დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 734 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.022457 |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. არქიტექტურული პროექტის ნახაზები უნდა მომზადდეს შემდეგი მასშტაბებით: ა) მიწის ნაკვეთის გეგმა – 1:500 ან 1:200 მასშტაბით; ბ) შენობა-ნაგებობის სართულის გეგმები ყველა დონეზე და სახურავის გეგმა, მახასიათებელი ჭრილები, ფასადების ნახაზები და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების სქემები – 1:100 მასშტაბით; გ) შენობა-ნაგებობის გზა-კიბეები, პანდუსები, მისაწვდომი სივრცეები და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნაწილები უნდა მომზადდეს გადიდებული – 1:50 მასშტაბით; დ) დეტალური ნახაზები უნდა მომზადდეს 1:20, 1:10, 1:5, 1:2 ან 1:1 მასშტაბით. 12. ამ მუხლის 11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ინდივიდუალურ ერთ ან ორ ერთეულიან (ბინიანი) საცხოვრებელ სახლებსა და მათ დამხმარე ნაგებობებზე, ასევე მათთან დაკავშირებულ ადგილებსა და საშუალებებზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი მარტიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები