დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 206/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 03/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010020.18.011.016527 |
|
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 28/09/2018; ს/კ: 220010020.18.011.016344) დამტკიცებული წესის:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, საგანგებო/საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ასევე ეპიდემიის/პანდემიის დროს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დროებით შეაჩეროს სგს-დ რეგისტრაციისათვის/სგს-ს ფილიალის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება შეჩერების საფუძველი და ვადა. სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.”. 2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი: „17. სგს ვალდებულია, საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, აკმაყოფილებდეს ამ წესით განსაზღვრულ სხვა სარეგისტრაციო მოთხოვნებს.“. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციისთვის/სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალის საქმიანობის ნებართვის მისაღებად პირის მიერ წარდგენილი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
|
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები