„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 691
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.022412
691
19/11/2020
ვებგვერდი, 20/11/2020
340080000.10.003.022412
„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №691

2020 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2020, 340080000.10.003.021977) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის“:

1. პირველი  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული/დასაფინანსებელი პოტენციური ბენეფიციარების/ბენეფიციარების მხარდაჭერა თანადაფინანსების ან/და საკონსულტაციო მომსახურების ან/და ტრენინგის ჩატარების გზით;“.

2. მე-4  მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების, მათ შორის, ბიოსერტიფიცირების თანადაფინანსებას, ასევე ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებლის ან/და გადამამუშავებლის ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებასთან დაკავშირებული მომსახურების თანადაფინანსებას;

ბ) ბრენდირებისა და შეფუთვის დიზაინის შექმნის თანადაფინანსებას;“.

3. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების, მათ შორის, ბიოსერტიფიცირების თანადაფინანსების შემთხვევაში, ასევე იმ მომსახურების, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებისათვის საჭირო მომსახურებასთან, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 50%-ით,  არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების, მათ შორის, ბიოსერტიფიცირების, ასევე იმ  მომსახურების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებლის ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებისათვის საჭირო  მომსახურებასთან,  სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 90%-ით, არაუმეტეს 25 000 ლარისა, ხოლო, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა.“.

4. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება, მათ შორის,  ბიოსერტიფიცირება ან/და იმ ღონისძიების გატარება, რომელიც  დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებისათვის, შესაბამისი მიზნობრიობის თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია