დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 708 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022429 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის №556 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2017, 300160070.10.003.020265) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობეიქტების ნუსხა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობეიქტების ნუსხა
I. მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები, რომლებიც მავნე ორგანიზმების პოტენციური მატარებლები არიან: 1. დასარგავად განკუთვნილი მცენარეები, მათი თესლების გარდა, მაგრამ შემდეგი გვარის მცენარეების თესლების ჩათვლით: Cruciferae, Gramineae, Trifolium spp, რომლებიც წარმოშობილია არგენტინაში, ავსტრალიაში, ბოლივიაში, ჩილეში, ახალ ზელანდიასა და ურუგვაიში, ასევე გვარი Triticum, Secale და X Triticosecale ავღანეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, ერაყიდან, მექსიკიდან, ნეპალიდან, პაკისტანიდან, სამხრეთ აფრიკიდან და აშშ-დან. Citrus L., Fortunella Swingle და მათი ჰიბრიდები, Capsicum spp., Helianthus annuus L., Solanum lycopersicum (L.), Medicago sativa L., Prunus L., Rubus L., Oryza spp., Zea mays L., Allium ascalonicum L., Allium cepa L., Allium porrum L., Allium schoenoprasum L., და Phaseolus L. 2. შემდეგი მცენარეთა ნაწილები, ნაყოფისა და თესლების გარდა: ა) Castanea Mill., Dendranthema (DC.) DesMoul, Dianthus L., Pelargonium l'Herit. ex Ait, Phoenix spp., Populus L., Quercus L., Solidago L., და Orchidaceae-ს გვარის მოჭრილი ყვავილები; ბ) წიწვოვნები (Coniferales); გ) აშშ-სა და კანადაში წარმოშობილი Acer saccharum Marsh; დ) არაევროპული ქვეყნების წარმოშობის Prunus L.; ე) არაევროპული ქვეყნების წარმოშობის მოჭრილი ყვავილები Aster spp., Eringium L., HypericumL., Lisianthus L., Rosa L., da Trachelium L.; ვ) ფოთლიანი ბოსტნეული მწვანილი Apium graveolens L., Ocimum L., Limnophila L. and Eryngium L.; ზ) Manihot esculenta Crantz ფოთლები; თ) Betula L., მოჭრილი ტოტები ფოთლებითა და უფოთლო; ი) Fraxinus L., Juglans ailantifolia Carr., Juglans mandshurica Maxim., Ulmus davidiana Planch. და Pterocarya rhoifolia Siebold & Zucc., მოჭრილი ტოტები ფოთლებითა და უფოთლო, კანადაში, ჩინეთში, ჩრდ. კორეაში, იაპონიაში, მონღოლეთში, სამხრეთ კორეაში, ტაივანსა და აშშ-ში წარმოშობილი; კ) Amirys P. Browne, Casimiroa La Llave, Citropsis Swingle & Kellerman, Eremocitrus Swingle, Esenbeckia Kunth., Glycosmis Corrêa, Merrillia Swingle, Naringi Adans., Tetradium Lour., Toddalia Juss. და Zanthoxylum L. 3. მცენარეთა ნაწილები, გარდა ნაყოფისა, მაგრამ თესლის ჩათვლით Aegle Corrêa, Aeglopsis Swingle, Afraegle Engl., Atalantia Corrêa, Balsamocitrus Stapf, Burkillanthus Swingle, Calodendrum Thunb., Choisya Kunth, Clausena Burm. f., Limonia L., Microcitrus Swingle, Murraya J. Koenig ex L., Pamburus Swingle, Severinia Ten., Swinglea Merr., Triphasia Lour და Vepris Comm. 4. შემდეგი მცენარეების ნაყოფი: ა) Citrus L., Fortunella Swingle, Poncirus Raf. და მათი ჰიბრიდები, Momordica L. and Solanum melongena L.; ბ) არაევროპული ქვეყნების წარმოშობის Annona L., Cydonia Mill., Diospyros L., Malus Mill., Mangifera L., Passiflora L., Prunus L., Psidium L., Pyrus L., Ribes L. Syzygium Gaertn., და Vaccinium L.; გ) Capsicum L. 5.Solanum tuberosum L.-ის ტუბერები. 6. შემდეგი მცენარეების ქერქი: ა) წიწვოვნები (Coniferales); ბ) Acer saccharum Marsh, Populus L., და Quercus L. გარდა Quercus suber L.-ისა; გ) Fraxinus L., Juglans ailantifolia Carr., Juglans mandshurica Maxim., Ulmus davidiana Planch. და Pterocarya rhoifolia Siebold & Zucc., წარმოშობილი კანადაში, ჩინეთში, ჩრდ. კორეაში, იაპონიაში, მონღოლეთში, სამხრეთ კორეაში, რუსეთში, ტაივანსა და აშშ-ში; დ) Betula L., წარმოშობილი კანადასა და აშშ-ში; ე) Amelanchier Medik., Aronia Medik., Cotoneaster Medik., Crataegus L., Cydonia Mill., Malus Mill., Prunus L., Pyracantha M. Roem., Pyrus L. და Sorbus L., იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არ აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი მრგვალი ზედაპირი, ნახერხისა და ბურბუშელის გარდა, რომელიც წარმოშობილია კანადასა და აშშ-ში. 7. ხე-ტყის მასალა, რომელიც: ა) მიღებულია მთლიანად ან ნაწილობრივ შემდეგი რიგიდან, გვარიდან ან სახეობიდან, გარდა შესაფუთი ხის მასალისა: ა.ა) Quercus L. იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი და წარმოშობილია აშშ-ში, გარდა ამ პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის ცხრილში სეს ესნ-ის 4416 00 00 კოდით მოცემული ხის მასალისა, რომლის მიმართაც დოკუმენტურად დასტურდება, რომ აღნიშნული ხის მასალა გადამუშავდა და დამუშავდა თერმულად, მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში 1760C-ზე; ა.ბ) Platanus L., იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი და წარმოშობილია სომხეთში, შვეიცარიასა და აშშ-ში; ა.გ) Populus L., რომელიც წარმოშობილია ჩრდილო ამერიკის კონტინენტის ქვეყნებიდან; ა.დ) Acer saccharum Marsh., იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი და წარმოშობილია აშშ-სა და კანადაში; ა.ე) წიწვოვნები (Coniferales), რომლებსაც არა აქვთ შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი, არაევროპული ქვეყნებიდან, ასევე ყაზახეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან წარმოშობილი; ა.ვ) Fraxinus L., Juglans ailantifolia Carr., Juglans mandshurica Maxim., Ulmus davidiana Planch. და Pterocarya rhoifolia Siebold & Zucc., იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი და წარმოშობილია კანადაში, ჩინეთში, ჩრდ. კორეაში, იაპონიაში, მონღოლეთში, სამხრეთ კორეაში, რუსეთში, ტაივანსა და აშშ-ში; ა.ზ) Betula L., იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი და წარმოშობილია კანადასა და აშშ-ში; ბ) აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებით განსაზღვრულ აღწერილობებს:
8. ნიადაგი და მცენარეთა საკვები სუბსტრატები, რომელიც: ა) მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ნიადაგის ან მყარი ორგანული ნივთიერებებისაგან, როგორებიცაა მცენარეთა, ჰუმუსის ნაწილები, ტორფის ან ქერქის ჩათვლით, გარდა მათისა, რომლებიც მთლიანად შედგება სუფთა ტორფისგან; ბ) თან ახლავს მცენარეებს ან დაკავშირებულია ამ მცენარეებთან და მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მასალისგან, ან შედგება მთლიანად ან ნაწილობრივ ტორფისგან, ან ნებისმიერი მყარი არაორგანული ნივთიერებისგან და განკუთვნილია იმ მცენარეთა სიცოცხლის უნარიანობის შესანარჩუნებლად, რომლებიც წარმოშობილია თურქეთში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, რუსეთში, უკრაინასა და არაევროპულ ქვეყნებში, გარდა ალჟირში, ეგვიპტეში, ისრაელში, ლიბიაში, მაროკოსა და ტუნისში წარმოშობილისა. 9. გვარების: Triticum, Secale და X Triticosecale მარცვლეული, რომელის წარმოშობის ქვეყნებია ავღანეთი, ინდოეთი, ირანი, ერაყი, მექსიკა, ნეპალი, პაკისტანი, სამხრეთ აფრიკა და აშშ.
II. მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები, რომლებიც კონკრეტული დაცული ზონებისათვის მნიშვნელობის მქონე მავნე ორგანიზმების პოტენციური გადამტანები არიან (I ნაწილში ჩამოთვლილი მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების გათვალისწინებით) 1. Beta vulgaris L., მცენარეები, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის. 2. ნიადაგი ჭარხლიდან (Beta vulgaris L.) და მისი არასტერილური ნარჩენები. 3. ყვავილის ცოცხალი მტვერი შემდეგი მცენარეების დამტვერვისთვის: Amelanchier Med., Chaenomeles Lindl., Cotoneaster Ehrh., Crataegus L., Cydonia Mill., Eriobotrya Lindl., Malus Mill., Mespilus L., Photinia davidiana (Dcne.) Cardot, Pyracantha Roem., Pyrus L. და Sorbus L. 4. მცენარეების ნაწილები, გარდა ნაყოფისა და თესლებისა: Amelanchier Med., Chaenomeles Lindl., Cotoneaster Ehrh., Crataegus L., Cydonia Mill., Eriobotrya Lindl., Malus Mill., Mespilus L., Photinia davidiana (Dcne.) Cardot, Pyracantha Roem., Pyrus L. და Sorbus L. 5. თესლები Castanea Mill., Dolichos Jacq., Magnifera spp., Beta vulgaris L. და Phaseolus vulgaris L.. 6. Gossypium spp. თესლი და ნაყოფი (კოლოფი)და თესლგაუცლელი ბამბის ბოჭკო. 7. ნაყოფი Vitis L. 8. ხე-ტყის მასალა, რომელიც: ა) მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებულია წიწვოვანი ჯიშების მცენარეებისაგან (Coniferales), გარდა ქერქგაცლილი ხე-ტყის მასალისა, რომელიც წარმოშობილია ევროპაში მდებარე მესამე ქვეყნებიდან და Castanea Mill., გარდა ქერქგაცლილი ხე-ტყის მასალისა; ბ) აკმაყოფილებს „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ აღწერილობებს:
2. „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის (სფშდ) შევსების წესით“ (დანართი №3) გათვალისწინებული I.24 გრაფის შევსების წესი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გრაფა I.24 ტვირთის აღწერილობა – ტვირთის დეტალური აღწერილობა მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების დასახელება. ასევე, მცენარეების სახეობა ბოტანიკური დასახელებით – ისე, რომ მოცემული ინფორმაცია იძლეოდეს მცენარისა და მცენარეული პროდუქციის იდენტიფიკაციის საშუალებას, საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული დასახელების გამოყენებით, სულ მცირე, გვარის დონეზე მაინც, მაგრამ უმჯობესია, სახეობის დონეზე. ზოგიერთი რთული შემადგენლობის ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტებისათვის, როგორებიცაა ცხოველთა საკვების მარაგი (ფურაჟი), შესაძლოა, ვერ მოხერხდეს ბოტანიკური დასახელების მინიჭება. ასეთ შემთხვევაში იწერება „Not applicable” („არ ივსება”) ან „N/A“; ტიპი – საქონლის ტიპი, მაგ.: ხე-ტყე, შესაფუთი მასალა, სარგავი მასალა და ა. შ. საქონლის სეს ესნ კოდი – საქონლის სეს ესნ კოდი, როგორც ეს განსაზღვრულია „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ნეტო წონა/რაოდენობა – კონკრეტული საქონლის წონა შეფუთვის გარეშე, კილოგრამებში. თუ აღნიშნული წონის ერთეული მიუღებელია, ვიყენებთ სხვა შესაბამის ერთეულებს. მაგალითად, ხე-ტყის შემთხვევაში – მ2, მ3 და ა.შ.; საზომი ერთეული – შესაბამისი საზომი ერთეული; შეფუთვის რაოდენობა – შეფუთვის რაოდენობა ცალობაში; შეფუთვის ტიპი – პროდუქტის შეფუთვის სახე; წარმოშობის ქვეყანა –კონკრეტული საქონლის წარმოშობის ქვეყანა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები