„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 730
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020030.10.003.022452
730
04/12/2020
ვებგვერდი, 04/12/2020
190020030.10.003.022452
„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №730

2020 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ხორბლის ფქვილის სუბისიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2020, 190020030.10.003.022437) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) ეთხოვოს საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო  შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს  შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შესყიდული აქვთ არანაკლებ 90 ტონა ფქვილისა ან იმპორტირებული აქვთ არანაკლებ 140 ტონა ხორბლისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია