დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 757 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.022480 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში − „აწარმოე საქართველოში“:
1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ პროგრამის დანართ №8-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უძრავი ქონების მეწარმე სუბიექტისთვის გადასაცემად.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამის მიმართულებები 1. პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტის მიმართულებები განისაზღვრება ამ პროგრამის თანდართული დოკუმენტების შესაბამისად, კერძოდ: ა) ინდუსტრიები – №1 დანართის შესაბამისად; ბ) კინოინდუსტრია – №2 დანართის შესაბამისად განსაზღვრული კვალიფიციური ხარჯების ფარგლებში; გ) სასტუმრო ინდუსტრია – №3 დანართით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად; დ) ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია − №4 დანართით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად; ე) ტურისტული სერვისების ინდუსტრია − №5 დანართით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად; ვ) ინდუსტრიები უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში − №8 დანართის შესაბამისად. 2. მეწარმე სუბიექტი ინდუსტრიული კომპონენტის ფინანსებსა და უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის ნაწილებით ერთდროულად სარგებლობის შემთხვევაში, უნდა ახორციელებდეს იმ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც მოცემულია როგორც დანართ №1-ში, ასევე დანართ №8-ში.“. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის დარგში საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა;“; „გ) წარმოების დაწყებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება.“; ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემის პირობ(ებ)ის შეცვლა ან/და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან პროგრამის ბენეფიციარის გათავისუფლება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.“. 4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების სააგენტოში წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2021 წლის 15 დეკემბრით.“. 5. 32-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;“; ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სააგენტო კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის პროგრამის ბენეფიციარისთვის გადარიცხვით, სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად, თუ ბენეფიციარის მხრიდან სრულად და დროულად არის შესრულებული საანგარიშო თვის განმავლობაში გადასახდელი სესხის ძირისა და დარიცხული მისი წილი საპროცენტო სარგებლის (სააგენტოს თანადაფინანსების გარეშე) გადახდის ვალდებულება. ამასთან, სასტუმროს, ბალნეოლოგიური კურორტებისა და ტურისტული სერვისების ინდუსტრიების ფარგლებში სააგენტო 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად გადახდის დღეს თანადაფინანსების თანხას გადარიცხავს ბენეფიციარის ანგარიშზე, მიუხედად იმისა, ბენეფიციარის მხრიდან სრულად და დროულად არის თუ არა შესრულებული მიმდინარე საანგარიშო თვის ფარგლებში მისი გადასახდელი სესხის ძირისა და დარიცხული პროცენტის საკუთარი წილის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულ შემთხვევაში, სააგენტო, მარტის თვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვას ბენეფიციარის ანგარიშზე განახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მხრიდან თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვის ვადამდე სრულად იქნება გადახდილი წინა 2 საანგარიშო თვის (იანვარი, თებერვალი) განმავლობაში გადასახდელი სესხის ძირი და მასზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთში ბენეფიციარის წილი საპროცენტო სარგებელი. აღნიშნულ შემთხვევაში, პროგრამის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ამ პუნქტით დადგენილი საშეღავათო 2 კალენდარული თვე (იანვარი, თებერვალი).“; გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტო ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის დადგენილ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ლიზინგის გამცემისთვის გადარიცხვით, შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, თუ ბენეფიციარის მხრიდან სრულად და დროულად არის შესრულებული საანგარიშო თვის განმავლობაში გადასახდელი ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული მისი წილი საპროცენტო სარგებლის (სააგენტოს თანადაფინანსების გარეშე) გადახდის ვალდებულება. ამასთან, სასტუმროს, ბალნეოლოგიური კურორტებისა და ტურისტული სერვისების ინდუსტრიების ფარგლებში სააგენტო 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში დადგენილი გრაფიკის შესაბამისად გადახდის დღეს თანადაფინანსების თანხას გადარიცხავს ლიზინგის გამცემის ანგარიშზე, მიუხედად იმისა, ბენეფიციარის მხრიდან სრულად და დროულად არის თუ არა შესრულებული მიმდინარე საანგარიშო თვის ფარგლებში მისი გადასახდელი ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული პროცენტის საკუთარი წილის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულ შემთხვევაში, სააგენტო მარტის თვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვას ლიზინგის გამცემის ანგარიშზე განახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მხრიდან თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვის ვადამდე სრულად იქნება გადახდილი წინა 2 საანგარიშო თვის (იანვარი, თებერვალი) განმავლობაში გადასახდელი ლიზინგის საგნის ღირებულება და მასზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთში ბენეფიციარის წილი საპროცენტო სარგებელი. აღნიშნულ შემთხვევაში, პროგრამის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ამ პუნქტით დადგენილი საშეღავათო 2 კალენდარული თვე (იანვარი, თებერვალი).“. 6. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №8: „დანართი №8 ინდუსტრიები უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები