„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 700
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022421
700
27/11/2020
ვებგვერდი, 30/11/2020
340170000.10.003.022421
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №700

2020 წლის 27 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13  მარტის №165 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/03/2020, 340170000.10.003.021877) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე საწარმოდან იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქტში ორჯერ აღმოჩნდება სალმონელა (Salmonella) ან/და ლისტერია მონოციტოგენეზი, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან აღნიშნული პროდუქტის იმპორტი ჩერდება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ იმ სასაქონლო პოზიციის ყველა ქვესუბპოზიციით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტი, რომელშიც შედის ზემოაღნიშნული პროდუქტი. ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ იმპორტის ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი მოთხოვნების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია