დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 754 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022477 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/10/2018, 300160070.10.003.020792) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის:
1. 11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ VI-ით განსაზღვრულ სამშენებლო პროდუქტებზე (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პლასტმასის მილები, თაბაშირ-მუყაო), გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების 30 კგ-მდე საერთო წონის სამშენებლო პროდუქტისა, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.“.
2. 11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. პლასტმასის მილებისა და არმატურის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის ნაცვლად წარსადგენი შესაბამისობის შეფასების დოკუმენტაცია და შესაბამისობის შეფასების პროცედურა განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი დანართის მიხედვით.“. 3. 11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტები, მოცემულია: ა) ცემენტის, ელექტროკაბელისა და თაბაშირ-მუყაოსათვის – სტანდარტ(ებ)ში, რომელთა დასახელებასაც აქვეყნებს სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; ბ) არმატურისთვის − ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ IV-ში; გ) პლასტმასის მილებისთვის − ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ V-ში.“. 4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამშენებლო პროდუქტი – ამ რეგლამენტის მიზნებისათვის: ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები და თაბაშირ-მუყაო;“; ბ) „ლ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) დანიშნულების მიხედვით გამოყენება – სამშენებლო პროდუქტის გამოყენება შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული დანიშნულებით;“; დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) პროდუქტის საწარმოო კონტროლი – დოკუმენტირებული, მუდმივი, წარმოების შიდა კონტროლი, რომელიც ხორციელდება სტანდარტების შესაბამისად;“. 5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ სამშენებლო პროდუქტი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის 11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტს, მწარმოებელი ვალდებულია, ასეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე და იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის შეადგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია.“. 6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 9. ინფორმაციის დატანის წესები და პირობები 1. ამ მუხლში აღნიშნული ინფორმაცია სამშენებლო პროდუქტზე ან მის ეტიკეტზე დატანილი უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად. თუ აღნიშნული ინფორმაციის დატანა უშუალოდ პროდუქტზე შეუძლებელია სამშენებლო პროდუქტის თავისებურების გამო, აღნიშნული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს თანდართულ დოკუმენტაციაზე ან სამშენებლო პროდუქტის შეფუთვაზე. 2. პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის რეგისტრირებული სახელი და მისამართი ან შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშანი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მწარმოებლის სახელისა და მისამართის ადვილად იდენტიფიცირება. 3. ამ მუხლში აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს: ა) პროდუქტის ტიპის აღმნიშვნელი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარირებული დონისა და კლასის შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) გამოყენებული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია; ე) შესაბამის შემთხვევებში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო კოდი; ვ) გამოყენებული სტანდარტებით გათვალისწინებული გამოყენების დანიშნულება. 4. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის პროდუქტზე დატანა, ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე. 5. ამ მუხლში აღნიშნული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს სამშენებლო პროდუქტზე ბაზარზე განთავსებამდე. პროდუქტზე ასევე შესაძლოა, დატანილ იქნეს პიქტოგრამა ან სხვა მკაფიო ნიშანი სპეციფიკური გამოყენების ან რისკების შესახებ, რომელიც შესაძლოა, გამოწვეულ იქნეს სამშენებლო პროდუქტის მიერ. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია პროდუქტზე დატანილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.“. 9. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შეადგინოს ამ რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ხოლო პროდუქტზე შესაბამისი ინფორმაცია დაიტანოს ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად. მწარმოებელმა სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციას საფუძვლად უნდა დაურთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის, შეფასებისა და ვერიფიკაციისათვის გამოყენებული სისტემის ყველა შესაბამისი ელემენტის შესახებ ინფორმაციას.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სერიული წარმოებისას სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს დეკლარირებულ სამშენებლო პროდუქტის თვისებებს. მწარმოებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს პროდუქტის ტიპსა და მასთან დაკავშირებულ სტანდარტებში განხორციელებული ცვლილებები. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამის შემთხვევაში, დეკლარირებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ან ხელმისაწვდომი სამშენებლო პროდუქტის ნიმუშის გამოცდა, ასევე გამოიკვლიოს და, საჭიროების შემთხვევაში, შეინახოს: საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობების შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. მწარმოებელი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.“. 10. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმპორტიორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა განახორციელა: სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია; შეადგინა ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია; შეადგინა რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია. იმპორტიორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ სამშენებლო პროდუქტზე დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია, სამშენებლო პროდუქტს თან ერთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია და მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. იმპორტიორმა, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას ან ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ უნდა განათავსოს სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე, სანამ სამშენებლო პროდუქტი არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. საფრთხის შემცველი სამშენებლო პროდუქტის არსებობის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.“. 11. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ იმ სამშენებლო პროდუქტის განთავსება, რომელზეც დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ინფორმაცია და თან ერთვის ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. დისტრიბუტორი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ აღნიშნული სამშენებლო პროდუქტის მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დისტრიბუტორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია, არ განათავსოს სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე, სანამ სამშენებლო პროდუქტი არ დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ მოთხოვნებს ან არ მოხდება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შესაბამისი შესწორება. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, დისტრიბუტორი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსა და, შესაბამის შემთხვევებში, იმპორტიორს.“. 12. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია არ იქნა დატანილი ან დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის დარღვევით;“. 13. დანართი VI ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი VI სამშენებლო პროდუქტების ნუსხა
|
მუხლი 2 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოთ 2021 წლის პირველ აპრილამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის“ ამ დადგენილების პირველ მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა.
|
მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან.
2. დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები