დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 208/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 03/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016525 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/02/2018; ს/კ: 220090000.18.011.016282) დამტკიცებული წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, საგანგებო/საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ასევე ეპიდემიის/პანდემიის დროს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დროებით შეაჩეროს პუნქტად რეგისტრაციისათვის/პუნქტის ფილიალის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება შეჩერების საფუძველი და ვადა. სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.”. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაციისთვის/ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალის საქმიანობის ნებართვის მისაღებად პირის მიერ წარდგენილი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები