დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 771 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022494 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მიეცეს უფლება სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტიდან გამონაკლისის სახით ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გასცეს: ა) საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის შეჩერების ან საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობის პერიოდში, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული დისტანციური ინსპექტირების საფუძველზე, რომლის წესს განსაზღვრავს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო; ბ) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში, ადგილზე ინსპექტირებისა და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული დისტანციური ინსპექტირების გარეშე, არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში არსებული ქვეყნის იმ საწარმოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის საფუძველზე ჰქონდა იმპორტის განხორციელების უფლება ერთი წლის ვადით და ეს ვადა ამოიწურა 2020 წლის პირველი მარტიდან ამ დადგენილების ამოქმედებამდე პერიოდში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები