დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 690 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022411 |
|
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 16/02/2015; 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“:
1. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ დაუფინანსდებათ/ აუნაზღაურდებათ შესაძენი შესაწამლი აპარატების ღირებულება წარდგენილი ინვოისის ან/და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა. შესაწამლი აპარატების ღირებულების დაფინანსების/ანაზღაურების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“. 2. 248 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნერგების კომპონენტის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის დაფინანსდება არაუმეტეს 50 ჰა-ზე დაზიანებული ნერგების ჩანაცვლება არაუმეტეს 250 000 ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
პოტენციურმა ბენეფიციარ(ებ)მა, რომლებსაც ჯერ არ განუხორციელებიათ სააგენტოში დოკუმენტაციის წარდგენა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად მრავალწლიანი ბაღის/პლანტაციის/ვენახის დაზიანებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, დოკუმენტაციის წარდგენა უნდა განახორციელონ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პოტენციურ ბენეფიციარებს, რომლებმაც განახორციელეს დოკუმენტაციის წარდგენა სააგენტოში სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად მრავალწლიანი ბაღის/პლანტაციის/ვენახის დაზიანებიდან 60 კალენდარული დღის ვადის გასვლის შემდგომ, ვადის გადაცილება ჩაეთვალოთ საპატიოდ. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები