დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 748 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.022470 |
|
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.05.2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. 28-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შენობა-ნაგებობების სართულიანობასა და გაბარიტებს, ხოლო საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში − ხაზობრივი ნაგებობის გაბარიტებს;“; ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაზე.“. 2. 32-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შენობა-ნაგებობის განივი ან/და გრძივი ჭრილ(ებ)ი – მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50, ხოლო საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში – მ 1:2000, მ 1:000, მ 1:500, მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50: ზ.ა) შენობა-ნაგებობის ჭრილები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს იატაკის ზედაპირის ნიშნულებსა და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს, აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით, ხოლო საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში, მიეთითება მხოლოდ შენობა-ნაგებობის ჭრილები; ზ.ბ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ გამოყენებულ მასალებს; ზ.გ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ მნიშვნელოვან ნაწილებს ან/და დეტალებს – მ 1:20, მ 1:10 ან/და მ 1:5;“; ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ.ბ“, „ა.ე.ბ“-„ა.ე.დ“, „ბ.ა“, „ბ.გ“-„ბ.ვ“, „ვ“, „თ.ა“, „თ.ბ“, „ი“, „ლ“, „ო.ა“-„ო.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაზე, „ი.ე“ ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ხოლო „ლ.ა“ ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემთხვევაში.“. 3. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობის ორგანიზების პროექტის წარდგენა არ არის სავალდებულო საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიზნებისათვის. საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე განთავსებულ საინჟინრო ნაგებობებზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ან მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის ახალი ნებართვის მიღებისათვის დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის დასამთავრებლად გონივრული ვადა.“. 4. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათზე განთავსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზების პროექტი არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოების წარმოება ხორციელდება სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციისა და სამუშაოების მწარმოებლის მიერ მომზადებული სამუშაოების პროგრამის შესაბამისად.“. 5. 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) მშენებლობის ორგანიზების პროექტს, ამ დადგენილების შესაბამისად, გარდა საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზისა და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის შემთხვევისა.“. 6. მე-60 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ეს მუხლი არ ვრცელდება საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათზე განთავსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაზე, ასევე იმ ობიექტების მშენებლობებზე, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი) და რომელთა მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და ტენდერის საფუძველზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ან/და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით შერჩეული საზედამხედველო (საექსპერტო) კომპანიების მიერ ან დამკვეთის სტრუქტურაში არსებული სპეციალური, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული სამსახურების მიერ.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები