ზონაში.

2. მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, კერძოდ, გადაყვანის შემდეგ სატვირთო ავოტომობილების დასუფთავება და დეზინფექცია, ასეთი გადაყვანისას დაავადების გამომწვევი აგენტის გავრცელიების რისკის თავიდან აცილების მიზნით.

 

მუხლი 14

1. სააგენტომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, იმისთვის რომ მიაწოდოს, სულ მცირე, დამცავ ან საზედამხედველო ზონებში დაფუძნებულ სუბიექტებს, მოქმედი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია და ჩაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება აღნიშნული ზომების სათანადო განხორციელების მიზნით. 

2. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, განსახილველ ეპიზოოტიას აქვს განსაკუთრებულად სერიოზული ფორმა, სააგენტომ შეიძლება გაატაროს დამატებითი  ზომები.

 

მუხლი 15 

ამ წესით განსაზღვრული ზოგადი დებულებებიდან გამონაკლისის სახით, ყოველი განსახილველი დაავადების კონტროლისა და აღმოფხვრის ზომებთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები განსაზღვრულია:

ა) ღორის ვეზიკულური დაავადებისათვის – ამ წესის დანართი №2-ით „ზოგიერთ დაავადებებზე კონტროლის განხორციელების სპეციალური ზომები“;

ბ) ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული თითოეული სხვა დაავადებისათვის – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმატიულ აქტებში.

 

მუხლი 16

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) გამოსაყენებელი დეზინფექტანტები და ინსექტიციდები, საჭიროების შემთხვევაში, და მათი კონცენტრატები, ოფიციალურად იყოს დაშვებული გამოსაყენებლად, კომპეტენტური ორგანოს მიერ; 

ბ) დასუფთავების, დეზინფექციისა და დეზინსექციის სამუშაოები ტარდებოდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად და ისე, რომ აღმოიფხვრას დაავადების გამომწვევი აგენტის გავრცელებისა ან გადარჩენის ყოველგვარი რისკი;

გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მოცემული სამუშაოების დასრულებისთანავე სახელმწიფო ვეტერინარი დარწმუნდეს, რომ ყველა ზომა ჩატარდა სათანადო წესით და რომ გასულია სათანადო, არანაკლებ 21 დღე, ანუ ის პერიოდი, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი დაავადების სრული აღმოფხვრა იქამდე, სანამ განხორციელედება ამთვისებელი სახეობების ცხოველების რეინტროდუქცია.

2. დაინფიცირებული სადგომის დასუფთავებისა და დეზინფექციის წესები:

ა)  ვეზიკულური დაავადებისთვის განსაზღვრულია ამ წესის  დანართი №2-ით;

ბ) ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული თითოეული დააავდებისთვის განსაზღვრულია სპეციფიკური ზომები ამ წესის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ნორმატიულ აქტებში.

 

მუხლი 17

1. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი დაავადების აფეთქების დროს მიღებული საკონტროლო ზომების დამატებით, შემდეგი დებულებების შესაბამისად და საკონტროლო ღონისძიების დამატებით, ვაქცინაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) დაინფიცირებულ ზონაში ცხოველთა შესაბამისი სახეობის კონცენტრაციას; 

ბ) თითოეული გამოყენებული ვაქცინის მახასიათებლებსა და შემადგენლობას;

გ)  ვაქცინების დისტრიბუციაზე, შენახვისა და გამოყენების წესებზე ზედამხედველობას; 

დ)  იმ ცხოველთა სახეობასა და ასაკს, რომლებიც შეიძლება ან უნდა დაექვემდებარონ ვაქცინაციას;

ე) ტერიტორიას, სადაც შეიძლება ან უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია;

ვ) ვაქცინაციის კამპანიის ხანგრძლივობას. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უნდა აიკრძალოს:

ა) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სადგომებში ამთვისებელი სახეობის ცხოველთა ვაქცინაცია და რევაქცინაცია:

ბ) ჰიპერიმუნური შრატის ინექცია.

3. ვაქცინაციის შემთხვევაში:

ა) ყველა ვაქცინირებული ცხოველი უნდა იყოს იდენტიფიცირებული მკაფიოდ და გარკვეული ნიშნით;

ბ) ყველა ვაქცინირებული ცხოველი უნდა რჩებოდეს ვაქცინაციის ზონაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის იგზავნება დაუყოვნებელი დაკვლის მიზნით სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, რა შემთხვევაშიც ცხოველების გადაადგილება უნდა იყოს ავტორიზებული  მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ვეტერინარი ჩაატარებს ყველა ამთვისებელი ცხოველის შემოწმებას და დაადასტურებს, რომ არ არსებობს არცერთი ცხოველის დაინფიცირებაზე ეჭვი.

4. ვაქცინაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ვაქცინაციის ზონის გარეთ, ამთვისებელი ცხოველების სახეობების გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ  სააგენტოს მიერ განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, იმავე პროცედურით დადგენილი პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

მუხლი 18

1. სააგენტომ უნდა შეადგინოს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ დაავადებებთან დაკავშირებით გამოსაყენებელი საგანგებო გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ნებისმიერი ზემოაღნიშნული დაავადებების აფეთქების შემთხვევაში  განსახორციელებელი ზომები და რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მოწყობილობის, აღჭურვილობის, კადრებისა და სხვა შესაბამის მასალების ხელმისაწვდომობას, რომლებიც აუცილებელია დაავადების აფეთქების სწრაფად და ეფექტურად აღმოსაფხვრელად.

2. საგანგებო გეგმის შესადგენად გამოსაყენებელი ზოგადი კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ წესის  დანართი №3-ის „საგანგებო გეგმების მინიმალური კრიტერიუმები“ ,,ა-ე“ და ,,კ“ ქვეპუნქტებში, ხოლო ,,ვ“-,,ი“ ქვეპუნქტებში წარმოდგენილია კრიტერიუმები, რომლებიც უნდა იყოს ადაპტირებული შესაბამის დაავადებაზე.  თუმცა, სააგენტომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ  ,,ვ-ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმები, თუ ,,ა“-,,ე“ და ,,კ“ ქვეპუნქტებში მოცემული კრიტერიუმები უკვე იქნა მიღებული სხვა დაავადებების კონტროლის ზომების  გეგმის შემუშავებისას.

3. ამ წესის დანართი №3-ით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი საგანგებო  გეგმები უნდა წარედგინოს სამინისტროს:

ა) ღორის ვეზიკულარულ დაავადებასთან დაკავშირებით – ამ წესის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში;

ბ) ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ თითოეულ სხვა დაავადებასთან დაკავშირებით – სპეციალური ზომების შემოღებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში.

4. შესაძლებელია ამ გეგმებში ცვლილებების ან დამატებების შეტანა, სადაც გათვალისწინებული იქნება არსებული სიტუაციის განვითარება და შესაბამისი დაავადების სპეციფიკური ხასიათი.

 

დანართი №1

 

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალი

 

აავადება

მაქსიმალური ინკუბაციის პერიოდი

მსხვილფეხა საქონლის ჭირი

21 დღე

წვრილფეხა საქონლის ჭირი

21 დღე

ღორის ვეზიკულური დაავადება

28 დღე

ბლუთანგი

40 დღე

ირმის ეპიზოოტიურ-ჰემორაგიული დაავადება

40 დღე

ცხვრისა და თხის ყვავილი

21 დღე

ვეზიკულური სტომატიტი

21 დღე

ღორის აფრიკული ცხელება 

40 დღე

ნოდულარული დერმატიტი

28 დღე

რიფტის ველის ცხელება

30 დღე

 

 

დანართი №2

 

ზოგიერთ დაავადებებზე კონტროლის განხორციელების სპეციალური ზომები

 

მუხლი 1. ზოგადი მოთხოვნები

ამ წესით განსაზღვრული ზოგადი მოთხოვნების გარდა, ღორის ვეზიკულური დაავადებასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ დანართით განსაზღვრული  სპეციალური მოთხოვნები.

 

მუხლი 2. დაავადების აღწერილობა

ღორის დაავადება, რომელიც კლინიკურად განურჩეველია თურქულისაგან და რომელიც იწვევს ბუშტულების წარმოქმნას დინგზე, ტუჩებზე, ენაზე და ჩლიქის გვირგვინზე. აღნიშნულ დაავადებას აქვს სიმწვავის სხვადასხვა დონე და ღორის კოლტი შეიძლება დაინფიცირდეს კლინიკური ნიშნების გამოვლენის გარეშეც. ვირუსს გააჩნია ორგანიზმის გარეთ, ახალ ხორცშიც კი, საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადარჩენის უნარი; ის უაღრესად რეზისტენტულია ჩვეულებრივი დეზინფექტანტების მიმართ და გამოირჩევა თავისი მდგრადობით და სტაბილურობით 2,5-დან 12-მდე  pH დიაპაზონში.  შესაბამისად, აუცილებელია ზედმიწევნითი დასუფთავება და დეზინფექცია.

 

მუხლი 3. ინკუბაციის პერიოდი

ამ წესის მიზნებისთვის, მაქსიმალური ინკუბაციის პერიოდი შეადგენს 28 დღეს.

 

მუხლი 4. ღორის ვეზიკულური დაავადების დადასტურებისა და დიფერენციული დიაგნოზის დიაგნოსტიკის პროცედურები

დიაგნოზისთვის საჭირო მასალის შეგროვების, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევის, ანტისხეულების გამოვლენისა და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების შეფასებისთვის განსაზღვრული დეტალური მეთოდები განსაზღვრულია  ,,ტექნიკური რეგლამენტის – ღორის ვეზიკულური დაავადების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

მუხლი 5. ღორის ვეზიკულური დაავადების არსებობის დადასტურება 

1. დაავადების არსებობა, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა, უნდა დადასტურდეს:

ა) სადგომებში, რომლებშიც ღორის ვეზიკულური დაავადების გამომწვევი ვირუსი იზოლირებულია (გამოყოფილია)  ღორებიდან ან გარემოდან;

ბ)  ღორის ვეზიკულარულ დაავადებაზე სეროდადებითი ღორების შემცველ სადგომებში, იმ პირობით, რომ სადგომში ამ ან სხვა ღორებს აქვთ ღორის ვეზიკულური დაავადებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები; 

გ) სადგომებში, სადაც ინახებიან ღორები, რომლებიც ავლენენ ამ დაავადების კლინიკურ ნიშნებს ან არიან  სეროდადებითები იმ პირობით, რომ არსებობს პირდაპირი ეპიდემიოლოგიური კავშირი დაავადების დადასტურებულ აფეთქებასთან;

დ) სხვა კოლტებში, რომლებშიც გამოვლინდა სეროდადებითი ღორები.  ამ უკანასკნელ შემთხვევაში სააგენტომ, დაავადების არსებობის დადასტურებამდე, უნდა ჩაატაროს დამატებითი გამოკვლევები, კერძოდ, განმეორებითი ნიმუშების აღება და შემოწმება, სულ მცირე, ნიმუშების აღებას შორის 28-დღიანი ინტერვალით. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გამოყენება უნდა გაგრძელდეს ასეთი დამატებითი გამოკვლევების დასრულებამდე.  იმ შემთხვევაში, თუ შემდგომი გამოკვლევების შედეგად არ დადასტურდება დაავადების არსებობის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ღორები ჯერ კიდევ სეროდადებითები არიან, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს თავისი ზედამხედველობის ქვეშ გამოკვლეული ღორების მოკვლა და განადგურება, ან თავისი ზედამხედველობის ქვეშ მათი დაკვლა მის მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე. 

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სასაკლაოზე შემოსული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღორების შენახვა და დაკვლა განხორციელდეს სხვა ღორებისაგან განცალკავებულად და მათგან მიღებული ხორცი გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შიდა ბაზარზე. 

 

მუხლი 6. დამცავი ზონა

1. დამცავი ზონის ზომები უნდა განისაზღვრება  ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად.

2. ღორის ვეზიკულური დაავადების შემთხვევაში, ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული ზომები, გამონაკლისის სახით, უნდა ჩანაცვლდეს შემდეგი ზომებით:

ა) უნდა გამოვლინდეს ზონაში არსებული ყველა ის სადგომი, რომელიც შეიცავს ამთვისებელი სახეობების ცხოველებს;

ბ) უნდა ჩატარდეს ამთვისებელი სახეობების ცხოველთა შემცველ სადგომებში პერიოდული ვიზიტები, ამ ცხოველების კლინიკური შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება;  უნდა ინახებოდეს თითოეული ვიზიტისა და დასკვნის შესახებ ჩანაწერები, ამასთან, ვიზიტების სიხშირე უნდა იყოს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სადგომების ეპიზოოტიის სიმძიმის პროპორციული;

გ) უნდა აიკრძალოს ამთვისებელი სახეობების ცხოველთა გადაადგილება საერთო სარგებლობის ან კერძო საავტომობილო გზებზე, გარდა სადგომის მომსახურების გზებისა. თუმცა, სააგენტომ შეიძლება დაუშვას ამ აკრძალვიდან გამონაკლისი, საგზაო ან სარკინიგზო საშუალებით, გადმოტვირთვის ან გაჩერების გარეშე, ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით;

დ) თუმცა, შეიძლება დაიშვას გამონაკლისი იმ ღორების დაკვლასთან დაკავშირებით, რომლებიც შემოდიან დამცავი ზონის ფარგლებს გარედან და მიემართებიან აღნიშნულ ზონაში არსებულ სასაკლაოზე;

ე) სატვირთო მანქანებმა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებმა, ასევე მოწყობილობამ, რომელიც იქნა გამოყენებული დამცავ ზონაში ღორების, სხვა საქონლის ან მასალის გადასატანად და რომელიც შეიძლება იყოს დაინფიცირებული არ უნდა გავიდეს:

ე.ა) დამცავ ზონაში განლაგებული სადგომიდან;

ე.ბ) დამცავი ზონიდან;

ე.გ) სასაკლაოდან;

სააგენტოს მიერ განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად ჩატარებული დასუფთავებისა და დეზინფექციის გარეშე. ამ პროცედურებმა უნდა უზრუნველყონ, კერძოდ, რომ არცერთმა ღორების გადასაყვანად გამოყენებულმა სატვირთო ან სხვა სატრანსპორტო საშუალებამ, არ უნდა დატოვოს ზონა სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების გარეშე;

ვ) დაინფიცირებული სადგომის ამ წესის მე-16 მუხლით განსაზღვრული წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულების შემდგომ 21 დღის განმავლობაში ღორები არ უნდა ტოვებდნენ სადგომს, რომელშიც ისინი ინახებიან; 21 დღის შემდეგ შეიძლება გაიცეს აღნიშნული სადგომიდან ღორების გამოყვანის ავტორიზაცია:

ვ.ა) პირდაპირ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, რომელიც უმჯობესია იყოს დამცავ ან საზედამხედველო ზონაში იმ პირობით, რომ:

ვ.ა.ა)  სადგომში ჩატარდა ყველა ღორის შემოწმება;

ვ.ა.ბ)  ჩატარდა სასაკლაოზე გადასაყვანი ღორების კლინიკური შემოწმება;

ვ.ა.გ) განხორციელდა თითოეული ღორის ნიშანდება საყურე ნიშნით ან იდენტიფიცირება ნებისმიერი სხვა მიღებული მეთოდით;

ვ.ა.დ) ღორების გადაყვანა მოხდა სააგენტოს მიერ დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით;

ვ.ბ)      განსაკუთრებულ შემთხვევაში, პირდაპირ დამცავ ზონაში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში იმ პირობით, რომ:

ვ.ბ.ა)  სადგომში ჩატარდა ყველა ღორის შემოწმება;

ვ.ბ.ბ)  ჩატარდა  გადასაყვანი ღორების კლინიკური შემოწმება და დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღმოაჩნდათ;

ვ.ბ.გ) განხორციელდა თითოეული ღორის ნიშანდება საყურე ნიშნით ან იდენტიფიცირება ნებისმიერი სხვა მიღებული მეთოდით;

ზ) ამ პუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღორებისგან მიღებული ხორცი:

ზ.ა) არ უნდა დაიშვას საერთაშორისო ვაჭრობაში და უნდა ატარებდეს ,,ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №587 დადგენილების დანართი №2-ით განსაზღვრულ ახალი ხორცის ჯანმრთელობის დამადასტურებელ სპეციალურ ნიშანდებას;

ზ.ბ) უნდა იყოს მიღებული, დაჭრილი, ტრანსპორტირებული და შენახული საერთაშორისო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ხორცისაგან ცალკე და გამოიყენებოდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი მოხვედრა საერთაშორისო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ხორცის პროდუქტებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის გადის ,,ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №587 დადგენილების დანართი №3-ით განსაზღვრულ დამუშავებას; ღორის ხორცისთვის გამოყებეული ჯანმრთელობის სპეციალური ნიშანდება  უნდა იყოს გარკვეული და წაუშლადი, სიმბოლოები უნდა ადვილად იკითხებოდეს და ჰქონდეს მკაფიო გამოსახულება. ჯანმრთელობის ნიშანდებას უნდა ჰქონდეს შემდეგი ფორმა და შეიცავდეს შემდეგ მითითებებს:

XY ნიშნავს ქვეყნის შესაბამის კოდს GE-ს. 1234 ნიშნავს საწარმოს აღიარების ნომერს. 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტის გამოყენებისას სააგენტოს რეგიონალურ სამმართველოს, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სასაკლაოზე, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მასზე, რომ აღნიშნულ სასაკლაოზე იგეგემება ცხოველების გაგზავნა.

4. სასაკლაოზე მიყვანის შემდეგ ღორების განთავსება და დაკვლა უნდა განხორციელდეს სხვა ღორებისგან განცალკევებით. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენებოდა ღორების გადასაყვანად, უნდა დასუფთავდეს და გაიაროს დეზინფექცია სასაკლაოდან გამოსვლამდე.

5. განსაზღვრულ სასაკლაოზე დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმების დროს სააგენტომ უნდა მიიღოს მხედველობაში ნებისმიერი ნიშანი, რომელიც მეტყველებს ღორის ვეზიკულარულ დაავადებაზე.

6. ამ მოთხოვნების შესაბამისად დაკლული ღორების შემთხვევაში უნდა შეგროვდეს სისხლის სტატისტიკურად რეპრეზენტატიული ნიმუშები.  დადებითი პასუხის შემთხვევაში, რომლითაც დასტურდება ღორის ვეზიკულური დაავადება, ამ დანართის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ზომები გავრცელდება;

7. დამცავ ზონაში  ზომების გამოყენება უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, ვიდრე:

ა) არ განხორციელდება ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილი ყველა ზომა;

ბ) ამ ზონაში ყველა სადგომი არ დაექვემდებარება:

ბ.ა) ღორების კლინიკურ შემოწმებას, რომელიც აჩვენებს, რომ მათ არ გააჩნიათ ღორის ვეზიკულური დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშნები;

ბ.ბ) ღორების სტატისტიკური ნიმუშის სეროლოგიურ გამოკვლევას ღორის ვეზიკულური დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის გარეშე.  სეროლოგიური სკრინინგის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს ღორის ვეზიკულური დაავადებების გადაცემასა და ღორების შენახვის ტიპს.  პროგრამა უნდა ჩამოყალიბდეს, მისი ძალაში შესვლის თარიღამდე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოწმება და ნიმუშების აღება ხდება დაინფიცირებულ სადგომში წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის ზომების დასრულებიდან 28 დღის გასვლის შემდეგ. 

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით  განსაზღვრული პერიოდის ამოწურვის შემდეგ, წესები, რომლებიც ვრცელდება საზედამხედველო  ზონაზე, ასევე გამოიყენება დამცავ ზონაშიც.

10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აკრძალვების მოქმედება სცდება 30 დღეს დაავადების შემდგომი შემთხვევების გამო და ამის შედეგედ ცხოველების მოვლაში წარმოიქმნება პრობლემები, სააგენტომ, მფლობელის განაცხადის საფუძველზე, რომელშიც განმარტებული იქნება ამ განაცხადის საფუძველი და იმ პირობით, რომ სახელმწიფო ვეტერინარი დაადასტურებს აღნიშნულ ფაქტებს, შეიძლება დაუშვას დამცავი ზონის ტერიტორიაზე მდებარე სადგომებიდან ცხოველების გაყვანა.

 

მუხლი 7. საზედამხედველო ზონა

1. საზედამხედველო ზონის ზომები განისაზღვრება ამ წესის  მე-10 მუხლით.

2. ღორის ვეზიკულური დაავადების შემთხვევაში ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული ზომები უნდა ჩანაცვლდეს  შემდეგით:

ა) უნდა გამოვლინდეს ამთვისებელი სახეობების ცხოველთა შემცველი ყველა სადგომი;

ბ) ღორების ნებისმიერი გადაადგილება, საზედამხედველო ზონაში მდებარე პირდაპირ სასაკლაოზე გადაყვანის გარდა, უნდა იყოს ავტორიზებული იმ პირობით, რომ ბოლო 21 დღის მანძილზე სადგომში არ მოხდა არცერთი ღორის შეყვანა;  მფლობელმა ან ცხოველებზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა აწარმოოს ღორების ნებისმიერი გადაადგილების შესახებ ჩანაწერები;

გ) სააგენტომ შეიძლება გასცეს ავტორიზაცია ღორების გაყვანაზე საზედამხედველო ზონიდან, იმ პირობით, რომ: 

გ.ა) სადგომში ჩატარდა ყველა ღორის შემოწმება გადაადგილებამდე 48 საათით ადრე; 

გ.ბ) გადასაყვანი ღორების კლინიკურმა შემოწმებამ აჩვენა უარყოფითი შედეგები გადაადგილებამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში;

გ.გ) ჩატარდა სტატისტიკურად შერჩეული ღორების სეროლოგიური გამოკვლევა ღორის ვეზიკულური დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის გარეშე გადაადგილებამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში.  თუმცა დასაკლავი ღორების შემთხვევაში, სეროლოგიური გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს სისხლის ნიმუშების საფუძველზე, რომლებიც აღებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრული დანიშნულების სასაკლაოდან. ღორის ვეზიკულური დაავადების არსებობის დამადასტურებელი დადებითი პასუხების შემთხვევაში გამოიყენება ამ დანართის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესები;

გ.დ) მოხდა თითოეული ღორის ნიშანდება საყურე ნიშნით ან სხვა იდენტიფიკაციის აღიარებული  მეთოდით; 

გ.ე) ღორების გადასაყვანად გამოყენებული სატვირთო და სხვა სატრანსპორტო საშუალებები  და მოწყობილობები უნდა დაექვემდებარონ დასუფთავებასა და დეზინფექციას თითოეული გადაყვანის შემდეგ;

დ) სატვირთო მანქანებმა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებმა, ასევე მოწყობილობამ, რომელიც იქნა გამოყენებული დამცავ ზონაში ღორების, სხვა საქონლის ან მასალის გადასატანად და რომელიც შეიძლება იყოს დაინფიცირებული, არ უნდა დატოვოს აღნიშნული ზონა სააგენტოს მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად ჩატარებული დასუფთავებისა და დეზინფექციის გარეშე. 

3. საზედამხედველო:

ა) ზონის ზომები შეიძლება შეიცვალოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) ზონაში აღნიშნული ზომების გამოყენება უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, ვიდრე:

ბ.ა) არ გატარდება ამ წესის მე-16 მუხლით განსაზღვრული ყველა ზომა;

ბ.ბ) არ გატარდება დამცავ ზონაში აუცილებელი ყველა ზომა.

 

მუხლი 8. ზოგადი საერთო ზომები

1. ღორის ვეზიკულური დაავადების შემთხვევაში დამატებითი ზომები უნდა გამოიყენებოდეს შემდეგი სახით:

ა) იმ შემთხვევებში, როდესაც ღორის ვეზიკულური დაავადება ოფიციალურად დადასტურდა, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 მუხლით განსაზღვრული ზომების განხორციელების გარდა, დაავადების სავარაუდო შემოჭრასა და ოფიციალური ზომების განხორციელებას შორის პერიოდში დაკლული ღორების ხორცი, შეძლებისდაგვარად, იქნეს მიკვლეული და განადგურებული სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ იმგვარად, რომ აღმოიფხვრას ღორის ვეზიკულური დაავადების შემდგომი გავრცელების რისკი;

ბ) როდესაც სახელმწიფო ვეტერინარი მიიჩნევს, რომ არსებობს ეჭვი იმისა, რომ ღორების დაინფიცირება, სავარაუდოთ, მოხდა ადამიანის, ცხოველის, ავტომანქანის გადაადგილების შედეგად ან სხვა ნებისმიერი საშუალებით, სადგომში მოთავსებული ღორების გადაადგილებაზე ვრცელდება ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები, სულ მცირე, სანამ: 

ბ.ა) არ ჩატარდება ღორების კლინიკური შემოწმება უარყოფითი შედეგებით;

ბ.ბ) არ ჩატარდება ღორების სტატისტიკური ნიმუშების სეროლოგიური გამოკვლევა ღორის ვეზიკულური დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის გარეშე ამ დანართის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ა“ და ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გამოკვლევა ტარდება მხოლოდ ადამიანის, ცხოველის, ავტომანქანის გადაადგილების შედეგად ან სხვა ნებისმიერი გზით შესაძლო დაინფიცირებიდან 28 დღის გასვლის შემდეგ.

3. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ღორის ვეზიკულური დაავადების არსებობა სასაკლაოზე, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:

ა) სადგომში ყველა ღორის გადაუდებელი დაკვლა;

ბ) დაინფიცირებული ან დასნებოვნებული (კონტამინირებული) ღორების კარკასისა და სუბპროდუქტების  განადგურება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ღორის ვეზიკულური დაავადების გამომწვევი ვირუსის  გავრცელების რისკი;

გ)  შენობებისა და აღჭურვილობის, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია ჩატარდეს სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ, სააგენტოს მიერ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;

დ) ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარება;

ე) რომ არცერთი  ღორი არ იქნება ხელახლა შეყვანილი დასაკლავად ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩატარებული დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულებიდან, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში.

 

მუხლი 9. დაინფიცირებული სადგომების დასუფთავება და დეზინფექცია

 ამ წესის მე-16 მუხლით განსაზღვრული ზომების გარდა, აგრეთვე გამოიყენება შემდეგი ზომები:

ა)  წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურა: 

ა.ა) ღორების ტანხორცის/ლეშის განკარგვისთვის გატანისთანავე, შენობის ის ნაწილები, რომელშიც განთავსებული იყვნენ აღნიშნული ღორები და სხვა ადგილები, რომლებიც კონტამინირებულია დაკვლის დროს, უნდა დამუშავდეს ამ წესის მე-16 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად გამოსაყენებლად ნებადართული სადეზინფექციო საშუალებებით, ღორის ვეზიკულური დაავადებისთვის განსაზღვრული კონცენტრაციით; გამოყენებული დეზინფექტანტი უნდა დარჩეს ზედაპირზე არანაკლებ 24 საათის განმავლობაში;

ა.ბ) ნებისმიერი ქსოვილი ან სისხლი, რომელმაც შეიძლება დაიღვაროს დაკვლის დროს, ფრთხილად უნდა შეგროვდეს და განიკარგოს (დაკვლა ყოველთვის უნდა მიმდინარეობდეს წყალგაუმტარ ზედაპირზე).

ბ) შემდგომი დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურა:

ბ.ა) ყველა ნაკელი, ქვეშსაგები, დაბინძურებული (კონტამირებული) სურსათი და ა.შ. უნდა იქნეს გატანილი შენობიდან, გაიჟღინთოს და დამუშავდეს გამოსაყენებლად ნებადართული დეზინფექტანტით.  წუნწუხი უნდა დამუშავდეს ვირუსის განადგურებისთვის გამოსაყენი მეთოდით;

ბ.ბ) ყველა პორტატული მოწყობილობა უნდა იქნეს გატანილი შენობიდან და დაექვემდებაროს ცალკე დეზონფექციას; 

ბ.გ) ცხიმი და სხვა ჭუჭყი უნდა იქნეს მოცილებული ყველა ზედაპირიდან ცხიმის მომცილებელი ნივთიერებების გამოყენებით, შემდეგ კი ჩამოირეცხოს წყლით წნევის ქვეშ;

ბ.დ) შემდეგ ყველა ზედაპირზე დამატებით უნდა შესხურდეს დეზინფექტანტი;

ბ.ე) დასალუქ ოთახებში უნდა ჩატარდეს ფუმიგაცია;

ბ.ვ) დაზიანებული იატაკის, კედლების და ა.შ. რემონტი უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო ვეტერინართან, მის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ, და განხორციელდეს დაუყონებლივ;

ბ.ზ) დასრულებული რემონტი უნდა იქნეს ინსპექტირებული, რათა დარწმუნდეთ, რომ ის დამაკმაყოფილებელ დონეზე შესრულდა;

ბ.თ) შენობის ყველა ის ნაწილი, რომლებიც საერთოდ არ შეიცავენ საწვავ ნივთიერებას, უნდა დამუშავდნენ თერმულად, სანთურის გამოყენებით;  

ბ.ი) ყველა ზედაპირი უნდა დამუშავდეს ტუტოვანი დეზინფექტანტით, რომლის pH მაჩვენებელი აღემატება 12,5-ს ან სხვა გამოსაყენებლად ნებადართული დეზინფექტანტით. დეზინფექტანტი უნდა ჩამოირეცხოს 48 საათის შემდეგ;

გ) საბოლოო დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურა – სანთურით ან ტუტოვანი სადეზინფექციო საშუალებით დამუშავება უნდა გამეორდეს 14 დღის შემდეგ.

 

მუხლი 10. დაინფიცირებული სადგომების აღწარმოება

ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ზომების გარდა, გამოიყენება შემდეგი ზომები:

ა) სადგომის რეპოპულაცია უნდა დაიწყოს შენობების პირველი სრული დეზინფექციის, ანუ დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოების მე-3 დონის დასრულებიდან მხოლოდ ოთხი კვირის გასვლის შემდეგ;

ბ) ღორების რეინტროდუქციის  დროს გათვალისწინებული უნდა იყოს  ფერმის პრაქტიკის ტიპი, რომელიც ხორციელდება სადგომში და იქნეს დაცული შემდეგი წესებიდან ერთ-ერთი: 

ბ.ა) გარე სადგომის შემთხვევაში აღწარმოება უნდა დაიწყოს შეზღუდული რაოდენობის იმ საკონტროლო გოჭების შეყვანით, რომლებიც დაექვემდებარენ გამოკვლევას და გამოავლინეს უარყოფითი შედეგები ღორის ვეზიკულური დაავადების ვირუსის ანტისხეულების არსებობაზე; საკონტროლო გოჭები უნდა მოთავსდნენ დაინფიცირებულ სადგომში სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად და სადგომში მოთავსებიდან 28 დღის შემდეგ დაექვემდებარონ კლინიკურ შემოწმებას და შეირჩნენ  სეროლოგიური ტესტირებისთვის. თუ არცერთმა გოჭმა არ გამოავლინა ღორის ვეზიკულური დაავადების კლინიკური ნიშნები და არც დაავადების გამომწვევი ვირუსის ანტისხეულები გამოიმუშავა, შეიძლება ჩატარდეს სადგომის სრული რეპოპულაცია;

ბ.ბ) ყველა სხვა ტიპის სადგომებისათვის, ღორების რეინტროდუქცია უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომების შესაბამისად ან სრული რეპოპულაციის გზით, იმ პირობით, რომ:

ბ.ბ.ა) ყველა ღორი იქნა შეყვანილი რვა დღის განმავლობაში, ღორის ვეზიკულური დაავადების შედეგად დახურული ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე სადგომებიდან და ყველა ღორი არის სეროუარყოფითი;

ბ.ბ.ბ) არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს სადგომი ბოლო ღორის შეყვანიდან 60 დღის განმავლობაში;

ბ.ბ.გ) რეპოპულაციას დაქვემდებარებული კოლტი ექვემდებარება კლინიკურ შემოწმებას და სეროლოგიურ გამოკვლევას სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული შემოწმება შეიძლება ჩატარდეს ბოლო ღორის შეყვანიდან არანაკლებ 28 დღეში.

 

დანართი №3

 

საგანგებო გეგმების მინიმალური კრიტერიუმები

 

საგანგებო  გეგმები უნდა აკმაყოფილებდნენ, სულ მცირე, შემდეგ კრიტერიუმებს: 

ა) ეროვნულ დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს კრიზისების მართვის ცენტრი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ქვეყანაში კონტროლის ყველა  ზომას;

 ბ) უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებათა კონტროლის ზომების კოორდინირებისთვის სათანადო საშუალებების მქონე ადგილობრივი დაავადებათა კონტროლის ცენტრების ჩამონათვალი;

გ) უნდა გაიცეს საკონტროლო ზომებში ჩართული პერსონალის, მათი უნარებისა და პასუხისმგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

დ) თითოეულმა ადგილობრივმა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა შეძლოს სწრაფი დაკავშირება პირებთან/ორგანიზაციებთან, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ დაავადების აფეთქების პროცესში;

ე) უნდა იყოს  ხელმისაწვდომი  მოწყობილობები და მასალები დაავადების საკონტროლო ზომების სწორად განსახორციელებლად;

ვ) უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დეტალური მითითებები დაინფიცირებაზე ან დასნებოვნებაზე (კონტამინაციაზე) ეჭვის გაჩენისა და დადასტურების მიმართებაში ზომების გასატარებლად, მათ შორის, ტანხორცის/ლეშის განკარგვასთან დაკავშირებით;

ზ) უნდა შემუშავდეს საწვრთნელი (ტრენინგ) პროგრამები საველე და ადმინისტრაციულ პროცედურების სფეროში უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების და განვითარების მიზნით;

თ) დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს უნდა ჰქონდეთ  დაკვლის შემდგომი გამოკვლევისათვის ობიექტები, სეროლოგიისთვის, ჰისტოლოგიისთვის და ა.შ. საჭირო საშუალებები (შესაძლებლობები) და გამოიმუშავონ სწრაფი დიაგნოსტიკისათვის საჭირო უნარები.  უნდა გატარდეს ზომები ნიმუშების სწრაფი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად;

ი)  უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადების საწინააღმდეგოდ იმ ვაქცინის საჭირო რაოდენობის შესახებ დეტალები, რომელიც მოითხოვება გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში;

კ) უნდა იქნეს გათვალისწინებული დებულებები საგანგებო  გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო უფლებამოსილებების უზრუნველსაყოფად.