„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 736
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022454
736
04/12/2020
ვებგვერდი, 04/12/2020
470000000.10.003.022454
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №736

2020 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“):

1. მე-3 მუხლის “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ახალი კორონავირუსით საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დამატებითი საწოლფონდის მობილიზების მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისთვის“ (ვაჟა-ფშაველას გამზირზე, №29-ში (ნაკვეთი 07/081) განთავსებული შენობა-ნაგებობა №2-ის (ნაკვეთი − 07/081; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.15.007.081) მიწისზედა მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სართულების 2-2 ფლიგელი) რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის გადაცემას, არაუმეტეს 4,000,000 ლარისა.“.

2.  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“, „ზ“, „ზ​​1“, „კ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სამინისტრო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია