„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 756
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.022479
756
18/12/2020
ვებგვერდი, 21/12/2020
300310000.10.003.022479
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №756

2020 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებს“  დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე მუხლი:

მუხლი 37. საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის გამოყენებასთან დაკავშირებული დროებითი ღონისძიება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

1. პირს, რომელმაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განათავსა დროებითი შენობა-ნაგებობა − ჯიხური და მისი გამოყენების ვადა გასულია ან გადის 2021 წლის 1 ივლისამდე, ჯიხურის გამოყენების ვადა გაუხანგრძლივდეს ამავე თარიღამდე (2021 წლის 1 ივლისამდე). ასეთ შემთხვევაში, ჯიხურის გამოყენებიდან ჯიხურის გამოყენების გახანგრძლივებამდე პერიოდი ჩაითვლება ჯიხურის გამოყენების მაქსიმალურ ვადად.

2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ ჯიხური ისევ არის განთავსებული ჯიხურის გამოყენების ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებულ ადგილას და პირი ისევ აგრძელებს ამ ჯიხურის გამოყენებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია